ბრძანება N 19381
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19381
27 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 14 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა სს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2024 წლის 14 აგვისტოს №91437/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 ივლისის №094-36 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და მიუთითებს იმ სადავო საკითხებსა და არგუმენტაციაზე, რაც თავდაპირველ საჩივარში იყო დაფიქსირებული, კერძოდ:
1. არ ეთანხმება ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირებას საბაზრო ფასის გათვალისწინებით;
2. არ ეთანხმება სმფ-ების დანაკარგის დანაკლისად მიჩნევის საფუძლით დარიცხულ მოგების გადასახადს;
3. არ ეთანხმება დამხმარე ხასიათის მასალების ჩამოწერის ოპერაციაზე დღგ-ის დარიცხვას;
4. არ ეთანხმება წარმომადგენლობითი ხარჯის სარგებლად განხილვას;
5. ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აპრილის №10006 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. სს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით წარდგენილი 27 აგვისტო 2024 N ---------- ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით, განახორციელოს ქონების გადასახადში შემოწმებით განსაზღვრული, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგების დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აპრილის №10006 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 27 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 436 784 ლარით, მათ შორის, გადასახადი 430 261 ლარით და ჯარიმა 6 522 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 16 ივლისის №094-36 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აპრილის №10006 ბრძანების შესაბამისად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა დაკორექტირდა ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, რის შედეგადაც შემცირდა ქონების გადასახადში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგების გადასახადის ნაწილში 2015-2016 წლებში დაკორექტირდა (შემცირდა) ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შემცირდა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგების დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2024 წლის 30 აპრილის №10006 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორ სადავო საკითხთან მიმართებით, კერძოდ, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით კორექტირების და საწარმოს მიერ ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგების დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ს შემცირების ნაწილში. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული სადავო საკითხების შესწავლის შედეგად შემცირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სულ 436 784 ლარით, მათ შორის, გადასახადი შემცირდა 430 261 ლარით (დღგ - 31 094, ქონების გადასახადი - 399 167), ხოლო ჯარიმა - 6 522 ლარით.
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 თებერვლის №20912/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი შემოსავლების სამსახურში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაბრუნდა სადავო საკითხების მხოლოდ ორ ეპიზოდში: 1. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა საბაზრო ფასის გათვალისწინებით; 2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგის დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ის შემცირება. ამდენად, წარმოდგენილ საჩივარში მითითებული სხვა საკითხები აღარ წარმოადგენდა დავის საგანს და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2024 წლის 30 აპრილის №10006 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორ სადავო საკითხთან მიმართებით, კერძოდ, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით კორექტირების და საწარმოს მიერ ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგების დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ს შემცირების ნაწილში. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული სადავო საკითხების შესწავლის შედეგად შემცირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სულ 436 784 ლარით, მათ შორის, გადასახადი შემცირდა 430 261 ლარით (დღგ - 31 094, ქონების გადასახადი - 399 167), ხოლო ჯარიმა - 6 522 ლარით. შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 თებერვლის №20912/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი შემოსავლების სამსახურში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაბრუნდა სადავო საკითხების მხოლოდ ორ ეპიზოდში: 1. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა საბაზრო ფასის გათვალისწინებით; 2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკარგის დანაკლისად მიჩნევის საფუძველზე დეკლარირებული დღგ-ის შემცირება. ამდენად, წარმოდგენილ საჩივარში მითითებული სხვა საკითხები აღარ წარმოადგენდა დავის საგანს და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).