ბრძანება N 8171
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8171
12.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 15 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №79687/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №000-54 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 მარტის სხდომაზე (ოქმი №33).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ახორციელებს საკუთარი ავტოამწით მომსახურებას. მისმა შემოსავალმა ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარს 2022 წლის აგვისტოს თვეში. საგადასახადო კანონმდებლობის არცოდნამ გამოიწვია სამართალდარღვევის ჩადენა. გადამხდელის მიერ შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციები წარმოდგენილია და კუთვნილი გადასახადიც გადახდილია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლებას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №2528 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება არ განხორციელდა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №2528 ბრძანების და 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების დანართი №2-ის მესამე პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, ი/მ ------- (ს/ნ -------) უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №024-66 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან სადავო ოქმის შედგენის (26.12.2022 წ.) და 2023 წლის 10 თებერვლის №2528 ბრძანებით გადაწყვეტილების მიღების თარიღში (10.02.2023 წ.) არ არის წარმოდგენილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ს დეკლარაციები და პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში
აღნიშნულზე გამოიცა 2023 წლის 13 თებერვლის N024-66/1 ბრძანება და N000-54 საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების დანართი №2-ის მესამე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №2528 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დღგ-ის რეგისტრაციის ვადის დარღვევისთვის დარიცხული ჯარიმის გაუქმებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება არ განხორციელდა, ვინაიდან სადავო ოქმის შედგენის და გადაწყვეტილების მიღების თარიღში არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი პერიოდის დღგ-ს დეკლარაციები და პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების დანართი №2-ის მესამე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანება