ბრძანება N 25904
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25904
25 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 6 ოქტომბრის და 5 ნოემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 ნოემბრის და 13 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №92 და №94) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 6 ოქტომბრის №98254/1/2025 და 5 ნოემბრის №98659/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივლისის №094-24 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის გაანგარიშებას. განმარტავს, რომ სალაროს ვირტუალური ნაშთი უნდა შეადგენდეს 820 155,92 ლარს ნაცვლად 6 014 904 ლარისა (293 707+536 519+5 459 872*1,18-5 660 328*1,18-281 121+507 589). აცხადებს, რომ აუდიტმა არ შეისწავლა საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობა. აღნიშნავს, რომ გამორჩენილია მოქმედი სესხის დაფარვისთვის გასული თანხები 776 925 ლარის ოდენობით. მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პროცედურები. განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები სრულად უნდა დაექვემდებაროს შემცირებას. გადამხდელი ითხოვს საკითხის ხელახალა შესწავლას მისი მონაწილეობით. აგრეთვე, საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშების ნაწილში არ ეთანხმება ტენდერის ფარგლებში მიღებული თანხების ოდენობას.
2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მარტის №5289 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წინა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დირექტორზე სესხად გაცემულად მიჩნეულ თანხებს მიანიჭოს ხელფასის კვალიფიკაცია და დაბეგროს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (დანართი №9) გათვალისწინებით და აღნიშნულიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მარტის №5289 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 24 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი 303 155 ლარი და დაერიცხა ჯარიმა 41 177 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 18 ივლისის №094-24 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, დამატებით მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, კერძოდ, საბანკო ამონაწერების დამუშავებისა და ანალიზის შედეგად, გამოვლინდა, რომ საწარმოს 1 177 941 ლარის ოდენობით უფიქსირდება ხელფასის გაცემები, რომლებსაც არ ბეგრავდა გადახდის წყაროსთან. ასევე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დაფარული იყო სასესხო ვალდებულებები, ბანკის საკომისიო და სხვა საბანკო ხარჯები, სულ 554 406 ლარი. გადაანგარიშების ეტაპზე ზემოაღნიშნული სახელფასო განაცემები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამისის პერიოდების მიხედვით, შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირდა ფულის ნაშთის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული გადასახადი, თუმცა დაერიცხა გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადი, შედეგად თანხობრივი შედეგი არ შეცვლილა. ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ასევე გათვალისწინებულ იქნა საბანაკო გადახდები, კერძოდ, სასესხო ვალდებულებები, ბანკის საკომისიო და სხვა საბანკო ხარჯები, სულ 554 406 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების შედეგად შემცირდა საგადასახადო აქტით დარიცხული თანხები. ასევე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (დანართი №9) გათვალისწინებით წინა შემოწმების ფარგლებში დირექტორზე გაცემულ სესხად განხილული თანხა 2 184 535 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. ამასთან, წინა შემოწმების ფარგლებში მოგების გადასახადით დაბეგრილ ზემოთ აღნიშნულ თანხაზე მოხდა მოგების გადასახადის შემცირება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში. ამასთან, შემცირებას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიცირებულ თანხაზე დარიცხულ პროცენტზე გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით გამოვლინდა სახელფასო განაცემები 1 177 941 ლარის ოდენობით, რომლებსაც გადამხდელი არ ბეგრავდა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დაფარული სასესხო ვალდებულებები, ბანკის საკომისიო და სხვა საბანკო ხარჯები, სულ 554 406 ლარის ოდენობით, რომელიც შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა გადაანგარიშების ეტაპზე ფულის ნაშთის გაანგარიშებისას.
საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშების ნაწილში არ ეთანხმება ტენდერის ფარგლებში მიღებული თანხების ოდენობას და მისი პოზიციის დასტურად წარმოადგინა სახელმწიფო შესყიდვების საანგენტოს საიტიდან ინფორმაცია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა დავის წარმოების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად შეესწავლა საქმის ზეპირი განხილვისას წარმოდგენილი სადავო საკითხი.
შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილებით განხორციელდა ტენდერების ფარგლებში მიღებული თანხების შესწავლა/ანალიზი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერის ფარგლებში შემოსავლების სახით მიღებული თანხების ოდენობა დასტურდება საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხებით.
ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს საკითხის ხელახალა შესწავლას მისი მონაწილეობით. აგრეთვე, საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშების ნაწილში არ ეთანხმება ტენდერის ფარგლებში მიღებული თანხების ოდენობას.
გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადაანგარიშების ეტაპზე სახელფასო განაცემები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამისის პერიოდების მიხედვით, შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირდა ფულის ნაშთის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული გადასახადი, თუმცა დაერიცხა გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადი, შედეგად თანხობრივი შედეგი არ შეცვლილა. ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ასევე გათვალისწინებულ იქნა საბანაკო გადახდები, კერძოდ, სასესხო ვალდებულებები, ბანკის საკომისიო და სხვა საბანკო ხარჯები, სულ 554 406 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების შედეგად შემცირდა საგადასახადო აქტით დარიცხული თანხები. ასევე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გათვალისწინებით წინა შემოწმების ფარგლებში დირექტორზე გაცემულ სესხად განხილული თანხა 2 184 535 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. ამასთან, წინა შემოწმების ფარგლებში მოგების გადასახადით დაბეგრილ ზემოთ აღნიშნულ თანხაზე მოხდა მოგების გადასახადის შემცირება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში. ამასთან, შემცირებას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიცირებულ თანხაზე დარიცხულ პროცენტზე გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.