ბრძანება N 24463

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 05.11.2025
№ დოკუმენტი 24463
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 24463

05 ნოემბერი 2025

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2025 წლის 9 ოქტომბრის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №90) იმსჯელა შპს „-------"-ის (ს/ნ „-------") 2025 წლის 9 ოქტომბრის №98299/1/2025 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის №041-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „-------“-ის (ს/ნ „-------") მიერ 2024 წლის 10 აპრილის №041-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი 2024 წლის 15 მაისის №79694/21 და 31 მაისის №90466/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივლისის №16048 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „------“-ის (ს/ნ „-------“) 2025 წლის 9 ოქტომბრის №98299/1/2025 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის №041-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სსკ-ის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომჩივანის 2025 წლის 9 ოქტომბრის №98299/1/2025 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის №041-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

301(ზ).