ბრძანება N 23715
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23715
07 ნოემბერი 2024
ბრძანება
შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“)
(ფაქტ. მის.:„---------“)
2024 წლის 28 ოქტომბრისა და პირველი ნოემბრის საჩივრების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №118) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ „---------“) 2024 წლის 28 ოქტომბრის №92571/1/2024 და პირველი ნოემბრის №92651/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ოქტომბრის №031-16 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან და 2024 წლის 24 აპრილის №031-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ განხორციელებული ყველა შიდა გადაზიდვა იდენტიფიცირებადია, ნაწილი გაყიდულია სასაქონლო ზედნადებში მითითებული საბოლოო მისამართიდან, ხოლო სხვა დანარჩენი დაბრუნებულია კომპანიის საქმიანობის ადგილზე და შემდეგ არის რეალიზებული. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორს მიეწოდა პროდუქციის მოძრაობის დეტალური ახსნა-განმარტება, არ გაიზიარა და არ განხორციელდა კორექტირება. გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, დაურთო სასაქონლო ზედნადებები და მიუთითა, რომ ვინაიდან აუდიტორი სრულად ვერ გაერკვა მის მიერ მიწოდებულ ახსნაგანმარტებაში, დამატებით წარმოადგენს და საჩივარს ურთავს შეძენის, შიდა გადაზიდვის და რეალიზაციის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებს, რომლებიც აუდიტორის მიერ მიჩნეული იქნა რეალიზებულად და მოხდა ერთი და იგივე პროდუქციის ორჯერ რეალიზაცია და დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12596 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.;
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12596 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 26 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 9 ოქტომბრის №031-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და გადასახადის გადამხდელს მიეცა გონივრული ვადა მტკიცებულებების წარმოსადგენად. დღეის მდგომარეობით შპს „---------“-ის მიერ წარმოდგენილია წერილობითი ფორმით ინფორმაცია (ახსნა-განმარტება), რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას ისედაც იყო შესწავლილი და აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს. შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ოქტომბრის №031-16 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი ფორმით ინფორმაცია (ახსნა-განმარტება), რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას ისედაც იყო შესწავლილი და აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს. შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, დავის ეტაპზეც არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №031-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“) მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №031-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 23 მაისს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12596 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „--------“-ის (ს/ნ „---------“) 2024 წლის 28 ოქტომბრისა და პირველი ნოემბრის საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №031-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ოქტომბრის №031-16 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №031-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12596 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 26 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 9 ოქტომბრის №031-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომჩივანის 2024 წლის 28 ოქტომბრისა და პირველი ნოემბრის საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №031-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
301(ზ),304(21).