ბრძანება N 12967
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12967
09.06.2023
შპს „--------“-ის (ს/ნ --------)
(მის: -----------)
2023 წლის 16 მაისის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60) იმსჯელა შპს „--------“-ის (ს/ნ -------) №82984/21 საჩივარზე, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის №011/4/2023 საგადასახადო მოთხოვნას მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო მოთხოვნას მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის 12 აპრილს.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა 30 დღის ვადაში 2023 წლის 2 მაისს კომუნიკატორის მეშვეობით გაასაჩივრა (წერილი №493883). აღნიშნულ წერილში გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მისი ვალდებულება შპს „---------“ (ს/ნ -------) მიმართ შეადგენს 61091.99 ლარს. შპს „----------“ (ს/ნ 405067396) აქვს ზეპირი ფორმით შეთანხმება, რომლის თანახმადაც ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ 3000 ლარის ოდენობით ფარავს მის წინაშე არსებულ დავალიანებას.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული წერილი თავისი შინაარსის გათვალისწინებით ვერ ჩაითვლება სადავო საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებად. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 16 მაისს.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ --------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივარი ეხება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის №011/4/2023 საგადასახადო მოთხოვნას მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები
ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო მოთხოვნას მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის 12 აპრილს. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა 30 დღის ვადაში 2023 წლის 2 მაისს კომუნიკატორის მეშვეობით გაასაჩივრა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული წერილი თავისი შინაარსის გათვალისწინებით ვერ ჩაითვლება სადავო საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებად. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 16 მაისს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44, 299, 301"ე".