უზენაესი სასამართლოს განჩინება N ბს-506(2კ-23)
📄 სრული ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N ბს-506(2კ-23)
"-------" ბს-506(2კ-23)
23 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი (მოსარჩელე) - ი/მ „-------“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 14 ივნისს ი/მ „------ -მ “ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მოსარჩელის განმარტებით, მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცერმა 2018 წლის 11 აპრილს 239 ძირი ევონიმუსის სახეობის ნერგების ტრანსპორტირების დროს გააჩერა ავტო-სატრანსპორტო საშუალება და მოსარჩელის მიმართ შედგენილ იქნა N 173161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ჯარიმის სახით დაეკისრა 5000 ლარის გადახდა და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი. აღნიშნულ ოქმზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 მაისის N 12448 ბრძანებით მას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ N 173161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან იგი ახორციელებდა პროდუქციის პირველად მიწოდებას ,მისი სამრეწველო გადამუშავებამდე და სასაქონლო კოდის შეცვლამდე. შესაბამისად მოსარჩელეს 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, არ უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა.
მოსარჩელემ 2018 წლის 13 აპრილის N 173161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 მაისის No12443 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი. მოსარჩელე გათავისუფლდა 2018 წლის 13 აპრილის No173161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდისაგან და ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 მაისის No12443 ბრძანება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა დამოსარჩელის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 13 აპრილს, მოსარჩელის მიმართ შედგენილი იქნა N 173161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, 2018 წლის 11 აპრილს, სენაკის რაიონის, სოფელ თეკლათში გადამოწმდა ავტომანქანა „ფორდი“, სახელმწიფო ნომრით: "------". გადამოწმების შედეგად კი დადგინდა, რომ "-------" ახორციელებდა მოსარჩელის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 3585 ლარის ღირებულების საქონლის (ხე-მცენარე „ევონიმუსი“ (ჭანჭყატი), 239 ძირი) ტრანსპორტირებას, ხე-ტყის სპეციალური ელ. სასაქონლო ზედნადების გარეშე. შედეგად, სამართალდამრღვევ პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი.
პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 24 აპრილს, მოსარჩელემ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, სადაც განმარტა, რომ იგი ახდენდა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში წარმოებული (მოყვანილი) „ევონიმუსის“ სახეობის ნერგების (ფესვების გადაჭრის გარეშე, ანუ სასაქონლო კოდის შეცვლის გარეშე) ტრანსპორტირებას, რომლებიც წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის პროდუქტს და მის ტრანსპორტირებაზე გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა სატრანსპორტო ზედნადების გამოწერის ვალდებულება. სსიპ შემოსავლების სამსახურმა არ გაიზიარა გადამხდელის არგუმენტები, დადგენილად მიიჩნია, რომ „ევონიმუსი“ (ჭანჭყატი) მიეკუთვნება ხე-მცენარეებს, რომლებზეც სავალდებულოა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერა და 2018 წლის 24 მაისის N 12443 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა სამეწარმეო საქმიანობისთვის ქვეყნის შიგნით - საქონლის ტრანსპორტირების, შენახვის და რეალიზაციისას ადგენს ზედნადების გამოყენების სავალდებულოობას კონკრეტულად შესავსები ზედნადების სახე (სასაქონლო თუ ხე-ტყის სასაქონლო) დამოკიდებულია ტრანსპორტირებული, შენახული თუ რეალიზებული საქონლის სახეობაზე. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" გამოიყოფა ის შემთხვევები, როცა სავალდებულო არ არის არც სასაქონლო ზედნადების და არც ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოყენება. თუმცა, პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მომსარჩელის შემთხვევაში, რომელიმე საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა.
სააპელაციო სასამართლომ ფაქტი, რომ მოსარჩელე ახდენდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას ზედნადების გარეშე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, ამასთან აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სამეწარმეო საქმიანობისთვის ტრანსპორტირებულ ნერგებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1 ნაწილის მიზნებისათვის, ტრანსპორტირებისას ესაჭიროებოდა სპეციალური - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 გათვალისწინებულ გადაცდომაში მოსარჩელის ბრალეულობაზე მიუთითებდა, რის გამოც არ არსებობდა მათი უარყოფის საფუძვლები. თუმცა მიუთითა ზემოაღნიშნული კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და მიიჩნია, რომ სახეზე იყო მისატევებელი შეცდომა, რადგან გადასანადის გადამხდელი შეცდა კანონის არსთან მიმართებაში, როცა სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნარგავები მიიჩნია სოფლის მეურნეობის პირველად პროდუქტად (და - არა ხე-მცენარედ, რომლის არა მხოლოდ მიწოდება, არამედ ტრანსპორტირებაც კი სპეციალურ ზედნადებს საჭიროებდა) და სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელი გადაჰქონდა სათანადო ზედნადების გარეშე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა, რაც უნდა ჩარიცხულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში: 200122900, სახაზინო კოდი: 30018 3150.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა - მოსარჩელემ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. გარდა ამისა, მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება და მისი გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - მოსარჩელის მითითებით, სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს, რომ ევონიმუსი (ქაჭყატი) ტრანსპორტირებისას საჭიროებდა ხე-ტყის სპეციალურ სასაქონლო ზედნადების ამოწერას, ვინაიდან ევონიმუსი არ წარმოადგენს ტყის კულტურას და იგი არც მსოფლიოს და არც საქართველოს ტყეებში ველური სახით - არსად არის გავრცელებული. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პირველად (სამრეწველო გადამუშავებამდე - სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციაზე ვრცელდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის დანაწესი და ევონიმუსი არ საჭიროებდა ხე-ტყის სპეციალურ სასაქონლო ზედნადების გამოწერას.
ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი და მიიღო დამატებითი განჩინება მისთვის 50 ლარის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო ქონებრივი დავა და გასაჩივრებული იყო ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასანადების ადმინისტრირების შესახებ" ინსტრუქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და ამავე ინსტრუქციის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, ასევე „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N 46 დადგენილების მე-2 მუხლზე მითითებით მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოცემული დავა.
კასატორი მიიჩნევს, რომ მან სასამართლოს წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავდა _ მოსარჩელის კეთილსინდისიერებას სადავო შემთხვევაში, ვინაიდან მას წარსულში გამოწერილი ჰქონდა არაერთი სასაქონლო ზედნადები იდენტურ საქონელზე - ევონიმუსზე, რაც გამორიცხავდა მის შეცდომას კანონის არსთან მიმართებაში. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელეს გამოწერილი ჰქონდა ჩვეულებრივი და არა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები, ისე რომ მხედველობაში არ მიიღო, რომ განსახილველ შემთხვევაში მეწარმეს საერთოდ არ ჰქონდა ზედნადები და თვლიდა, რომ საქონელი რომლის ტრანსპორტირებას ანორციელებდა არ საჭიროებდა ზედნადების გამოწერას, თუმცა სხვა შემთხვევაში მისთვის ცნობილი იყო კანონის მოთხოვნა ზედნადების გამოწერის თაობაზე და მას ასრულებდა კიდეც. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იგი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, რაც გამორიცხავს მის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მოსარჩელის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნას ცნობილი მხოლოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში კი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ – საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს 2018 წლის 13 აპრილის N 173161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მისი თანამდევი შედეგების, ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 მაისის N 12443 ბრძანების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე რომლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას – მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა. ამავე კოდექსის 286-ე მუხლის 13 ნაწილის თანახმად კი, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე- მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა,თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის 24-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას სწორად და დროულად – აღრიცხოს შემოსავლები და ნარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამავე მუხლის მე- 2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი კი, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ნე- ტყის სასაქონლო ზედნადების გამოყენების ვალდებულებას ითვალისწინებს ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული ბრძანების დანართი N II-011 -ის 251-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, სასაქონლო ზედნადები არის N II-012 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც ივსება ელექტრონულად საქონლის გამყიდველის გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. No996 ბრძანების NoII-012-ის 252-ე მუხლი კი უკავშირდება უშუალოდ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებს, მიუთითებს NoII-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტზე და „გ“ ქვეპუნქტით მისი შევსების ვალდებულებას ავრცელებს ხე- მცენარეებზე, რომლებსაც განმარტავს, როგორც თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეებს, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობებს (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა). ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 994 ბრძანებით დამტკიცებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის 72-ე მუხლის 1-ლი პუნქტზე, რომელიც საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის ერთ-ერთ სახედ სწორედ სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას ასახელებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აპრილს, მოსარჩელის მიმართ შედგენილი იქნა N 173161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, 2018 წლის 11 აპრილს, სენაკის რაიონის, სოფელ - თეკლათში გადამოწმდა ავტომანქანა „ფორდი“, სახელმწიფო ნომრით: "------". გადამოწმების შედეგად კი გამოიკვეთა, რომ "------"ახორციელებდა მოსარჩელის სამეწამრეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 3585 ლარის ღირებულების საქონლის (ხე-მცენარე „ევონიმუსი“ (ჭანჭყატი), 239 ძირი) ტრანსპორტირებას, ხე-ტყის სპეციალური პირს, სასაქონლო ზედნადების გარეშე. შესაბამისად, სამართალდამრღვევ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი.
საქმეში არსებული შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2018 წლის 13 აპრილის N 44681/04/18 დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ ხე-მცენარე ევონიმუსი (ჭანჭყატი) იყო სხვადასხვა ზომის (საშუალო სიგრძით 50სმ-დან 80სმ-მდე). ჭანჭყატი (Euonymus) ფოთოლმცვივანი ან მარად მწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარისფერთა ოჯახისაა. აღნიშნული ხე-მცენარე ევონიმუსი (ჭანჭყატი) წარმოდგენილი იყო ღია ცის ქვეშ, რომლის ძირებიც ნაწილობრივ მიწით იყო დაფარული. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხე-მცენარის ევონიმუსის „ჭანჭყატის“ რაოდენობა შეადგენდა 239 ცალს, ხოლო ხე- მცენარის საერთო საორიენტაციო საბაზრო ღირებულება იყო 3585 დღგ-ის ჩათვლით.
2018 წლის 24 აპრილს, მოსარჩელემ საჩივრით მიმართა სსიპ - შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 13 აპრილის No173161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციების გაუქმება, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი თავად ახდენდა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში წარმოებული (მოყვანილი) „ევონიმუსის“ სახეობის ნერგების (ფესვების გადაჭრის გარეშე ანუ სასაქონლო კოდის შეცვლის გარეშე) ტრანსპორტირებას, რომლებიც წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის პროდუქტს და მის ტრანსპორტირებაზე გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა სატრანსპორტო ზედნადების გამოწერის ვალდებულება. სსიპ შემოსავლების სამსახურმა არ გაიზიარა გადამხდელის არგუმენტები, დადგენილად მიიჩნია, რომ „ევონიმუსი“ (ჭანჭყატი) მიეკუთვნება ხე-მცენარეებს, რომლებზეც სავალდებულოა ნე- ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერა და 2018 წლის 24 მაისის No12443 ბრძანებით არ დააკმაყოფილა მოსარჩელის 2018 წლის 13 აპრილის საჩივარი.
საკასაციო – სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებს როგორც სასაქონლო, ასევე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოყენების ვალდებულებისგან და ისინი რეგლამენტირებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის 251-ე მუხლის მე-15 პუნქტსა და 252-ე მუხლის მე-5 პუნქტებში, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსანილველ შემთხვევაში არ იკვეთება დასახელებული დანაწესებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევების არსებობა, ვინაიდან დადასტურებულია, რომ მოსარჩელე სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი ქონების ევონიმუსის/ჭანჭყატის (ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარი) ჭანჭყატისებრთა ოჯანისა) ტრანსპორტირებას ახორციელებდა ზედნადების გარეშე, ამასთან ნერგები წარმოადგენდა ხე-მცენარეებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, რომელთა ტრანსპორტირებასაც ესაჭიროებოდა სპეციალური ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12-ე ნაწილის მოქმედება.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს მოსარჩელის განმარტებას, რომ სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნარგავები მიაჩნდა სოფლის მეურნეობის პირველად პროდუქტად და არა ხე-მცენარედ, რომელიც ექვემდებარებოდა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას და იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო მოსარჩელის მხრიდან მისატევებელი შეცდომა, ვინაიდან იგი შეცდა კანონის არსთან მიმართებაში, რასაც მათ შორის ადასტურებდა მის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მითითებული მსჯელობებიც.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის წარსულში გამოწერილი ჰქონდა არაერთი სასაქონლო ზედნადები იდენტურ საქონელზე - ევონიმუსზე, რაც გამორიცხავდა მის შეცდომას კანონის არსთან მიმართებაში. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებული ზედნადებები წარმოადგენს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანების დანართი NoII-012-ით გათვალისწინებულ სასაქონლო ზედნადებებს და არა ამავე ბრძანების დანართი N II-013-ით განსაზღვრულ ნე-ტყის სასაქონლო ზედნადებებს, ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები რომლებიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზედნადების არასწორად შედგენის თაობაზე მითითების გაცემის ფაქტს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნას ცნობილი მხოლოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილებში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელეს საკასაციო საჩივარზე 05.06.2023წ. N 5970 საგადასახადო დავალებით "------"- ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად,"------"-ეს (პ/ნ "------") უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N 200122900, სახაზინო კოდი N 9300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. მოსარჩელეს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნას ცნობილი სახელმწიფო ზაჟის 50 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინება;
4. "-------"-ს (ს/ნ "------") დაუბრუნდეს მოსარჩელეს საკასაციო საჩივარზე 05.06.2023წ. N 5970 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო – ნაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, მიმღების ანგარიშის N "------", სახაზინო კოდი 300773150;|
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები:
ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ.აბუსერიძე
სადავო საკითხი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ფაქტობრივი გარემოებები
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცერმა ნერგების ტრანსპორტირების დროს გააჩერა მოსარჩელის ავტო-სატრანსპორტო საშუალება და მის მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ჯარიმის სახით დაეკისრა 5000 ლარის გადახდა და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი. აღნიშნულ ოქმზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 მაისის N 12448 ბრძანებით მას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
გადაწყვეტილება
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 გათვალისწინებულ გადაცდომაში მოსარჩელის ბრალეულობაზე მიუთითებდა, რის გამოც არ არსებობდა მათი უარყოფის საფუძვლები. თუმცა მიუთითა ზემოაღნიშნული კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და მიიჩნია, რომ სახეზე იყო მისატევებელი შეცდომა, რადგან გადასანადის გადამხდელი შეცდა კანონის არსთან მიმართებაში, როცა სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნარგავები მიიჩნია სოფლის მეურნეობის პირველად პროდუქტად და სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელი გადაჰქონდა სათანადო ზედნადების გარეშე
დასაბუთება
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით.