წარმომადგენლობით ხარჯებზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმება N 1140

1140 წარმომადგენლობით ხარჯებზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმება 22.09.2015
№ დოკუმენტი 1140
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

წარმომადგენლობით ხარჯებზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება N 1140

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმოს ჩათვლა განხორციელებული აქვს წარმომადგენლობითი ხარჯებისას გადახდილი დღგ-ის თანხებზე

შეფასება

· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174 -ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება პირის მიერ სოციალური მიზნით, გასართობი ღონისძიებებისათვის გაწეულ ხარჯზე ან წარმომადგენლობით ხარჯზე გადახდილ დღგ-ის თანხებზე, გარდა ასეთი ღონისძიებების ფარგლებში პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდებისა, როდესაც ასეთი ხარჯის ფარგლებში შესყიდული საქონელი ან/და მომსახურება ამ პირის მიერ იბეგრება დღგ-ით

· შესაბამისად, საწარმოს არ ჰქონდა უფლება, ჩათვლა ეწარმოებინა წარმომადგენლობითი ხარჯებისას გადახდილ დღგ-ის თანხებზე. აღნიშნულის საფუძველზე საწარმოს გაზრდილი აქვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხები

ღონისძიებები

· საანგარიშო თვეების მიხედვით დაკორექტირდება ჩასათვლელი დღგ-ის თანხა და შესაბამისად ბიუჯეტში გადასახდელი დღგ

· საწარმო, დეკლარაციაში თანხის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით