ბრძანება N 16939

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.07.2023
№ დოკუმენტი 16939
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16939

13 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 11 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ივლისის სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 11 მაისის №81048/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №002-57 და №002-58 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს, კერძოდ:

●აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №002-57 კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ არასწორადაა გაანგარიშებული საურავი. მიუთითებს, რომ გადასახადი დაერიცხა 25 461 ლარის ოდენობით, ხოლო საურავი 23 053 ლარის ოდენობით, რაც ორჯერ აღემატება არსებული გადასახადის ოდენობაზე გაანგარიშებული საურავის ოდენობას და რეალურად, საურავი დაახლოებით უნდა შეადგენდეს 13 940 ლარს (25 461*0,05%*365*3). აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს საურავის ოდენობის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლთან შესაბამისობაში მოყვანას.

●აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №002-58 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით გადამხდელი მიიჩნევს, რომ კორექტირებულ მოთხოვნაში ასახული მონაცემები არ შეესაბამება გადაანგარიშებით დადგენილ მონაცემებს და ითხოვს შესაბამისობაში მოყვანას. აცხადებს, რომ გადაანგარიშების დასკვნის მიხედვით, მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სრულად დაექვემდებარა შემცირებას. თუმცა, კორექტირებულ მოთხოვნაში მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხულია 23 353 ლარი. ასევე, გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით ქონების გადასახადში ერიცხება 36 ლარი, თუმცა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით დარიცხულია 60 ლარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №3111 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2017 წლის 17 თებერვლის, 30 მარტისა და 29 მაისის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„2. აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 18 იანვრის №002-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2014-2016 წლების საანგარიშო პერიოდებზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);

3. აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის პირველი მარტის №002-75 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, 2013 წლის საანგარიშო პერიოდზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ შესაბამის საანგარიშო პერიოდში დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №3111 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 13 აპრილს გამოსცა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე დასკვნები, რომლითაც გადამხდელს შეუმცირდა სულ 225 514 ლარი, მათ შორის გადასახადი 150 343 ლარი და ჯარიმა 75 171 ლარი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 აპრილის №002-57 და №002–58 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №002-57 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოწმებამ დამატებით შეისწავლა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი რამდენიმე პირის აუდირებული მონაცემები, ასევე, გაითვალისწინა ტერიტორიული ერთეული და დადგინდა, რომ აღნიშნულ პირებზე დადგენილი ფასნამატი აღემატებოდა შპს „-------“-ს შემოსავლების განსაზღვრისთვის შემოწმების მიერ დადგენილ ფასნამატს. შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №002-58 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადამხდელს შეუმცირდა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, სულ 225 514 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

● აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №002-57 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა 2013 წლის საანგარიშო პერიოდზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, ეხელმძღვანელა ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ შესაბამის საანგარიშო პერიოდში დადგენილი მონაცემებით, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა, თუმცა დადგინდა, რომ აღნიშნულ პირებზე დადგენილი ფასნამატი აღემატებოდა შპს „-------“-ს შემოსავლების განსაზღვრისთვის შემოწმების მიერ დადგენილ ფასნამატს. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები გადაანგარიშების ეტაპზე არ შეუმცირდა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია საურავთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 61-ე ნაწილის თანახმად, გადასახადის გადაუხდელ თანხას 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საურავი დაერიცხება 0,06 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საურავი − 0,05 პროცენტი − გადასახადის გადაუხდელ თანხას დაერიცხება 2015 წლის 1 ივლისიდან. ამ შემთხვევაში გადასახადის გადაუხდელობისათვის საურავის ოდენობის განსაზღვრისას ამ კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება.

● აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №002-58 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2014-2016 წლების საანგარიშო პერიოდებზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა და შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, სულ 225 514 ლარის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის განმარტებასა და მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2023 წლის 27 აპრილის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შესაბამისად, მოგების გადასახადისა და დღგ-ს ნაწილში მთლიანად შემცირდა შემოწმებით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა. საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის მომენტში, 2015 წლის მოგებისა და ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახადები დარიცხულია, თუმცა 2016 წლის ქონებისა და მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა არ იყო დამდგარი. შესაბამისად, 2015 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დარიცხული მიმდინარე გადასახდელები საგადასახადო შემოწმების აქტით არ შემცირდა. აღნიშნული დარიცხვა შემცირებულია ბარათზე გადასახადის გადამხდელის მიერ 2016 წლის მოგებისა და ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის შემდგომ.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

● მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გაანგარიშებულ საურავს.

● კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული მონაცემები არ შეესაბამება გადაანგარიშებით დადგენილ მონაცემებს და ითხოვს შესაბამისობაში მოყვანას, კერძოდ, არ ეთანხმება მოგებისა და ქონების გადასახადებში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

● აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია საურავთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 61-ე ნაწილის თანახმად, გადასახადის გადაუხდელ თანხას 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საურავი ერიცხება 0,06 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საურავი − 0,05 პროცენტი − გადასახადის გადაუხდელ თანხას დაერიცხება 2015 წლის 1 ივლისიდან. ამ შემთხვევაში გადასახადის გადაუხდელობისათვის საურავის ოდენობის განსაზღვრისას ამ კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება.

● გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის განმარტებასა და მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შესაბამისად, მოგების გადასახადისა და დღგ-ს ნაწილში მთლიანად შემცირდა შემოწმებით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა. საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის მომენტში, 2015 წლის მოგებისა და ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელები დარიცხულია, თუმცა 2016 წლის ქონებისა და მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა არ იყო დამდგარი. შესაბამისად, 2015 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დარიცხული მიმდინარე გადასახდელები საგადასახადო შემოწმების აქტით არ შემცირდა. აღნიშნული დარიცხვა შემცირებულია ბარათზე გადასახადის გადამხდელის მიერ 2016 წლის მოგებისა და ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის შემდგომ.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272(4); 309(61); 304(21);