ბრძანება N 15126

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.06.2023
№ დოკუმენტი 15126
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 15126

28.06.2023

შპს --------- (ს/ნ -------)

(მის: ----------)

2023 წლის 6 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის (ოქმი №66) სხდომაზე განიხილა შპს -------- (ს/ნ -------) №81502/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მაისის №006- 2023-8709 ბრძანებას „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ბრძანებისა და „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ გაუუქმდა გრაფიკის ხელშეკრულება, რაც გამოწვეულია მიმდინარე გადასახადის გადაუხდელობით, ხოლო გრაფიკით დაწესებული გადასახადი გადაიხადა კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე 2023 წლის 31 მაისს გადაიხადა მიმდინარე გადასახადიც. ვინაიდან არის უცხოელი და ცუდად ფლობს ქართულ ენას, მისთვის უცნობი იყო მიმდინარე გადასახადის გადაუხდელობა თუ გამოიწვევდა ხელშეკრულების გაუქმებას. ითხოვს გრაფიკის აღდგენას.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს -------- (ს/ნ ------) 2023 წლის 10 მაისის (ID: -------) განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 11 მაისს გამოცემულ იქნა №006-2023-7381 ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც შპს --------- (ს/ნ -------) მიმართ 2023 წლის 11 მაისის მდგომარეობით არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (6871.01 ლარი) გადახდევინება გადავადდა 2024 წლის 25 აპრილის ჩათვლით. შპს --------თან (ს/ნ --------) გაფორმდა 2023 წლის 11 მაისის №2023-3963 ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2023 წლის 11 მაისის №2023-3963 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო (არ იქნა გადახდილი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები), 2023 წლის 29 მაისს გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის №006-2023-8709 ბრძანება, რომლის თანახმადაც გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე 2023 წლის 11 მაისის №006-2023-7381 ბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2023 წლის 11 მაისის №2023-3963 ხელშეკრულება.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას.

ამავე მუხლის 81 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე8 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა 50 000 ლარს არ აღემატება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ფორმდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადები და პირობები. ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 64-ე მუხლის თანახმად:

1. გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ უქმდება, თუ: ა) პირმა დაარღვია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართით (გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა არის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს --------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ გაუუქმდა გრაფიკის ხელშეკრულება, რაც გამოწვეულია მიმდინარე გადასახადის გადაუხდელობით, ხოლო გრაფიკით დაწესებული გადასახადი გადაიხადა კანონმდებლობის შესაბამისად. ითხოვს გრაფიკის აღდგენას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 11 მაისს გამოცემულ იქნა ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც მომჩივნის მიმართ 2023 წლის 11 მაისის მდგომარეობით არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (6871.01 ლარი) გადახდევინება გადავადდა 2024 წლის 25 აპრილის ჩათვლით. გადამხდელთან გაფორმდა 2023 წლის 11 მაისის №2023-3963 ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2023 წლის 11 მაისის №2023-3963 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო (არ იქნა გადახდილი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები), 2023 წლის 29 მაისს გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის №006-2023-8709 ბრძანება, რომლის თანახმადაც გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე 2023 წლის 11 მაისის №006-2023-7381 ბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2023 წლის 11 მაისის №2023-3963 ხელშეკრულება.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(8)(81)(9).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 994 ბრძანება.