ბრძანება N 18510
📄 სრული ტექსტი
N 18510
09 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 24 ივლისის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ---------) №124167/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივლისის №AL054691 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ დარღვეულია სადავო ადმინისტრაციული აქტის შედგენისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესი, ვინაიდან წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა, ამასთან, სამართალდამრღვევს არ განემარტა მისი უფლებები, ოქმი არ არის ხელმოწერილი კომპანიის დირექტორის მიერ, რომელმაც არ იცის სამართალწარმოების ენა და ოქმის შედგენას უნდა დასწრებოდა თარჯიმანი, რაც არ მომხდარა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებზე მითითებით მიაჩნია, რომ დადავო სამართალდარღვევის ოქმს არ აქვს იურიდიული ძალა.
სადავო აქტის გაუქმების საფუძვლად საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-9 პუნქტზე და განმარტავს, რომ ოქმის შემდგენმა პირმა სადავო ადმინისტრაციული აქტის შედგენისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულიყო რაიმე ხარვეზი და ეჭვის საფუძველზე შეადგინა ადმინისტრაციული ოქმები.
კონკრეტული სატრანსპორტო საშუალება დაფიქსირებული და დარეგისტრირებულია შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, შესაბამისი გადასახადი გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში, ვადაზე ადრე მცირე დროით მისი ავტოსადგომიდან გასვლა არავითარ ზიანს არ აყენებს საბაჟო ელექტრონულ სისტემას და სახელმწიფოს. უსაფუძვლო ჯარიმები კი ზიანს აყენებს სამეწარმეო საქმიანობას.
აღნიშნულზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე, 272-ე, 273-ე, 275-ე, 276-ე, 278-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს სადავო ადმინისტრაციული აქტი და შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 17 ივლისს, 21:53 სთ-ზე შპს „------------“ მფლობელობაში არსებულ ავტოსადგომზე, რომელიც მდებარეობს საბაჟო გამშვები პუნქტი „--------------“ მიმდებარედ, ავტოსატრანსპორტო საშუალების რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა №----------- ავტოსატრანსპორტო საშუალება (რიგის ნომერი ------------).
2024 წლის 18 ივლისს საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული, შპს „-------------“ (ს/ნ ------------) კუთვნილი ავტოსადგომის კამერალურად შემოწმება, რის შედეგად გამოვლინდა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება რიგის მართვის ელექტრონული სისტემაში გამოძახების გარეშე იყო გამოსული ავტოსადგომის ტერიტორიის გარეთ. ამასთანავე, ავტოსადგომის ადმინისტრაციამ შემოსავლების სამსახურს არ შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ.
ვინაიდან, შპს „----------“ მიერ განმეორებით დაირღვა ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 18 ივლისს შედგენილი №AL054691 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით შპს „------------“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №----------- ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით გადაადგილებული №2 ან №3 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) პუნქტში გამოცხადებამდე უნდა განთავსდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გარდა ამ მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-17 პუნქტით კი დადგენილია, რომ „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის შემთხვევაში, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმების მიზნით, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საბაჟო ორგანოს. ამასთან, ავტოსადგომზე დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 1271 -ე მუხლის 31 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის 32 ნაწილის თანახმად, 31 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანმა დაარღვია ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო ვინაიდან, მომჩივანი არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული და ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 -ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 -ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) დადება მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 239- ე მუხლის მე-19 ნაწილის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის 31 და 32 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ოქმის შედგენის უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს. ასევე, გასაჩივრებულ ადმინისტრაციული აქტებში მითითებულია ინფორმაცია ოქმის გასაჩივრების წესზე: ვადა (10 კალენდარული დღე), ადგილი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემა) და ფორმა (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით).
ამასთანავე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 82-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმი ელექტრონულად ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს, რაც განხორციელდა განსახილველ შემთხვევაში და ადრესატს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაეგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული 2024 წლის 18 ივლისის №AL054691 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში (მის.: მარნეული, ნარიმანოვის ქ. №4) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო ადმინისტრაციული აქტი და შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ განხორციელდა შპს-ს კუთვნილი ავტოსადგომის კამერალურად შემოწმება, რის შედეგად გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალება რიგის მართვის ელექტრონული სისტემაში გამოძახების გარეშე იყო გამოსული ავტოსადგომის ტერიტორიის გარეთ.
ვინაიდან, შპს კუთვნილი ავტოსადგომის კამერალურად შემოწმება, რის შედეგად გამოვლინდა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება რიგის მართვის ელექტრონული სისტემაში გამოძახების გარეშე იყო გამოსული ავტოსადგომის ტერიტორიის გარეთ. ვინაიდან, შპს მიერ განმეორებით დაირღვა ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, დაეკისრა პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,