N 267 - 19/08/2026 - „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 19.08.2026
№ დოკუმენტი 267
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №267

2026 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის 81-ე მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. საბაჟო დეპარტამენტი:

ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავს და ადმინისტრაციულ სახდელს ადებს იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლით, 4211 მუხლის პირველი–21 ნაწილებით, 794 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 31 და 32 ნაწილებით, 1291 მუხლით, 1553 მუხლის პირველი–მე-6, 63, 64 და მე-7–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 157-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 82 ნაწილებით, 17417, 17715, 1793, 1911 და 194-ე მუხლებით;

ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს და შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილვისთვის უგზავნის რაიონის (ქალაქის) სასამართლოს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 444 და 912 მუხლებით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 99-ე მუხლით, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11–მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 1558-15510, 1571 –1573 , 158-ე, 1594, 163-ე, 164-ე, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 − მე-6, მე-8 და მე-9, მე-10, მე-11−მე-18 ნაწილებით.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე