გადაწყვეტილება №18733/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.03.2023
№ დოკუმენტი 18733/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18733/2/2023

24.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 24.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------------- 27.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18733/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 28.07.2021 წლის №24954 ბრძანების აღსრულების შედეგები

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2022 წლის №056-18 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2022 წლის №056-19 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 2.12.2022 წლის №30286 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 876 ლარი. (14.06.2022 წლის №056-18 საგადასახადო მოთხოვნა):

მათ შორის:

გადასახადი - (-9 600)

დღგ - 13 672

მოგების გადასახადი - (-23 903)

საშემოსავლო გადასახადი - 550

ქონების გადასახადი - 81

ჯარიმა - 11 476

საურავი - 0

დარიცხული თანხა: 181 833,33 ლარი. (15.06.2022 წლის №056-19 საგადასახადო მოთხოვნა):

მათ შორის:

გადასახადი - 72 199

დღგ - 60 015

მოგების გადასახადი - 11 772

საშემოსავლო გადასახადი - 400

ქონების გადასახადი - 12

ჯარიმა - 36 110

საურავი - 73 524,33

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შპს „------------“ -------------- იჯარით აღებული ფართიდან ახორციელებს სარგავ-სათესლე მასალების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზაციას.

შემოსავლების სამსახურის 20.06.2018 წლის №15384 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.11.2019 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.12.2019 წლის №056-59 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახურის 17.09.2018 წლის №25644 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.11.2019 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2019 წლის №056-60 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. აცხადებდა, რომ წარადგინა ფიზიკური პირების ნოტარიულად დადასტურებული ახსნაგანმარტებები პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით, ასევე, ინვოისები სხვადასხვა საფინანსო კომპანიიდან, რომელთა მიხედვით უნდა მომხდარიყო ფასნამატის განსაზღვრა, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა გათვალისწინებული და არ მომხდარა ფასნამატის ხელახალი დაანგარიშება, ძირითად შემთხვევაში პროდუქციის გასაყიდ ფასად დარჩა სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული სარეალიზაციო ფასები, რაც არ შეესაბამება რეალურ გასაყიდ ფასებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვდა ფასნამატის გადაანგარიშებას;

2. აცხადებდა, რომ განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება, თუმცა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნით არ ირკვევა რა ნაწილში მოხდა თანხის შემცირება, ითხოვდა აღნიშნული საკითხის შემმოწმებლებთან ერთად გავლას.

შემოსავლების სამსახურის 28.07.2021 წლის №24954 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------------“ (ს/ნ --------------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფასნამატის კოეფიციენტის სწორად გაანგარიშების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრისას ასევე, ეხელმძღვანელა გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.07.2021 წლის №24954 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 8.06.2022 წლის №398 და №399 დასკვნები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომელთა მიხედვით საგადასახადო შემოწმების შუალედური და საბოლოო აქტების საფუძველზე დარიცხულმა თანხებმა განიცადა კორექტირება. კერძოდ, შუალედური აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები გაიზარდა სულ 24 717 ლარით, მათ შორის, გადასახადი გაიზარდა 16 476 ლარით, ჯარიმა გაიზარდა 8 241 ლარით, ხოლო საბოლოო აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 264 264 ლარით, მათ შორის, გადასახადი შემცირდა 183 631 ლარით, ჯარიმა შემცირდა 80 633 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 14.06.2022 წლის №056-18 და 15.06.2022 წლის №056-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.12.2022 წლის №30286 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, საიდანაც დგინდება, რომ გადაანგარიშების ეტაპზე ფაქტობრივად თავიდან განხორციელდა საგადასახადო შემოწმება, რამაც გამოიწვია დარიცხული თანხების კორექტირება. რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას ფასნამატის კოეფიციენტთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულების მოცულობა განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით მხოლოდ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებისა და განვადების ინვოისების საფუძველზე, შესაბამისად, საჩივარში წარმოდგენილი პოზიცია უსაფუძვლოა.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

17.09.2018 წლის №25644 ბრძანების მიხედვით აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა დამატებით დოკუმენტაცია სარეალიზაციო ფასნამატის სწორად განსაზღვრის მიზნით. კერძოდ, წარდგენილ იქნა განვადების ინვოისები და ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნაგანმარტებები პროდუქციის შესყიდვაზე. ასევე, ფასნამატის გაანგარიშების ელექტრონული ცხრილი. აღნიშნულის მიუხედავად აუდიტის დეპარტამენტმა სარეალიზაციო ფასნამატის განსაზღვრის პროცესში წარდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად ერთ-ერთ კომპონენტად დატოვა სოფლის მეურნეობის სააგენტოს განსაზღვრული ზღვრული ფასები, რომლებიც არ შეესაბამება რეალურ გასაყიდ ფასებს. შესაბამისად, დასკვნით განსაზღვრული შედეგები განსხვავდება წარდგენილი მონაცემებისგან. მიგვაჩნია, რომ კომპანიის ფასნამატი უნდა განისაზღვროს მხოლოდ მის მიერ რეალიზაციის მომენტში შექმნილი დოკუმენტების მიხედვით, როგორიცაა გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და განვადების ინვოისები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნების მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული ცხრილებისა და სააღრიცხვო დოკუმენტების შესწავლის შედეგად საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას.

დადგენილია ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის 28.07.2021 წლის №24954 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრისას ეხელმძღვანელა გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით, რაც მოითხოვდა შემოწმების დროს გამოყენებული მეთოდის ცვლილებას, შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე ფაქტობრივად თავიდან განხორციელდა საგადასახადო შემოწმება, რამაც გამოიწვია დარიცხული თანხების კორექტირება. რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას ფასნამატის კოეფიციენტთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულების მოცულობა განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით მხოლოდ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებისა და განვადების ინვოისების საფუძველზე. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების დაანგარიშების კორექტირებული ელექტრონული ცხრილი გადამხდელს გაეგზავნა 13.05.2022 წელს, თუმცა ცხრილთან დაკავშირებით შენიშვნები არ წარუდგენია.

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 28.07.2021 წლის №24954 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 28.07.2021 წლის №24954 ბრძანება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის 28.07.2021 წლის №24954 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრისას ეხელმძღვანელა გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით, რაც მოითხოვდა შემოწმების დროს გამოყენებული მეთოდის ცვლილებას, შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე ფაქტობრივად თავიდან განხორციელდა საგადასახადო შემოწმება, რამაც გამოიწვია დარიცხული თანხების კორექტირება. რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას ფასნამატის კოეფიციენტთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულების მოცულობა განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით მხოლოდ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებისა და განვადების ინვოისების საფუძველზე. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების დაანგარიშების კორექტირებული ელექტრონული ცხრილი გადამხდელს გაეგზავნა 13.05.2022 წელს, თუმცა ცხრილთან დაკავშირებით შენიშვნები არ წარუდგენია.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს

304(1)გ