დღგ-ის ჩათვლა საბაჟო დეკლარაციით N 11127

11127 დღგ-ის ჩათვლა საბაჟო დეკლარაციით 18.03.2020
№ დოკუმენტი 11127
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის ჩათვლა საბაჟო დეკლარაციით N 11127

ფაქტობრივი გარემოებები

· დღგ-ის გადამხდელმა პირმა 2019 წლის ოქტომბერში განახორციელა საქონლის იმპორტი.

· პირმა 2020 წლის თებერვალში დააზუსტა 2019 წლის ოქტომბრის დეკლარაცია და საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე ჩაითვალა კუთვნილი დღგ.

· პირს არ გააჩნია ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები.

შეფასება

· საქართველოს საგადასახადო კოდექსისს 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის: :- ვ 1 ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება ამ კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჩათვლის დოკუმენტებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, იმავე ვადაში დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენით). - „ე.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში; საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით საგადასახადო ორგანოსათვის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

· საბაჟო დეკლარაციით ჩათვლის განხორციელება, მათ შორის დეკლარაციის დაზუსტების გზით შესაძლებელია ხანდაზმულობის 3 წლიან ვადაში, ამასთან იმ საანგარიშო პერიოდებში, (მაგრამ არაუგვიანეს კალენდარული წლის დეკემბრის თვის), რომელშიც განხორციელდა საქონლის იმპორტი.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასხადო სამართალდარღვევა არ იკვეთება.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2020 წლის 24 თებერვლის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით