ბრძანება N 3261
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3261
16 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 29 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 29 იანვრის №87271/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №005-251 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული საწარმოს მიერ დეკლარირებული საავანსო ბრუნვები, რომელიც დაბეგრილია 2017 და 2018 წლებში, 2017 წელს დღგ-ით დასაბეგრი საავანსო ბრუნვა დეკლარირებულია 265 425,28 ლარი, 2018 წელს - 952 913,9 ლარი. ამასთან, დასკვნაში არ არის დაფიქსირებული შემოწმებამ რის საფუძველზე შეამცირა დღგ-ის თანხა, გააუქმა თუ არა გრძელვადიანი კონტრაქტით მიღებული გაანგარიშება და ამის შემდგომ გაითვალისწინა თუ არა საწარმოს მიერ 2017 და 2018 წლებში ავანსად დასაბეგრი ბრუნვები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 აგვისტოს №21251 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის და შესაბამის პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შეისწავლოს გრძელვადიან კონტრაქტად განხილულ ოპერაციებზე დასაბეგრი ოპერაციის მომენტი, ასევე დასაბეგრი ოპერაციის თანხა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 აგვისტოს №21251 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 28 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 126 554 ლარი, მათ შორის, გადასახადი 84 353 ლარი, ჯარიმა 42 201 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 29 დეკემბრის №005-251 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● შემოწმების მიერ, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
● პირის მიერ წარმოდგენილია რეპორტი მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ. შესაბამისი რეპორტის მიხედვით საგადასახადო აქტის შედგენის დროს კუთვნილი ჩასათვლელი თანხა გაანგარიშებულია ავანსის და საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვების გათვალისწინებით, რაც გავლილი იყო გადამხდელთან. დღეის მდგომარეობით, საჩივარზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეიცავს დამატებით ინფორმაციას, რაც საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის დროს არ იყო გათვალისწინებული. ამასთან, წარმოდგენილ ინფორმაციაში არ არის გაანგარიშებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ძირითადი ანგარიშფაქტურით ჩასათვლელი თანხის განაშთვა, აღნიშნული 358 640 ლარის დღგ შედგება როგორც ავანსის, ისე ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჯამით. შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
● 2021 წლის საანგარიშო პერიოდში ამწესთან ერთად რეალიზებულია მისი დამხმარე ნაწილები, შეფასებული ღირებულებით, 128 000 ლარად. შესაბამისად, შემოწმების მიერ არ მოხდა გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინება და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე, განხორციელდა გრძელვადიან კონტრაქტად განხილულ ოპერაციებზე დასაბეგრი ოპერაციის მომენტის, ასევე დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა, რის საფუძველზეც განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება, ხოლო დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებასთან და ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებთან მიმართებით, გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაცია არ შეიცავს დამატებით ინფორმაციას, რაც საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის დროს არ იყო გათვალისწინებული, ამასთან, წარმოდგენილ ინფორმაციაში არ არის გაანგარიშებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ძირითადი ანგარიშ-ფაქტურით ჩასათვლელი თანხის განაშთვა, აღნიშნული 358 640 ლარის დღგ შედგება როგორც ავანსის, ისე ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჯამით. ხოლო, რაც შეეხება ქონების გადასახადს, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში ამწესთან ერთად რეალიზებულია მისი დამხმარე ნაწილები, შეფასებული ღირებულებით, 128 000 ლარად. შესაბამისად, შემოწმების მიერ არ მოხდა გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 აგვისტოს №21251 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)