ბრძანება N 4357

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.02.2024
№ დოკუმენტი 4357
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4357

28 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“ (ს/ნ ------)

(მის.: ----------)

2024 წლის 2 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №17288/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 3 იანვრის №14297117 შეტყობინებას, №------ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემის და დარიცხულ დღგ-ს სისწორეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საბაჟო დეკლარაციში პროდუქციაზე Regenkit-BCT-HA-3, საბაჟო დეპარტამენტმა მოახდინა საქონლის სეს ესნ კოდის შეცვლა. შესაბამისად საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე მოხდა დღგ-ით დაბეგვრა, რაზეც მიიღეს შეტყობინება. მოჩივანი მიუთითებს, რომ საქონელი არის -------- წარმოშობის და მისი სასაქონლო კოდი არის 90183900, რაც მისი მითითებით დასტურდება --------ს შესაბამისი სამსახურის ექსპორტის დეკლარაციით, --------ს შესაბამისი სამსახურის რეექსპორტის დეკლარაციით და ევრო-1 სერთიფიკატით.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს №C------- საბჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანას, დარიცხულ დღგ-ს მოხსნას და საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 3 იანვრის №------- შეტყობინების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 3 იანვარს, შპს „-------ს“ (ს/ნ ------) მომართვის საფუძველზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------ს“ მიერ შევსებულ იქნა №------- საქონლის საბაჟო დეკლარაცია და აღნიშნული პირის სახელზე -------ს რესპუბლიკიდან შემოტანილი, 12 978 ევროს ღირებულების საქონელი (80 ერთეული ჰიალურონის მჟავისა და სოდიუმის ციტრატის ნაერთი BCT-HA-3, 2 ერთეული პლასტმასის მილი, 13 ერთეული ბროშურა, 2 ერთეული ცენტრიფუგა) დეკლარირებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.

საბაჟო დეკლარაციის პირველ პოზიციაში დეკლარირებული საქონლის (ჰიალურონის მჟავისა და სოდიუმის ციტრატის ნაერთი BCT-HA-3) სასაქონლო კოდად მითითებულ იქნა 3824 99 960 09, რომელიც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით იბეგრება დღგ-ით.

მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით აღნიშნული დეკლარაციის დამუშავებისას, მასში მითითებუ-ლი მონაცემების იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის გამო, დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელ დერეფანი“ და, საქონელი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ (დანართი №12) ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქონელი დაექვემდებარა გარანტიის წარდგენით, კუთვნილი იმპორტის გადასახდელის სრულად გადახდით ან იმპორტის გადასახდელის ნაწილზე გარანტიის წარდგენითა და დანარჩენ ნაწილზე თანხის გადახდით გაშვებას.

იმავე დღეს, საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის (დღგ – 7 481.75 ლარი და იმპორტის გადასახადი – 7 ლარი) სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, მიღებულ იქნა დეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების გადაწყვეტილება (A66, 03.01.2024) და საქონელმა და სატრანსპორტო საშუალებამ დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლი ადგენს, რომ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიება გულისხმობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებულ ღონისძიებას.

ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია უნდა ხორციელდებოდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით და, თუ ამ ტექსტებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ნომენკლატურის დებულებების შესაბამისად...

სეს ესნ-ის 9018 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირდება ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები. მაგალითად, სამედიცინო დანიშნულების ელექტროგრაფები, ულტრაბგერითი სკანირების აპარატები, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების აპარატები, შპროიცები, ნემსები კათეტერები, კანულები და მსგავსი საქონელი. აღნიშნულ სასაქონლო პოზიციაში ასევე კლასიფიცირდება სისხლის აღებისთვის და შენახვისთვის განკუთვნილი პლასტმასის სტერილური, ჰერმეტულად დალუქული ვაკუუმური კონტეინერები, რომლებშიც შესაძლოა იყოს ანტიკუაგულანტები.

დადგენილია, რომ შპს „-------ს“ მიერ ქსპერტიზისთვის წარდგენილი იყო ჰიალურონის მჟავის ფუძეზე დამზადებული ქიმიურ ნივთიერებათა ნარევი კომერციულის დასახელებით - BCT-HA-3. დაფასოებული სინჯარაში, რომელიც გამოიყენება მუხლში სახსარშიდა ინექციების მოსამზადებლად, სახსრების ტკივილის სიმპტომური მკურნალობის გასაუმჯობესებლად. ასევე გამოიყენება ინტრადერმული ინექციების მოსამზადებლად, დეჰიდრატირებული (გამომშრალი) და დანაოჭებული კანის ქსოვილების დასატენიანებლად.

შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“ და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მისი კლასიფიცირება 3824 99 960 09 სასაქონლო პოზიციაში მართლზომიერია.

საგულისხმოა ასევე, რომ შპს „-------ს“ (ს/ნ ------) მიმართვის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 19 დეკემბრის №------- ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ანალოგიურ საქონელზე განსაზღვრულია 3824 99 960 09 სასაქონლო კოდი.

2024 წლის 3 იანვრის №------- შეტყობინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის მქონე წერილს, რომლითაც დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის ბოლო ვადა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2024 წლის 3 იანვრის №C------- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ), დარიცხული იმპორტის გადასახდელი და 2024 წლის 3 იანვრის №-------შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 3 იანვრის №14297117 შეტყობინება, №C55 საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემის და დარიცხულ დღგ-ს სისწორე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2024 წლის 3 იანვარს, მომჩივნის მომართვის საფუძველზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ შევსებულ იქნა საქონლის საბაჟო დეკლარაცია და აღნიშნული პირის სახელზე შემოტანილი, 12 978 ევროს ღირებულების საქონელი (80 ერთეული ჰიალურონის მჟავისა და სოდიუმის ციტრატის ნაერთი BCT-HA-3, 2 ერთეული პლასტმასის მილი, 13 ერთეული ბროშურა, 2 ერთეული ცენტრიფუგა) დეკლარირებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. საბაჟო დეკლარაციის პირველ პოზიციაში დეკლარირებული საქონლის (ჰიალურონის მჟავისა და სოდიუმის ციტრატის ნაერთი BCT-HA-3) სასაქონლო კოდად მითითებულ იქნა 3824 99 960 09, რომელიც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით იბეგრება დღგ-ით.

იმავე დღეს, საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის (დღგ – 7 481.75 ლარი და იმპორტის გადასახადი – 7 ლარი) სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, მიღებულ იქნა დეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების გადაწყვეტილება (A66, 03.01.2024) და საქონელმა და სატრანსპორტო საშუალებამ დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2024 წლის 3 იანვრის №C55 საქონლის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ), დარიცხული იმპორტის გადასახდელი და 2024 წლის 3 იანვრის №14297117 შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 35.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.11.2020 წლის N275 ბრძანება.