ბრძანება N 13767
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13767
19.06.2023
ი/მ -------- (ს/ნ --------)
(მის.: -----------)
2023 წლის 5 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 ივნისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა ი/მ -------- (ს/ნ -------) 2023 წლის 5 მაისის №77550/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №040-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა მისი არგუმენტაციის გაზიარება, მისთვის გაუგებარია რატომ არ შეუმცირდა დარიცხული გადასახადები უფრო მეტი ოდენობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ივნისის №13983 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ------- (ს/ნ ------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ --------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს შერჩევითი ინვენტარიზაციის ფასნამატით, ხოლო იმ საქონელზე რომელზეც არ არსებობს შერჩევითი ინვენტარიზაციის ფასნამატი, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი მონაცემებით (საქონლის ჯგუფების მიხედვით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ)განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი, მე-2 და მე-3 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს ი/მ -------- (ს/ნ --------) საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ივნისის №13983 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 21 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 31 469 ლარით, მათ შორის: გადასახადი 20 979 ლარი და ჯარიმა 10 490 ლარი. აღნიშნულზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №040-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გამოყენებულ იქნა ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული (იმავე რეგიონში რეგისტრირებული) პირის მიმართ დადგენილი მონაცემები (საქონლის ჯგუფების მიხედვით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
გადამხდელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა სატრანსპორტო საშუალების საანგარიშო პერიოდზე სხვა პირზე რეალიზაცია/გადაფორმება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, შესაბამისად გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდზე წარდგენილია მხოლოდ სესხის დაფარვის გრაფიკი. თუმცა აღნიშნული სესხის ხელშეკრულება შემოწმების ეტაპზე უკვე შესწავლილ იქნა, საიდანაც დგინდება, რომ 2020 წლის 27 თებერვალს გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება სს „------ს“, ი/მ -------- და ი/მ ------- შორის. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობას წარმოადგენდა, ძირითადი საშუალებების ფინანსირება. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი, თუ რა პრინციპით გაიმიჯნა მსესხებლებს შორის კრედიტის თანხა, გადასახდელი ყოველთვიური შენატანი (ძირითადი თანხა + პროცენტი). ასევე გაურკვეველია თუ რა ძირითადი საშუალებების შეძენისათვის გამოიყენა აღნიშნული თანხა ი/მ ---------.
ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების კორექტირება არ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). გადამხდელის მიერ გაწეულ უსასყიდლო მომსახურებასა და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯთან დაკავშირებით კი მომჩივანის მიერ არ იქნა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა/შეამცირებდა არსებულ დარიცხვას.
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, აუდიტორის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის შედეგად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -------- (ს/ნ --------- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა მისი არგუმენტაციის გაზიარება, მისთვის გაუგებარია რატომ არ შეუმცირდა დარიცხული გადასახადები უფრო მეტი ოდენობით.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გამოყენებულ იქნა ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული (იმავე რეგიონში რეგისტრირებული) პირის მიმართ დადგენილი მონაცემები (საქონლის ჯგუფების მიხედვით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
გადამხდელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა სატრანსპორტო საშუალების საანგარიშო პერიოდზე სხვა პირზე რეალიზაცია/გადაფორმება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, შესაბამისად გადამხდელის მიმართ დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი, თუ რა პრინციპით გაიმიჯნა მსესხებლებს შორის კრედიტის თანხა, გადასახდელი ყოველთვიური შენატანი (ძირითადი თანხა + პროცენტი). ასევე გაურკვეველია თუ რა ძირითადი საშუალებების შეძენისათვის გამოიყენა აღნიშნული თანხა მომჩივანმა.
ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების კორექტირება არ განხორციელდა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).