ბრძანება N 3613
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3613
20 თებერვალი 2024
ბრძანება
შპს „------ -ის “ (ს/ნ "-----")
(მის.: "-----")
2024 წლის 22 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „------- -ის “(ს/ნ "-----") №86951/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №259-39 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. განმარტავს, რომ შემოწმებას სრულად წარუდგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული. დამფუძნებელზე დაბრუნებული თანხებიდან შემოწმებამ გაითვალისწინა მხოლოდ ის თანხები, რომლებიც საბანკო ანგარიშებში ჩანდა დამფუძნებლის შენატანად და არ გაითვალისწინა სალაროში შემოტანილი კაპიტალი. აგრეთვე, მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებას წარუდგინა იჯარის ხელშეკრულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მისაბმელები 2020 წლის განმავლობაში გაქირავებული იყო და კომპანია არ იყენებდა გადაზიდვებში, თუმცა შემოწმებამ აღნიშნული ხელშეკრულებების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა.
ზემოაღნიშნული არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 სექტემბრის №21825 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №259-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 17 მაისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------ -ის “ (ს/ნ "-----") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დირექტორისგან აღებულ სესხთან, კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 სექტემბრის №21825 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 12 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 26 456 ლარი, მათ შორის გადასახადი 17 631 ლარი, ჯარიმა 8 825 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 დეკემბრის №259-39 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის/ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის წინა პერიოდში (2019 წელს), კომპანიის მაშინდელ დირექტორს და დამფუძნებელს "-------"-ს განხორციელებული ჰქონდა ფულადი შენატანები, ხოლო მიმდინარე პერიოდში კაპიტალის გაზრდა/შემცირება არ იკვეთებოდა. რაც შეეხება დამატებით განსაზღვრულ რამდენიმე რეისს, აღნიშნული კორექტირებას არ დაექვემდებარა, ვინაიდან დაფიქსირებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ განხორციელებული კვეთის თარიღები (2020 წლის იანვარი და თებერვალი) წინ უსწრებდა იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღს (2020 წლის აპრილი). ხოლო, 2020 წლის აპრილში და შემდგომ პერიოდში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მიხედვით განხორციელებული კვეთები არ იქნა მიჩნეული შპს „"-----"-ის “ მიერ განხორციელებულ რეისად. საბოლოოდ, დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა ხელფასად დაბეგრილი ფულის ნაშთის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე და მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის/ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის წინა პერიოდში 2019 წელს, კომპანიის მაშინდელ დირექტორს/დამფუძნებელს განხორციელებული ჰქონდა ფულადი შენატანები, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალის გაზრდა/შემცირება არ იკვეთებოდა.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წინა პერიოდის საბანკო ამონაწერის მიხედვით, კაპიტალში დამფუძნებლის შენატანად განსაზღვრული იყო დაახლოებით 75 000 ლარი, ასევე მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დადასტურდა 2019 წლის პერიოდში ძირითადი საშუალებების შესყიდვა, რაზეც დოკუმენტური ხარჯი შეადგენდა 110 737 ლარს. რაც შეეხება 2020 წლის ძირითადი საშუალებების შესყიდვის დოკუმენტურ ხარჯებს, აღნიშნული გათვალისწინებულ იქნა 2020 წლის გამოსაქვით ხარჯებში. ამდენად, მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირებად ჩაითვალა საბანკო ანგარიშზე 2019 წლის განმავლობაში, დამფუძნებლის შეტანილი თანხები, რაც თავის მხრივ, აღნიშნულ პერიოდში ძირითადი საშუალებების შესყიდვას მოხმარდა. თანხის დარჩენილ ნაწილზე კი, არ გამოიკვეთა დამფუძნებლის მიერ მისი კაპიტალში შეტანის ფაქტი. რაც შეეხება დამატებით განსაზღვრულ რამდენიმე რეისს, აღნიშნული კორექტირებას არ დაექვემდებარა, ვინაიდან დაფიქსირებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ განხორციელებული კვეთის თარიღები წინ უსწრებდა იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღს. ხოლო, 2020 წლის აპრილში და შემდგომ პერიოდში შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების მიხედვით განხორციელებული კვეთები არ იქნა მიჩნეული შპს „------ -ის “ მიერ განხორციელებულ რეისად. საბოლოოდ, დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა ხელფასად დაბეგრილი ფულის ნაშთის შემცირება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "-----") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელი პერიოდის წინა პერიოდში,კომპანიის დირექტორს და დამფუძნებელს განხორციელებული ჰქონდა ფულადი შენატანები, ხოლო მიმდინარე პერიოდში კაპიტალის გაზრდა/შემცირება არ იკვეთებოდა.
დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა ხელფასად დაბეგრილი ფულის ნაშთის კორექტირება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).