N 4934-IIს - 28/06/2019 - „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 28.06.2019
№ დოკუმენტი 4934-IIს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობები, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს კანონი, სამსახურის დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,28 ივნისი 2019 წ.

N4934-IIს

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე