ბრძანება N 14047
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14047
30 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- მოქალაქე ----- ----- (პასპ. N -----)
(მის.: ქ. თბილისი, ----- N -) 2025 წლის
15 მაისის და 25 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 და 27 ივნისის სხდომებზე (ოქმები N 49 და N 51) განიხილა ------ ის (პასპ. N ------) N 74737/01 და N 99411/01 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აპრილის N 6123 ბრძანებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორი მიუთითებს, რომ სადავო ბრძანების მიხედვით, ტრანსპორტირებისთვის საჭიროების შემთხვევაში ავზი შესაძლებელია იყოს დამონტაჟებული სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის. მომჩივნის მოსაზრებით ამით საბაჟო დეპარტამენტი აღიარებს, რომ საწვავის ავზი, რომელიც განთავსებული იყო ავტომობილის მისაბმელში განკუთვნილი იყო მაცივრის გამართულად მუშაობისთვის. თუმცა საკუთარი მოსაზრებების საწინააღმდეგოდ უთითებს, რომ დიზელის ტიპის საწვავი განთავსებული იყო სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტულ სამაცივრე ავზში, რაც მიიჩნევა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანად. საბაჟო დეპარტამენტში წარადგა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ავტომობილის ქარხნული ტექნიკური მახასიათებლებით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რომელი ტიპის საწვავის ავზი მიიჩნევა ქარხნულად. ასევე გაურკვეველად მიაჩნია, როგორ და რა პრინციპით ადგენს საბაჟო დეპარტამენტი, რომ ავტომობილზე დამონტაჟებული იყო არასტანდარტული ავზი. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ ის ახორციელებდა მალფუჭებადი ტვირთის სატრანზიტო გადაზიდვას და ამით საქართველოს ზიანი არ მიუყენებია. ამასთან განმარტავს, რომ არ ჰქონია მიზანმიმართული განზრახვა დაერრვია კანონმდებლობა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 28 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში ----- რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ტრანზიტულად მოძრავი, საქონლით დატვირთული სატვირთო სატრანსპორტო საშუალება (----- სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით -----), რომელსაც მართავდა ----- მოქალაქე ----- (პასპ/ნ -----). სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად გამოირკვა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების სამაცივრე ავზში განთავსებული იყო 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი, საიდანაც 200 ლიტრი საწვავი ჩაითვალა არადეკლარირებულად.
აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 28 ოქტომბერს შედგენილ იქნა N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და -----შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
2024 წლის 28 ოქტომბრის N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივნის მიერ გასაჩივრდა 2024 წლის 12 ნოემბერს და 9 დეკემბერს. წარმოდგენილი N -----/21 და N -----/21 საჩივრებით ითხოვა სადავო ოქმის ბათილად ცნობა და გადახდილი ჯარიმის დაბრუნება. დავის განხილვის ეტაპზე მომჩივანი განმარტავდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა ტრანზიტულად, სატრანსპორტო საშუალებაზე კი არ ჰქონდა დამონტაჟებული „კუსტარული“ და დამატებითი ავზები.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 დეკემბრის N 26945 ბრძანებით ----- (პ/ნ -----) N -----/21 და N -----/21 საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მომჩივანს მიეცა წინადადება, შემოსავლების სამსახურის N 26945 ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები. საბაჟო დეპარტამენტს კი დაევალა, მომჩივნის მიერ მისი არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტს N -----/21 (10.02.2025) განცხადებით წარუდგინა ----- სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სახელმწიფო საგზაო ტრანსპორტის კვლევის ინსტიტუტის ცნობები, რომელიც შეიცავს ინფორმაციას N ----- სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის დამატებით შესწავლისას გამოარკვია, რომ საქმეზე დართული ფოტო მასალით დგინდება, რომ 2024 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას, N ----- სატრანსპორტო საშუალების სამაცივრე ავზი (500 ლიტრიანი) ქარხნულად არ იყო დაერთებული სისტემასთან. გარდა ამისა, „SCHMITZ“-ის მარკის N ----- მისაბმელი აღჭურვილია „Carrier Maxima“-ის სამაცივრე აგრეგატით, რომელსაც კომპლექტაციაში გააჩნია მხოლოდ 90 ლიტრიანი და 200 ლიტრიანი ავზები, ასევე დამატებითი 75 ლიტრიანი ავზი.
ვინაიდან დიზელის ტიპის საწვავი განთავსებული იყო N ----- სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტულ სამაცივრე ავზში, რაც მიიჩნევა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანად, N -----/21 (10.02.2025) განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტები კი არ წარმოადგენს მითითებული გარემოებების გამომრიცხავ მტკიცებულებებს, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აპრილის N 6123 ბრძანებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ----- უარი ეთქვა მის მიმართ 2024 წლის 28 ოქტომბერს შედგენილი N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებაზე.
საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აპრილის N 6123 ბრძანების ----- ჩაბარების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის მე-21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 2) პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „სტანდარტული ავზი“ ნიშნავს ავზს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის.
დადგენილია, რომ „SCHMITZ“-ის მარკის N ----- მისაბმელი აღჭურვილია „Carrier Maxima“-ის სამაცივრე აგრეგატით, რომელსაც კომპლექტაციაში გააჩნია მხოლოდ 90 ლიტრიანი და 200 ლიტრიანი ავზები, ასევე დამატებითი 75 ლიტრიანი ავზი.
საქმეზე დართული ფოტო მასალით ასევე დგინდება, რომ 2024 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას, ----- სატრანსპორტო საშუალების სამაცივრე ავზი (500 ლიტრიანი) ქარხნულად არ იყო დაერთებული სისტემასთან.
ამდენად, ვინაიდან დიზელის ტიპის საწვავი განთავსებული იყო N ----- სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტულ სამაცივრე ავზში (რაც მიიჩნევა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანად), ხოლო N -----/21 (10.02.2025) განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენს მითითებული გარემოებების გამომრიცხავ მტკიცებულებებს, მომჩივნის მიმართ 2024 წლის 28 ოქტომბერს შედგენილი N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებაზე უარი მართზომიერია. შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 დეკემბრის N 26945 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გამოკვლეულად უნდა ჩაითვალოს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების 2024 წლის 23 დეკემბრის N 26945 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ სადავო აქტში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (პასპ. N -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა ტრანზიტულად მოძრავი, საქონლით დატვირთული სატვირთო სატრანსპორტო საშუალება რომელსაც მართავდა უცხო ქვეყნის მოქალაქე. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად გამოირკვა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების სამაცივრე ავზში განთავსებული იყო 500 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი, საიდანაც 200 ლიტრი საწვავი ჩაითვალა არადეკლარირებულად. გადასახადის გადამხდელს შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება:
საბაჟო დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გამოკვლეულად უნდა ჩაითვალოს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გამოცემულ სადავო აქტში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 168 (4)