ბრძანება N 4368
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4368
07.03.2023
ი/მ „------“ (ს/ნ -----)
(მის.:---------)
2023 წლის 19 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ------ (ს/ნ ------) №78218/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №184130 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 თებერვლის და 17 თებერვლის სხდომებზე (ოქმები №10 და №15).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად ფასნამატი განისაზღვრა 41 პროცენტი, რაც არ შეესაბამება რეალობას. მეწარმის მიერ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირებისათვის მიწოდებულ იქნა ფაქტიური ნაშთის თვითღირებულების გაანგარიშება, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გაზიარებული. მეწარმის საქმიანობას წარმოადგენს მეორადი ავტონაწილებით ვაჭრობა. ამდენად, ფაქტიური ნაშთის აღწერისას მითითებული საქონლის დასახელებები მითითებულია ზოგი რუსული აბრევიატურით, ზოგი მიმსგავსებული სახელებით და ა.შ. ამასთან, შეძენის ინვოისები არის ინგლისურად და მათი პირდაპირი თარგმანი არ ემთხვევა იდენტურად ფაქტიური აღწერის მონაცემებს, რაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2019 წლის 18 ნოემბერს გადამხდელის ობიექტზე ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც გადამხდელის ბალანსზე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 414060 ლარი. აღნიშნული პერიოდის შემდგომ გადამხდელს შეძენები არ განუხორციელებია, ხოლო რეალიზებული და დეკლარირებულია 84215 ლარის საქონლის მიწოდება საბაზრო ფასით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელს 2022 წლის 22 აგვისტოს, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტში უნდა გააჩნდეს 329844 ლარის საქონელი. ფაქტიური აღწერის შედეგად დადგენილია 101705 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. ზემოხსენებულიდან გამომდინარე დანაკლისი საბაზრო ფასით არ უნდა აღემატებოდეს 228139 ლარს, მაგრამ როგორც სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმშია მითითებული, დანაკლისი საბაზრო ფასით შეადგენს 239984.75 ლარს, რაც შეუსაბამოა ამ ფაქტიური გარემოებების მიხედვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს საკითხის ხელახლა შესწავლას, ინვენტარიზაციის ფასნამატის დადგენას, ფაქტიურად აღწერილი ნაშთის თვითღირებულების განსაზღვრას და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის კორექტირებას (შემცირება).
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 22 აგვისტოს №21932 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ი/მ------ს (ს/ნ------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ი/მ ------ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მეორადი ავტონაწილებით ვაჭრობა.
ინვენტარიზაციის დაწყებამდე ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ჩაბარდა ი/მ------ს უფლებამოსილ წარმომადგენელს ------ (პ/ნ -------), რომელმაც თავისმხრივ იმავე დღეს წარმოადგინა ბრძანება საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ. მასვე ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. მასვე ჩამოერთვა ხელწერილი, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდება (საბაზრო ფასებით) იმ პერიოდზე (01.01.2022-22.08.2022) რომლის დეკლარირების ვადა ჯერ არ დამდგარა შეადგენს 0 ლარს.
ი/მ ------ს კუთვნილ ობიექტში 2022 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით სულ აღმოჩნდა 101705 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
ი/მ ------ს საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარეს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ ფასეულობებს ღებულობს თავის პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად.
ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახულმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 60989.23 ლარი.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულმა თანხობრივმა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 204899.49 ლარი.
საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2021 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე.
საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისმა ნაშთმა შეადგინა 208047.77 ლარი.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 0 ლარი.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 143910.26 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (დღგ–ს ჩათვლით და 41,32% ფასნამატის გათვალისწინებით) კი 239984.75 ლარი.
2022 წლის 22 დეკემბერს მიმდინარე კონტროლის განხორციელებისა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგების გადაწყვეტილების პროექტის შეტყობინება ჩაბარდა ი/მ --------ს საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც თავისმხრივ აღნიშნული შეტყობინების პასუხად იმავე დღეს წარმოადგინა განცხადება, სადაც ის სრულად დაეთანხმა აღნიშნულ პროექტს.
ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 239984.75 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად გამოვლენილი დანაკლისი დაექვემდებარა დაჯარიმებას 23998.47 ლარის ოდენობით.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგენილ იქნა №184130 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი 16 (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ) და დანართი 21. აღნიშნულ დანართებში მათ მიერ იქნა დაფიქსირებული ფაქტიურად აღწერილი საქონლის შეძენის დამადასტურებელი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და თვითღირებულებები. აღწერილი საქონლის თვითღირებულებამ ჯამურად შეადგინა 60989,23 ლარი. გამომდინარე აქედან, აღნიშნული ინვეტარიზაციის მიხედვით ფასნამატმა შეადგინა 41,32%. აღნიშნული პროცენტის გათვალიწინებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულმა ნაშთმა ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის თვითღირებულებით შეადგინა 204899,49 ლარი. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, აღნიშნული ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა თვითღირებულებით შეადგინა 143910,26 ლარი, ხოლო საბაზრო ფასით დანაკლისმა (დღგ-ს ჩათვლით) შეადგინა 239984,75 ლარი.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ------ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 143 910.26 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის ჩათვლით და 41.32% ფასნამატის გათვალისწინებით) 239 984.75 ლარი. ამგვარად, ინვენტარიზაციით გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49(„გ“); 70(„ა“); 269 (1); 286 (9).