საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა N 11110

11110 საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა 26.12.2017
№ დოკუმენტი 11110
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა N 11110

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნით, საკუთარი ძალით აშენებული საოფისე შენობა ექსპლუატაციაში შეიყვანა 2016 წლის მაისში. საწარმო რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად და ახორცილებს მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს.

· საწარმოს შენობის ღირებულება არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით, ამასთან, შესაბამის თანხაზე არ აქვს მიღებული ჩათვლა.

· საწარმოს მიმართ ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით 2016 წლის მაისის თვეში შენობის ღირებულება დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

შეფასება

· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება აქტივების ღირებულებით, რომელშიც შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის აქტივების ღირებულებას. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების მომენტი. ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში ამ ოპერაციაზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია.

· ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ექსპლუატაციაში შესული უძრავი ქონება გამოიყენება მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, 2016 წლის მაისის თვეში დარიცხული დღგ იმავე პერიოდში ექვემდებარება სრულად ჩათვლას.

ღონისძიებები

· პირს, დღგ-ის ნაწილში, დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშობა. ამასთან, სსკ-ით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პირი დაჯარიმდება, სსკ-ის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ მოიცავს შემდგომში უძრავი ქონების სხვა სახის ოპერაციებში გამოყენების საკითხის შეფასებას

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2017 წლის 12 დეკემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით