ბრძანება N 12133

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.05.2024
№ დოკუმენტი 12133
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12133

27 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2024 წლის 14 და 20 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 მაისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 14 მაისის №89611/1/2024 და 20 მაისის №536878 (რეგ. №82619/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აპრილის №006-176 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ გადაანგარიშებისას ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას შემოწმებამ არ გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, კაპიტალში თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტები. კერძოდ, კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა კრების ოქმები და თითოეული კრების ოქმის შესაბამისი საბანკო ტრანზაქცია, სადაც ჩანს საწარმოს ანგარიშზე შესაბამისი თანხების შეტანა. ხოლო ბანკის ამონაწერით შესწავლადია, ისიც, რომ თანხები შეტანის შემდგომ ირიცხება კრედიტორებთან. თუმცა, შემოწმებამ მის ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით მოახდინა საწარმოს მომგებიანობის ანალიზი 2014-2019 წლების პერიოდზე და აღნიშნულის საფუძველზე მიიჩნია, რომ საწარმოს კაპიტალის საჭიროება არ გააჩნდა. აღსანიშნავია, რომ შემოწმებას არ შეუსწავლია საწარმოს სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია და დაეყრნო მხოლოდ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას, მაშინ როცა საწარმოს ფინანსური შედეგების ანალიზისას აუცილებელია გათვალისიწნებულ იქნას პირის სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შპს „----------“ საგადასახადო შემოწმება ჩატარდა 2023 წლის ბრძანების საფუძველზე. ხოლო 2024 წლის 8 აპრილის დასკვნაში მითითებულია, რომ ჩატარდა პირის მომგებიანობის ანალიზი 2014-2019 წლების საანგარიშო პერიოდზე და აღნიშნული ანალიზით გამოვლინდა, რომ საწარმო ამ პერიოდში იყო მომგებიანი, შესაბამისად შემოწმებამ მიიჩნია, რომ კაპიტალის საჭიროება არ არსებობდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონია შენახული 2014-2019 წლების სააღრიცხვო დოკუმენტაცია და არ ყოფილა აღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილი.შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა არასრულყოფილად მოახდინა ხანდაზმული პერიოდის შესწავლა/ანალიზი, რომლის მიხედვითაც გამოტანილი დასკვნა, რომ კომპანიას ამ პერიოდებში ჰქონდა მოგება დაფუძნებულია არასრულყოფილ მონაცემების დამუშავებით მიღებულ ინფორმაციაზე.

შემოწმებით, არ არის გათვალისწინებული წინა პერიოდის კრედიტორული დავალიანების დაფარვა, რადგან, შემოწმებამ წარდგენილი დოკუმენტაცია არ მიიჩნია სარწმუნოდ. ვინაიდან გადარიცხვის დოკუმენტში არ ხდება მიმღების იდენტიფიცირება, დანიშნულება და თანხის გადამხდელის დასახელება ამიტომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა აღნიშნული ოპერაცია. გარდა გადარიცხვის დოკუმენტისა, კომპანიის მიერ წარდგენილია აღნიშნულ არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები, სადაც ჩანს ორივე მხარის საიდენტიფიკაციო ნომრები, ორივე მხარის დასახელებები და აღნიშნულ აქტებს ბეჭდითა და ხელმოწერით ადასტურებს ორივე მხარე. არარეზიდენტი მომწოდებლების მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანება დაიფარა შესამოწმებელ პერიოდში, რაც დასტურდება არარეზიდენტებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტებით. ურთიერთშედარების აქტები გაკეთებულია 01.01.2020 და 01.01.2023 თარიღებით. შესაბამისად, ორივე მხარე ადასტურებს, რომ 01.01.2020-ის მდგომარეობით არსებული დავალიანება დაფარულია 01.01.2023-ის მდგომარეობით. მათი მოთხოვნის საფუძველზე დავალიანების დაფარვა მოხდა კრიპტო ვალუტით. კრიპტო ვალუტით გადარიცხვის სპეციფიკის გათვალისწინებით შეუძლებელია მოხდეს ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება. თუმცა, სწორედ აღნიშნულის დასადასტურებლად არის წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტები და აღნიშნულს ადასტურებს სწორედ ეს დოკუმენტები. ასევე აღსანიშნავია, რომ საწარმო იმყოფება გაკოტრების რეჟიმში და არც გაკოტრების რეჟიმისას აღრიცხულ კრედიტორებში არ ფიქსირდებიან ეს პირები.

შემოწმებით, არ არის გათვალისწინებული ავტომობილების შეძენის ხარჯები, რადგან აღნიშნული ავტომობილები შესამოწმებელ პერიოდშივე არის რეალიზებული. ვერ ხერხდება იმ პირებთან დაკავშირება ვისზეც მოხდა ავტომობილების რეალიზაცია რათა დადასტურდეს, რომ ავტომობილები რეალიზებულია გაცილებით ნაკლებ ფასად ვიდრე მისი შეძენა მოხდა. ავტომობილები ექსპლუატაციაში იმყოფებოდა თითქმის ყოველდღიურად შეძენის დღიდან და შესაბამისად შეუძლებელია იგივე ფასად მომხდარიყო ამ ავტომობილების რეალიზაცია. ამიტომ, ავტომობილების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ავტომობილების ბუნებრვი ცვეთა, დაძველება, საბაზრო ფასის შემცირება.

ასევე, კომპანიას გააჩნია დებიტორული დავალიანებების საბოლოო ნაშთები, თუმცა მეორე მხარეებთან კომუნიკაციის შეუძლებლობის გამო ვერ მოხდა შემმოწმებლისათვის ურთიერთშედარებების წარდგენა, შესაბამისად გადაანგარიშების ეტაპზე არ არის აღნიშნული გათვალისწინებული. დებიტორების ძირითადი ნაწილი ან აღარ ფუნქციონირებს, ან ვერ ხერხდება შესაბამის პასუხისმეგებელ პირებთან დაკავშირება. ამიტომ ითხოვს რაიმე გზით მოხდეს დებიტორული დავალიანებების გათვალისწინება, რათა არ დაირღვეს სამართლიანობის პრინციპი, ვინაიდან დებიტორულ მხარესთან კომუნიკაციის შეუძლებლობის გამო არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს აღნიშნული დავალიანების ნამდვილობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №20987 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ, მე-3, მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების (მ.შ დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების) გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №188023 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 3 თებერვლის №1877 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №20987 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 8 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 302 703 ლარი, მათ შორის, გადასახადი 253 920 ლარი და ჯარიმა 48 783 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 22 აპრილის №006-176 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 შემოწმების შედეგად განხორციელდა გამოვლენილი არაგონივრული ნაშთის გაანგარიშების დამატებით შესწავლა შემოსავლების სამსახურისა ბრძანებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების შესაბამისად. ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დამატებით მტკიცებულებები, კერძოდ: მივლინების ხარჯები საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ, ურთიერთშედარების აქტები დებიტორ-კრედიტორებთან, სხვადასხვა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (სახელმწიფო ხაზინა, თბილისის სააღსრულებო ბიურო) აღნიშნულის საფუძველზე შემცირდა შემოწმების დროს გაანგარიშებული ფულის ნაშთი. აღნიშნული დასკვნით არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხანდაზმულ პერიოდში კაპიტალის გაზრდის არგუმენტაცია. კერძოდ გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა კრების ოქმები და ბანკში თანხის შეტანის ქვითრები საწარმოს კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული თანხების მიზნობრიობის და გამოყენების შესახებ ინფორმაცია შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ არის. დაფუძნების დღიდან (2014-2019 პერიოდზე) ჩატარებულ იქნა კომპანიის მომგებიანობის ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ საწარმო იყო მომგებიანი და კაპიტალის საწყისი (01.01.2020-ის მდგომარეობით) ნაშთის არსებობა/მიზნობრიობა არ იკვეთება. გადასახადის გადამხდელი ასევე ითხოვს არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის კრიპტოვალუტით გადახდილი დავალიანების ფულის მოძრაობაში გათვალისწინებას. დავალიანება წარმოშობილია ხანდაზმულ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი მომწოდებლებისგან საქონლის შეძენა ხორციელდება შესამოწმებელ პერიოდშიც და მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის შესყიდვის ღირებულებებია გადარიცხული საბანკო ანგარიშიდან. შემოწმებისთვის არ აღმოჩნდა სარწმუნო ხანდაზმული პერიოდის დავალიანებების გადახდის გათვალისწინება, ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტში არ ჩანს არარეზიდენტის დასახელება, გადახდის დანიშნულება, მიმღების და გადამხდელის დასახელება, თუ ვისი ანგარიშებიდანაც ხდება გადარიცხვა და სხვა მარწმუნებელი დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა საკმარისი შემოწმებისთვის, რათა მომხდარიყო აღნიშნული საკითხის გათვალისწინება. აუდიტის დეპარტამენტში განხორციელდა საკითხის დამატებით შესწავლა და შემოწმების აქტის ამ ნაწილში განხორციელდა დარიცხვის კორექტირება (გარდა კაპიტალისა და კრიპტოვალუტით ხანდაზმული პერიოდის დავალიანების დაფარვის).

 აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ახლად მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებში დღგის ჩათვლის მართლზომიერების საკითხის შესწავლა და აღნიშნულის გათვალისწინებით გაიზარდა დღგის ჩასათვლელი თანხა.

 დღგ-ის რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სმფ-ების ნაშთზე დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში დამატებით დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შედეგად საკითხის დამატებითი შესწავლით არ გამოიკვეთა სათანადო საფუძველი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისთვის (შემცირებისთვის).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, გადამხდელმა წარმოადგინა მივლინების ხარჯები საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ, ურთიერთშედარების აქტები დებიტორ-კრედიტორებთან, სხვადასხვა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები აღნიშნულის საფუძველზე შემცირდა შემოწმების დროს გაანგარიშებული ფულის ნაშთი. ხოლო, დასკვნით არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხანდაზმულ პერიოდში კაპიტალის გაზრდის არგუმენტაცია. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა კრების ოქმები და ბანკში თანხის შეტანის ქვითრები საწარმოს კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული თანხების მიზნობრიობის და გამოყენების შესახებ ინფორმაცია შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ არის. დაფუძნების დღიდან (2014- 2019 პერიოდზე) ჩატარდა კომპანიის მომგებიანობის ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ საწარმო იყო მომგებიანი და კაპიტალის საწყისი (01.01.2020-ის მდგომარეობით) ნაშთის არსებობა/მიზნობრიობა არ იკვეთება. არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის კრიპტოვალუტით გადახდილი დავალიანების ფულის მოძრაობაში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, დავალიანება წარმოშობლილია ხანდაზმულ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი მომწოდებლებისგან საქონლის შეძენა ხორციელდება შესამოწმებელ პერიოდშიც და მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის შესყიდვის ღირებულებებია გადარიცხული საბანკო ანგარიშიდან. შემოწმებისთვის არ აღმოჩნდა სარწმუნო ხანდაზმული პერიოდის დავალიანებების გადახდის გათვალისწინება, ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტში არ ჩანს არარეზიდენტის დასახელება, გადახდის დანიშნულება, მიმღების და გადამხდელის დასახელება, თუ ვისი ანგარიშებიდანაც ხდება გადარიცხვა და სხვა მარწმუნებელი დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა საკმარისი შემოწმებისთვის, რათა მომხდარიყო აღნიშნული საკითხის გათვალისწინება. ასევე, შემოწმების მიერ განხორციელდა ახლად მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ჩათვლის მართლზომიერების საკითხის შესწავლა და აღნიშნულის გათვალისწინებით გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. ხოლო, დღგ-ის რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სმფ-ების ნაშთზე დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში დამატებით დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შედეგად საკითხის დამატებითი შესწავლით არ გამოიკვეთა სათანადო საფუძველი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისთვის (შემცირებისთვის).

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, გადამხდელმა წარმოადგინა მივლინების ხარჯები საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ, ურთიერთშედარების აქტები დებიტორ-კრედიტორებთან, სხვადასხვა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები აღნიშნულის საფუძველზე შემცირდა შემოწმების დროს გაანგარიშებული ფულის ნაშთი. ხოლო, დასკვნით არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხანდაზმულ პერიოდში კაპიტალის გაზრდის არგუმენტაცია. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა კრების ოქმები და ბანკში თანხის შეტანის ქვითრები საწარმოს კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული თანხების მიზნობრიობის და გამოყენების შესახებ ინფორმაცია შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ არის. დაფუძნების დღიდან (2014- 2019 პერიოდზე) ჩატარდა კომპანიის მომგებიანობის ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ საწარმო იყო მომგებიანი და კაპიტალის საწყისი (01.01.2020-ის მდგომარეობით) ნაშთის არსებობა/მიზნობრიობა არ იკვეთება. არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის კრიპტოვალუტით გადახდილი დავალიანების ფულის მოძრაობაში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, დავალიანება წარმოშობლილია ხანდაზმულ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი მომწოდებლებისგან საქონლის შეძენა ხორციელდება შესამოწმებელ პერიოდშიც და მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის შესყიდვის ღირებულებებია გადარიცხული საბანკო ანგარიშიდან. შემოწმებისთვის არ აღმოჩნდა სარწმუნო ხანდაზმული პერიოდის დავალიანებების გადახდის გათვალისწინება, ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტში არ ჩანს არარეზიდენტის დასახელება, გადახდის დანიშნულება, მიმღების და გადამხდელის დასახელება, თუ ვისი ანგარიშებიდანაც ხდება გადარიცხვა და სხვა მარწმუნებელი დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა საკმარისი შემოწმებისთვის, რათა მომხდარიყო აღნიშნული საკითხის გათვალისწინება. ასევე, შემოწმების მიერ განხორციელდა ახლად მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ჩათვლის მართლზომიერების საკითხის შესწავლა და აღნიშნულის გათვალისწინებით გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. ხოლო, დღგ-ის რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სმფ-ების ნაშთზე დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში დამატებით დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შედეგად საკითხის დამატებითი შესწავლით არ გამოიკვეთა სათანადო საფუძველი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისთვის (შემცირებისთვის).

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).