ბრძანება N 21969

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.10.2024
№ დოკუმენტი 21969
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21969

08 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ---ს (პ/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ----)

2024 წლის 16 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №107) განიხილა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) 2024 წლის 16 სექტემბრის №91968/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 აგვისტოს №18763 ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებაზე. აცხადებს, რომ შესრულებული ჰქონდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3-ით (საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლენილ ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების ფაქტზე ფიზიკური პირისათვის შეფარდებული სანქციისაგან გათავისუფლების ღონისძიებები) განსაზღვრული ყველა წინაპირობა. კერძოდ, გადახდილი ჰქონდა გადასახადი და ამასთან, უარი განაცხადა საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №2768 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021, 2022, 2023 წლების ფიზიკური პირის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 6 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 13 მარტის №5465 ბრძანება და ამავე თარიღის №024-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 22 905 ლარი, მათ შორის, გადასახადი 13 945 ლარი, ჯარიმა 7 122 ლარი, საურავი 1 838 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 14 მაისის №11150 ბრძანების საფუძველზე ფ/პ ----ის (პ/ნ ----) 2024 წლის 15 აპრილის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

,,1. ფ/პ ---ის (პ/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს ქონების გადასახადის განაკვეთის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

 

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 მაისის №11150 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2024 წლის 30 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 12 589 ლარი, მათ შორის გადასახადი 8 393 ლარი, ხოლო ჯარიმა 4 196 ლარი.

აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 17 ივნისის №024–41 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 29 ივლისს შემოსავლების სამსახურში წარადგინა განცხადება №542932, რომლითაც მოითხოვა ქონების გადასახადში დარიცხული ჯარიმისა და საურავის მოხსნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3-ის (საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლენილ ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების ფაქტზე ფიზიკური პირისათვის შეფარდებული სანქცისაგან გათავისუფლების ღონისძიებები) შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ განცხადებაში არ იყო ნახსენები 2024 წლის 15 აპრილის №89101/1/2024 საჩივრით გასაჩივრებული 2024 წლის 6 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტის შესახებ.

გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საგადასახადო შემოწმების აქტი და შემდგომ დაეთანხმა საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების დასკვნის საფუძველზე გამოცემულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელმა დაარღვია შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3-ის მიხედვით განსაზღვრული პირობები, შემოწმებით უარი ეთქვა 2024 წლის 29 ივლისს წარდგენილ განცხადებაზე, საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების შედეგად დარიცხული სანქციისგან გათავისუფლების თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი №3-ზე, რომლითაც განსაზღვრულია საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლენილ ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების ფაქტზე ფიზიკური პირისათვის შეფარდებული სანქციისაგან გათავისუფლების ღონისძიებები. კერძოდ, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლენილ, ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების ფაქტზე შეფარდებული სანქციისაგან (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისაგან და 272-ე მუხლით გათვალისწინებული საურავისაგან), ფიზიკური პირის გათავისუფლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე შესაძლებელია განახორციელოს აუდიტის დეპარტამენტმა, თუ არსებობს შემდეგი პირობები:

ა) საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია მხოლოდ ფიზიკური პირის ქონების გადასახადში, საგადასახადო ვალდებულების სისწორის განსაზღვრის მიზნით;

ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების ფაქტი გამოვლენილია პირველად (მიუხედავად შემოწმების აქტით მოცული შესამოწმებელი პერიოდების რაოდენობისა);

გ) საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადში წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე;

დ) გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადის თანხა ან ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა ფარავს საგადასახადო დავალიანების მოცულობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, თუ:

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 171 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“ (შემდგომში – განცხადება).

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დაირღვა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი №3-ის საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლენილ ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების ფაქტზე ფიზიკური პირისათვის შეფარდებული სანქციისაგან გათავისუფლების ღონისძიებების „გ“ ქვეპუნქტი. კერძოდ, გადამხდელმა გაასაჩივრა საგადასახადო შემოწმების აქტი და შემდგომ დაეთანხმა საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების დასკვნის საფუძველზე გამოცემულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადამხდელმა გაასაჩივრა საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები და შემდგომ დაეთანხმა საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების დასკვნის საფუძველზე გამოცემულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას, განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3-ის პირობები. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ---ის (პ/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 29 ივლისს შემოსავლების სამსახურში წარადგინა განცხადება №542932, რომლითაც მოითხოვა ქონების გადასახადში დარიცხული ჯარიმისა და საურავის მოხსნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3-ის (საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლენილ ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების ფაქტზე ფიზიკური პირისათვის შეფარდებული სანქცისაგან გათავისუფლების ღონისძიებები) შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადამხდელმა გაასაჩივრა საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები და შემდგომ დაეთანხმა საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების დასკვნის საფუძველზე გამოცემულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას, განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3-ის პირობები. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (7).