ბრძანება N 13398

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.06.2024
№ დოკუმენტი 13398
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 13398

05 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------“-ის (ს/ნ --------------)

(მის.: -----------------------------------)

2023 წლის 29 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 24 მაისის სხდომაზე (ოქმი N55) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მაისის №22436/2/2024 გადაწყვეტილებით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-----------“-ის (ს/ნ --------------) №202170/21-11 საჩივარი.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში აცხადებს, რომ კომპანიას საერთოდ არ უსარგებლია ლიცენზიით, რაც დასტურდება --------ის რაიონული სასამართლოს -----ის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის 2023 წლის 8 აგვისტოს დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ. აღნიშნული ლიცენზია გაუქმებულია და აქედან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს დაკისრებული მოსაკრებელი.

 

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 29.08.2022 წ. შპს „-----------“-ზე (ს/ნ --------------) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია N----- წყაროს წყლის ჩამოსხმის მიზნით მოპოვების თაობაზე 7 წლის ვადით, რომლის ფარგლებში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა განსაზღვრულია წელიწადში 7500 მ 3 -ის ოდენობით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2023 წლის 19 ივლისის №-----/350 ბრძანებით შპს „-----------“-ზე (ს/ნ --------------) გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N------- ლიცენზია გაუქმებულია. ათვისების გეგმა დამტკიცებულია 11.11.2022 წელს.

შპს „-----------“-ის (ს/ნ --------------) მიერ წარმოდგენილია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ყოველთვიური გაანგარიშებები ნულოვანი ფორმით 2022 წლის დეკემბერი - 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით, 2023 წლის წლიური გაანგარიშება ასევე ნულოვანი ფორმით და 2022 წლის IV კვარტლის გაანგარიშება, სადაც N----- ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსი ნაჩვენებია 1250 მ 3 -ის ოდენობით და დარიცხულია 5000 ლ. განაკვეთი 1 მ 3 -4ლ. შპს „-----------“-ის (ს/ნ --------------) მიერ მოსაკრებელში გადახდილია სულ 178.57 ლ.

ვინაიდან წარმოდგენილი არ ყოფილა 2023 წლის I-III კვარტლის გაანგარიშებები, განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა ლიცენზის საკუთრებაში ყოფნის პროპორციულად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 661 -ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ათვისების გეგმის მიხედვით 2022 წელს მოსაპოვებელი რესურსი შეადგენს 1250 მ 3 , ხოლო 2023 წელს მოსაპოვებელი რესურსი შეადგენს 7500 მ 3 . შესაბამისად, 2023 წლის I-II კვარტლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხულია თითოეული 7500-7500 ლ (7500 მ 3 /4*4 მ 3 ), ხოლო 2023 წლის III კვარტლის პერიოდზე დარიცხულია 1 თვის (ივლისი) პროპორციული 2500 ლ (7500 მ 3 /4/3*1*4 მ 3 ). სავარაუდო დარიცხვასთან დაკავშირებით გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე გაგზავნილია შეტყობინებები.

გადამხდელის მიერ აღნიშნული სავარაუდო დარიცხვები, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის №081-337 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საურავი 2023 წლის 29 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 2023 წლის 30 ნოემბრის N122036-21-04 წერილით №202170/21-11 საჩივარი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში სავარაუდო დარიცხვის ნაწილში კუთვნილებისამებრ გაეგზავნა მომსახურების დეპარტამენტს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის N32826 ბრძანებით საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის №081-337 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის N32826 ბრძანება 2024 წლის 1 მარტს გასაჩივრდა (N35715/01) ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (დავის საგანი: სავარაუდოდ დარიცხული მოსაკრებლისა და საურავის გაუქმება). საბჭომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლში საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის №4014 კანონით დამატებულ 144-ე და 145-ე ნაწილებზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის შეფასებული კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

2024 წლის 14 მაისის №22436/2/2024 გადაწყვეტილებით საბჭომ ნაწილობრივ გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №32826 ბრძანება და საჩივარი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის ნაწილში დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (№22436/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 24 მაისის მდგომარეობით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე გადამხდელს ერიცხება დავალიანება: ძირითადი 22321.43 ლარი, ჯარიმა 250 ლარი, საურავი 4147.77 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ: ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა გადასახადის თანხის უსაფუძვლო შემცირება. ამ შემთხვევაში სავარაუდო დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შემცირებული გადასახადის თანხის ოდენობით; ბ) გადასახადის გადამხდელმა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ შეასრულა დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ:

ბ) პირს წარმოეშვა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (ავტომატური დეკლარირება).

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტომატური დეკლარირების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პირმა წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება, რომლის საფუძველზეც გადასახდელად დასარიცხი გადასახადის/მოსაკრებლის თანხა საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული სავარაუდო დარიცხვის თანხის ტოლია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, სავარაუდო დარიცხვა შეიძლება შეიცვალოს შესწორებითი დარიცხვით:

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გზით. ამ შემთხვევაში, პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.

,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე6 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის გაანგარიშება წარედგინება და ამავე ვადაში გადაიხდება მოსაკრებელი: ლიცენზიის მიღების შემდეგ, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად მიუხედავად იმისა, ფაქტობრივად ახორციელებდა თუ არა ლიცენზიანტი ბუნებრივი რესურსის მოპოვებას:

„ზ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.“

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 144- ე და 145-ე ნაწილებზე, რომლის თანახმად:

144. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად ჩამოწეროს იმ პირის მიერ გადასახდელი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის გადაუხდელი ოდენობა და მასთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმა და საურავი, რომელსაც 2023 წლის 1 დეკემბრამდე შესაბამისი ლიცენზიით (სათანადო დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) არ უსარგებლია, კერძოდ, მიწისქვეშა მტკნარი წყალი არ ჩამოუსხამს. ამ ნაწილის მოქმედება პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) შესაბამისი პირი 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით აღარ ფლობს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გაცემულ ლიცენზიას;

ბ) შესაბამისი პირი 2024 წლის 1 აპრილამდე მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის ლიცენზიის გამცემ ორგანოს მიმართავს ამ ლიცენზიის გაუქმების შესახებ და 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით არ ისარგებლებს აღნიშნული ლიცენზიით, კერძოდ, არ ჩამოასხამს მიწისქვეშა მტკნარ წყალს.

145. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის 144-ე ნაწილით გათვალისწინებული წესი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1.შპს „-----------“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების მიხედვით, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, განახორციელოს პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი საჩივარში აცხადებს, რომ კომპანიას საერთოდ არ უსარგებლია ლიცენზიით. აღნიშნული ლიცენზია გაუქმებულია და აქედან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს დაკისრებული მოსაკრებელი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ სავარაუდო დარიცხვები, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის №081-337 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საურავი 2023 წლის 29 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

2023 წლის 30 ნოემბრის წერილით №202170/21-11 საჩივარი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში სავარაუდო დარიცხვის ნაწილში კუთვნილებისამებრ გაეგზავნა მომსახურების დეპარტამენტს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის N32826 ბრძანებით საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის №081-337 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის N32826 ბრძანება 2024 წლის 1 მარტს გასაჩივრდა (N35715/01) ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (დავის საგანი: სავარაუდოდ დარიცხული მოსაკრებლისა და საურავის გაუქმება). საბჭომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლში საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის №4014 კანონით დამატებულ 144-ე და 145-ე ნაწილებზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის შეფასებული კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

2024 წლის 14 მაისის №22436/2/2024 გადაწყვეტილებით საბჭომ ნაწილობრივ გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №32826 ბრძანება და საჩივარი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის ნაწილში დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (№22436/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 24 მაისის მდგომარეობით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე გადამხდელს ერიცხება დავალიანება: ძირითადი 22321.43 ლარი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 661(1);