ბრძანება N 23174

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.10.2024
№ დოკუმენტი 23174
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23174

30 ოქტომბერი 2024

ბრძანება

შპს „------ -ის “ (ს/ნ "--------")

(ფაქტ. მის.:"--------")

2024 წლის 17 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №115) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ "--------") 2024 წლის 17 ოქტომბრის №172285/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ოქტომბრის №081-206 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შდეგებს და მიუთითებს, რომ მის მიერ საჩივართან ერთად წარდგენილი იყო სხვადასხვა სახის ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, გაწეული საწვავის ხარჯის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურები 35 ცალი და სასაქონლო ზედნადებები 10 ცალი, შპს „-------- -სთვის“ მიწის იჯარისთვის გაწეული ხარჯი, სალაროს შემოსავლის ორდერი 1 ცალი, ავტომანქანის სავალი ნაწილების და სპეციალური საშუალებებისთვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მიწის იჯარისთვის მოქალაქე "-------"-სთვის გადახდილი თანხების შესახებ ამონაწერი ბანკიდან. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული ხარჯები უნდა გათვალისწინებულიყო გადაანგარიშების დროს და ამასთან, დამატებით კიდევ მოიძიებს და წარადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 სექტემბრის №20746 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------ -ის “ (ს/ნ "--------") საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------- -ის “ (ს/ნ "--------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დირექტორის პირადი ანგარიშიდან გადახდილი მიწის საიჯარო თანხა გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 სექტემბრის №20746 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 3 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული ჯარიმა 187 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 9 ოქტომბრის №081-206 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საწარმოს დირექტორის, მირანდა კოკობინაძის პირადი ანგარიშიდან საბანკო ამონაწერი. წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიწის იჯარის დანიშნულებით, ფ/პ "--------"-სთან, გადარიცხულია 29 000 ლარი, რომელიც წარმოადგენს მომჩივანის მიერ გაწეულ საიჯარო ხარჯს. ფ/პ "--------" წარმოადგენს არამეწარმე ფიზიკურ პირს და მისთვის გადახდილი იჯარის თანხა, რომელიც მირანდა კოკობინაძის პირადი ანგარიშიდან იქნა გადახდილი, გადაანგარიშების ეტაპზე შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით, შედეგად, აღნიშნული თანხით შემცირდა შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი, რომელიც დაბეგრილი იყო როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადაანგარიშების შედეგად გადასახადის ნაწილში სხვაობა არ გამოვლინდა და შემცირდა მხოლოდ შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა 187 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საწარმოს დირექტორის, მირანდა კოკობინაძის პირადი ანგარიშიდან საბანკო ამონაწერი. წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიწის იჯარის დანიშნულებით, ფ/პ "--------"-სთან, გადარიცხულია 29 000 ლარი, რომელიც წარმოადგენს მომჩივანისმიერ გაწეულ საიჯარო ხარჯს. ფ/პ "--------" წარმოადგენს არამეწარმე ფიზიკურ პირს და მისთვის გადახდილი იჯარის თანხა, რომელიც მირანდა კოკობინაძის პირადი ანგარიშიდან იქნა გადახდილი, გადაანგარიშების ეტაპზე შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით, შედეგად, აღნიშნული თანხით შემცირდა შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი, რომელიც დაბეგრილი იყო როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ასევე, საჩივარში მითითებული აქვს ისეთი სადავო საკითხები, რომელიც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------- -ის“ (ს/ნ "--------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შდეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საწარმოს დირექტორის,პირადი ანგარიშიდან საბანკო ამონაწერი. წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიწის იჯარის დანიშნულებით, ფ/პ-თან, გადარიცხულია 29 000 ლარი, რომელიც წარმოადგენს მოჩივანის მიერ გაწეულ საიჯარო ხარჯს. აღნიშნული ფიზიკური პირი წარმოადგენს არამეწარმე ფიზიკურ პირს და მისთვის გადახდილი იჯარის თანხა, რომელიც მომჩივანის პირადი ანგარიშიდან იქნა გადახდილი, გადაანგარიშების ეტაპზე შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით, შედეგად, აღნიშნული თანხით შემცირდა შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი, რომელიც დაბეგრილი იყო როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი.გადაანგარიშების შედეგად გადასახადის ნაწილში სხვაობა არ გამოვლინდა და შემცირდა მხოლოდ შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21)