გადაწყვეტილება №26223/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26223/2/2025
17 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 27.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26223/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 28.07.2025 წლის №16789 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2025 წლის №006-346 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2025 წლის №24666 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 207 863.19 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 113 179.79
ჯარიმა - 57 183.61
საურავი - 37 499.79
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყიდულობს საქონელს (ტანსაცმელს), ახდენს მის იმპორტს და იჯარით აღებულ ობიექტში ახორციელებს საცალო რეალიზაციას, გარდა ამისა საკუთრებაში აქვს კომერციული ფართი მის: „-------“, რომელსაც გასცემს იჯარით.
აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2025 წლის №7272 და 16.05.2025 წლის №9866 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა აღნიშნულ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების, მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის შესაბამის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.
საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 20.05.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბანკის ამონაწერებით მიღებული ინფორმაციის დამუშავებით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 971 385 ლარს, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არ არის დაბეგრილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 1601 , 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის დღგით, 18%-ით, დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- აღნიშნულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. ჩაუთვლელ ელ/ანგარიშ-ფაქტურებსა და საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის თანხებზე გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა ჩათვლა. შემოწმების შედეგად დაზუსტდა შესამოწმებელი პერიოდში დღგ-ის ჩათვლების ოდენობა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.05.2025 წლის №10824 ბრძანება და ამავე თარიღის №006- 136 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.07.2025 წლის №16789 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.07.2025 წლის №16789 ბრძანება, არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და საბჭოს 16.10.2025 წლის №25726/2/2025 (3.11.2025წ. 03/77312) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.07.2025 წლის №16789 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2025 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა შემცირდა ჯამში 85 ლარით, კერძოდ, გადასახადი 64 ლარით, ჯარიმა 21 ლარით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2025 წლის №19388 ბრძანება და ამავე თარიღის №006-346 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.11.2025 წლის №24666 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 6.11.2025 წელს 14:15 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციასთან ერთად, შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, გადამხდელის მიერ მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელა საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგების გადაანგარიშება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადამხდელს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურების გარდა, არ აქვს შესაბამისი პერიოდის სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გამოიწვევდა საგადასახადო ვალდებულების შემცირებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგებზე წარდგენილ საჩივრით ითხოვდა: დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობის დამატებით შესწავლას პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და საბუღალტრო ჩანაწერების საფუძველზე. აგრეთვე, სანქციების პატიებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების ნაწილში, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა გადაიანგარიშა შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა და შეამცირა. თუმცა, არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, ვინაიდან დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში სრულად არ არის გათვალისწინებული შესამოწმებელ პერიოდში მომწოდებლებისთვის საქონლის მოწოდების/მომსახურების გაწევისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ-ის თანხა.
ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით მზად არის წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები და ითხოვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობის დამატებით შესწავლას, მათ შორის კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 28.07.2025 წლის №16789 ბრძანებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ)აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 28.07.2025 წლის №16789 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2025 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ელ. ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი, რამაც გამოიწვია შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების შემცირება.
საჩივარში მითითებულია, რომ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში სრულად არ არის გათვალისწინებული შესამოწმებელ პერიოდში მომწოდებლებისთვის საქონლის მოწოდების/მომსახურების გაწევისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ-ის თანხა. აღნიშნულის გათვალიწინებით, ითხოვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობის დამატებით შესწავლას, მათ შორის კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობით. ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით მზად არის წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები.
აღსანიშნია, რომ წარმოდგენილ საჩივარს არ ახლავს მომჩივნის მიერ მითითებული დოკუმენტაცია/მტკიცებულება.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში მითითებულია, რომ საგადასახადო ორგანომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციასთან ერთად, შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელა საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგების გადაანგარიშება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გარდა, არ აქვს შესაბამისი პერიოდის სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გამოიწვევდა საგადასახადო ვალდებულების შემცირებას.
აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 28.07.2025 წლის №16789 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობის დამატებით შესწავლას პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და საბუღალტრო ჩანაწერების საფუძველზე.გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობის დამატებით შესწავლას, მათ შორის კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობით.აგრეთვე,ითხოვს სანქციების პატიებას სსკ-ის 269-ე მუხლის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყიდულობს საქონელს, ახდენს მის იმპორტს და იჯარით აღებულ ობიექტში ახორციელებს საცალო რეალიზაციას, გარდა ამისა საკუთრებაში აქვს კომერციული ფართი.
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 971 385 ლარს, რომელიც გადამხდელის მიერ სრულად არ არის დაბეგრილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 160-ე, 1601,163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გაანგარიშდა გადამხდელის დღგით, 18%-ით, დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლით. - აღნიშნულ საქონელზე მომჩივანს სრულად არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. ჩაუთვლელ ელ/ანგარიშ-ფაქტურებსა და საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის თანხებზე გადამხდელმა მოითხოვა ჩათვლა. შემოწმების შედეგად დაზუსტდა შესამოწმებელი პერიოდში დღგ-ის ჩათვლების ოდენობა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 28.07.2025 წლის №16789 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).