ბრძანება N 13373

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2024
№ დოკუმენტი 13373
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13373

05 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„---------“ (პ/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 22 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 მაისის სხდომაზე (ოქმი №58), განიხილა --------- (პ/ნ---------) №67950/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება 2023 წლის 27 სექტემბრის №69601/314518 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხულ იმპორტის გადასახდელს (დღგ - 90.78 ლარი).

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2023 წლის 27 სექტემბერს --------- შემოიტანა თეთრეული და შეღავათით ვერ ისარგებლა ვინაიდან 30 დღე არ იყო გასული. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დარიცხული თანხის შესახებ შეიტყო მოგვიანებით.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული გადასახადისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 27 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში, --------- მხრიდან შემოვიდა ---------, რომელსაც თან ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული 31.5 კგ. თეთრეული.

ვინაიდან ---------- მიერ შემოტანილი საქონლის წონა აღემატებოდა 30 კგ-ს, ღირებულება - 500 ლარს, ამასთან, 2023 წლის 31 აგვისტოს, საზღვრის კვეთისას მას უკვე გამოყენებული ჰქონდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, მასზე ვერ გავრცელდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი. გამომდინარე აქედან, 2023 წლის 27 სექტემბერს დარეგისტრირდა №------------ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომლის მიხედვითაც დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 504.315 ლარი, ხოლო --------- დაერიცხა დღგ – 90.78 ლარის ოდენობით.

ვინაიდან ---------- არ წარმოუდგენია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი), საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მოხდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილია, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია. საგადასახადო დავალიანება კი არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ „30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის --------- კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 123-ე ნაწილის მიხედვით, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ 2023 წლის 27 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „---------“ კონტროლის ზონაში, ----------- მხრიდან შემოსვლისას შემოტანილი საქონლის წონა აღემატებოდა 30 კგ-ს, ღირებულება - 500 ლარს. ამასთან, 2023 წლის 31 აგვისტოს, საზღვრის კვეთისას მას უკვე გამოყენებული ჰქონდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2023 წლის 27 სექტემბრის №------------ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით იმპორტის გადასახდელის დარიცხვა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ---------- (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული გადასახადისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 27 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტში შემოვიდა პირი, რომელსაც თან ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული 31.5 კგ. თეთრეული. ვინაიდან მომჩივანის მიერ შემოტანილი საქონლის წონა აღემატებოდა 30 კგ-ს, ღირებულება - 500 ლარს, ამასთან, 2023 წლის 31 აგვისტოს, საზღვრის კვეთისას მას უკვე გამოყენებული ჰქონდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, მასზე ვერ გავრცელდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი. ვინაიდან მომჩივანს არ წარმოუდგენია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი), საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მოხდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით იმპორტის გადასახდელის დარიცხვა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);8;60(4);199(დ,ბ);309(123);