გადაწყვეტილება №23617/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23617/2/2024
19 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 2.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23617/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12625 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2024 წლის №077-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.07.2024 წლის №16939 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 418 496 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 212 365
დღგ - 57 810
საშემოსავლო გადასახადი - 154 555
ჯარიმა - 106 274
საურავი - 99 857
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობაა საკვები პროდუქტებით საცალო ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ცნობებზე, საბანკო ამონაწერებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სალაროში ნაღდი ფულის სახით რეგულარულად უფიქსირდება ფულადი სახსრების მზარდი ნაშთი. აღნიშნული ნაშთები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი წლების ბოლოს. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №32681 ბრძანება და №077-32 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.05.2023 წლის №9999 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა (მ.შ. საჩივარზე თანდართულის) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, ასევე, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, შეისწავლოს სალაროში არსებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 მაისის №9999 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 78 033 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2023 წლის №077-26 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №33273 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით (ფულადი სახსრების ნაშთის ოდენობა), აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, კომპანიის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №33273 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 მარტის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის №077-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12625 ბრძანებით საჩივარი კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №33273 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, კომპანიის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12625 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 1 512 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2024 წლის 21 ივნისის №077-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.07.2024 წლის №16939 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურ მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად შემოწმების შედეგად დადგენილი ნაშთი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად განსაზღვრულია შემდეგი: ტერმინოლოგიის ნაწილში:
- გონივრული ნაშთია „ნაღდი ფულის ნაშთის“ ის ნაწილი, რომლის განთავსება-შენახვა „სალაროში“ გადასახადის გადამხდელს ესაჭიროება მისი საქმიანობის ან/და სამეურნეო ოპერაციის სპეციფიკიდან, აგრეთვე, ბიზნეს-გეგმიდან გამომდინარე.
- არაგონივრული ნაშთია „ნაღდი ფულის ნაშთის“ ის ნაწილი, რომელიც აღემატება გონივრული ნაშთის ოდენობას. - ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთია საგადასახადო ორგანოს მიერ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესით“ გათვალისწინებული, სალაროში ნაღდი ფულის დათვლის პროცედურით დადგენილი, ნაღდი ფულის ოდენობა, შესაბამისი პროცედურის დასრულების თარიღისთვის (იგულისხმება შესაბამისი ოქმის შედგენის თარიღი).
- ფიქტიური ნაშთია ინვენტარიზაციის ჩატარების კალენდარული თვის „არაგონივრული ნაშთის“ ის ნაწილი, რომელიც უძრავად (შეუმცირებლად) ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ „არაგონივრულ ნაშთში“.
ამასთანავე განსაზღვრულია გონივრული ნაშთის გაანგარიშება, კერძოდ, თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად. ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, ფიქტიური ნაშთის ის ნაწილი, რომელიც აღემატება უძრავ ნაშთს, ფულის ინვენტარიზაციის ჩატარების საანგარიშო პერიოდში კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი. ამასთან, გაორებული დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით, ფიქტიური ნაშთის ოდენობით მცირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული არაგონივრული ნაშთი.
შემოსავლების სამსახური ბრძანებაში აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად შემოწმების შედეგად დადგენილი ნაშთი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.
შემოსავლების სამსახურის ბრძანება დაუსაბუთებელია, რადგანაც არაა დასაბუთებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის რომელი განაწესით იხელმძღვანელა და როგორი ასახვა ჰპოვა აღნიშნულმა ციფრობრივ გამოსახულებაში.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ივნისის №14579 ბრძანების მიხედვით, საშემოსავლო გადასახადში: 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გადასახადი შემცირდა 85 893 ლარის ოდენობით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გადასახადი შემცირდა 26 246 ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გადასახადი შემცირდა 37 337 ლარის ოდენობით. ამასთან, 2022 წლის 31 მარტს დაერიცხა 148 468 ლარი, შესაბამისად, ჯამურად შესამცირებელმა სხვაობამ გადასახადში შეადგინა მხოლოდ 1 008 ლარი, რაც არასწორია რადგანაც, აუდიტის დეპარტამენტს, გადაანგარიშების დროს უნდა განესაზღვრა სალაროში ფულადი სახსრების გონივრული ნაშთი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ მიხედვით, „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9-ის მიხედვით.
ფაქტობრივად აუდიტის დეპარტამენტმა გონივრული ნაშთი განსაზღვრა სწორად 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდზე და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადში და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გადასახადი შეამცირა 85 893 ლარის ოდენობით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 26 246 ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი 37 337 ლარის ოდენობით. მაგრამ, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით საშემოსავლო გადასახადში გადასახადი არ შეამცირა, პირიქით დაარიცხა + 148 468 ლარის ოდენობით, როდესაც კომპანიის გაანგარიშებით გადასახადი უნდა შემცირებულიყო 18 356 ლარის ოდენობით. გამოდის, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ჩათვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 2022 წლის 31 მარტს ფაქტობრივად სალაროში ნაშთი არ ქონია, არც გონივრული ნაშთი. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით განისაზღვრა მეწარმეთა სიდიდის მიხედვით მეთოდური მითითების გამოყენების წესი, რომლის თანახმადაც შესამოწმებელი პერიოდში ყოველი წლის ბოლოს გაანგარიშდება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შესაბამისად, ვერანაირად ვერ იქნებოდა 2022 წლის 31 მარტისათვის 742 340 ლარი სალაროში თანხა ნაშთის სახით.
ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის დეპარტამენტს რომ განეხორციელებინა შემოწმების მიმდინარეობის პროცესში სალაროს ნაშთის ინვენტარიზაცია, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი განსაზღვრულ გონივრულ ნაშთსა და სალაროს ინვენტარიზაციით გამოვლენილ თანხას შორის სხვაობა მოექცია დაბეგვრის ქვეშ.
პოზიციის გასამყარებლად საჩივარს თან ურთავს საგადასახადო შემოწმების აქტს, სადაც ყურადსაღები ნაწილია საკითხი 2, რომლის მიხედვითაც დაერიცხა თანხა საშემოსავლო გადასახადში, რითაც დასტურდება, რომ სალაროს ინვენტარიზაცია არ განხორციელებულა. ამიტომაც, სალაროში არსებული გონივრული ნაშთის ფარგლებში უნდა განხორციელდეს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება/კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ და რომ საჩივარი არაერთხელ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა, მათ შორის სადავო, კერძოდ კომპანიის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12625 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №33273 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, კომპანიის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12625 ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2024 წლის 18 ივნისის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგად, შემოწმების მიერ დადგენილი ნაშთი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 1 008 ლარის და დაკისრებული ჯარიმა 504 ლარის ოდენობით.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს (წარმოდგენილი არგუმენტები შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურია) და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება დაუსაბუთებელია, ჯამურად შესამცირებელმა სხვაობამ გადასახადში შეადგინა მხოლოდ 1 008 ლარი, რაც არასწორია რადგანაც, აუდიტის დეპარტამენტს, გადაანგარიშების დროს უნდა განესაზღვრა სალაროში ფულადი სახსრების გონივრული ნაშთი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად, „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9-ის მიხედვით. აუდიტის დეპარტამენტმა გონივრული ნაშთი განსაზღვრა სწორად 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდზე მაგრამ, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით საშემოსავლო გადასახადში გადასახადი არ შეამცირა, პირიქით დაარიცხა, როდესაც კომპანიის გაანგარიშებით გადასახადი უნდა შემცირებულიყო. აუდიტის დეპარტამენტს, რომ განეხორციელებინა შემოწმების მიმდინარეობის პროცესში სალაროს ნაშთის ინვენტარიზაცია, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი განსაზღვრულ გონივრულ ნაშთსა და სალაროს ინვენტარიზაციით გამოვლენილ თანხას შორის სხვაობა მოექცია დაბეგვრის ქვეშ. შემოწმების აქტის მიხედვით, სალაროს ინვენტარიზაცია არ განხორციელებულა. ამიტომ, სალაროში არსებული გონივრული ნაშთის ფარგლებში უნდა განხორციელდეს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება/კორექტირება.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12625 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12625 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგად, შემოწმების მიერ დადგენილი ნაშთი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 1 008 ლარის და დაკისრებული ჯარიმა 504 ლარის ოდენობით.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს (წარმოდგენილი არგუმენტები შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურია) და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება დაუსაბუთებელია, ჯამურად შესამცირებელმა სხვაობამ გადასახადში შეადგინა მხოლოდ 1 008 ლარი, რაც არასწორია რადგანაც, აუდიტის დეპარტამენტს, გადაანგარიშების დროს უნდა განესაზღვრა სალაროში ფულადი სახსრების გონივრული ნაშთი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად, „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9-ის მიხედვით. აუდიტის დეპარტამენტმა გონივრული ნაშთი განსაზღვრა სწორად 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდზე მაგრამ, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით საშემოსავლო გადასახადში გადასახადი არ შეამცირა, პირიქით დაარიცხა, როდესაც კომპანიის გაანგარიშებით გადასახადი უნდა შემცირებულიყო. აუდიტის დეპარტამენტს, რომ განეხორციელებინა შემოწმების მიმდინარეობის პროცესში სალაროს ნაშთის ინვენტარიზაცია, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი განსაზღვრულ გონივრულ ნაშთსა და სალაროს ინვენტარიზაციით გამოვლენილ თანხას შორის სხვაობა მოექცია დაბეგვრის ქვეშ. შემოწმების აქტის მიხედვით, სალაროს ინვენტარიზაცია არ განხორციელებულა. ამიტომ, სალაროში არსებული გონივრული ნაშთის ფარგლებში უნდა განხორციელდეს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება/კორექტირება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12625 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).