ბრძანება N 3092

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.02.2026
№ დოკუმენტი 3092
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3092

13 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: -----)

2025 წლის 16 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 14 იანვრის სხდომაზე (ოქმი N 1) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) 2025 წლის 16 დეკემბრის N 99416/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ნოემბრის N 081-296 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მასზე დარიცხულ ჯარიმას. მიუთითებს, რომ შესყიდული ბინები იყო საქონლის სახით შეძენილი და მომავალში სარეალიზაციოდ გამიზნული, ბინები არ ყოფილა რემონტით ჩაბარებული და არც მომავალში მომხდარა მათი გარემონტება. შესაბამისად, ის არ იყო ქონების სახით შეძენილი და არც დღემდე მომხდარა მისი დასრულებული ფორმით ქონებად წარმოდგენა. ამას ადასტურებს სს „-----“ ყოველთვიურად გახარჯული ელექტროენერგიის საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურაც, რომელიც შეადგენს 2-3 ლარს. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანიამ აღნიშნული ფართები შეისყიდა სამომავლოდ ან შავი კარკას ის მდგომარეობაში გასაყიდად. მიუთითებს, რომ საწარმო არ წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, ეს არ ყოფილა მისთვის საოფისედ გამიზნული. ასევე, არ წარმოადგენს დაუმთავრებელ მშენებლობას, ვინაიდან კომპანიას არ აუშენებია. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ნაწილი ბინების მშენებლობა არ არის დასრულებული და მას არ აქვს მატერიალური ფორმა. შესაბამისად, ჰაერი ვერ ჩაითვლება ქონებად.

ასევე, მომჩივანი აცხადებს, რომ ეთანხმება და სადავოდ არ ხდის დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის N 22723 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი 13 თებერვალი 2026 იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 10 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 11 ნოემბრის N 24780 ბრძანება და ამავე თარიღის N 081-296 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 86 431 ლარი, მათ შორის გადასახადი 51 833 ლარი, ჯარიმა 24 123 ლარი და საურავი 10 475 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

საწარმოს 2019 წელს შპს „-----“ (ს/ნ ----- ) უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით შეძენილი აქვს ბინები. აღნიშნული ბინები, საწარმოს უფლებამოსილი პირის განმარტებით, გამიზნული იყო ეკონომიკური საქმიანობისთვის (იჯარით გაცემა, გაქირავება), თუმცა შესამოწმებელ პერიოდში მათი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ მომხდარა. ასევე, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია მხოლოდ რამოდენიმე ბინა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე მუხლებით და შესამოწმებელ პერიოდზე გაანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება დაიბეგრა ქონების გადასახადით. ასევე, საწარმოს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმო შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა უძრავ ქონებას (ბინებს), რომელიც უფლებამოსილი პირის განმარტებით, გამიზნული იყო ეკონომიკური საქმინობისთვის (იჯარით გაცემა, გაქირავება). შესამოწმებელ პერიოდში გაიყიდა მხოლოდ 5 ბინა. შედეგად, შემოწმებით, შესამოწმებელ პერიოდზე გაანგარიშდა დასაბეგრი ქონების ღირებულება, რაც დაიბეგრა ქონების გადასახადით და პირს განესაზღვრა კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და მასზე ჯარიმის შეფარდება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მასზე დარიცხულ ჯარიმას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ქონების და დღგ-ის გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორის მიზნით. შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა გადასახდელი თანხა, ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და მასზე ჯარიმის შეფარდება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 275; 205(2);