ბრძანება N 16044
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 16044
05 ივლისი 2023
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: --- ) 2023 წლის 17 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ--- ) №81747/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის ID:---გადაწყვეტილებას და ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს განცხადებით (ID: ---) მიმართა და მოითხოვა კვალიფიციური დღგის გადამხდელის სტატუსის მიღება, რაზეც მიიღო დაუსაბუთებელი უარი (10.04.2023 წ.).
კომპანიის საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია 01.01.2018-01.03.2021 წლებში. მიღებული აქვს საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურები (მათ შორის საწვავის სპეციალური ანგარიშ ფაქტურები) 2018 წლიდან 2023 წლის საანგარიშო პერიოდებზე. ვიანიდან მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, ვერ ადასტურებენ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს და შესაბამისად ვერ ითვლიან დღგ-ის თანხას. საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდზე დღგ-ის ჩათვლა გამოიწვევს დარიცხული გადასახადის შემცირებას დღგ-ის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 27 მარტს წარმოდგენილ იქნა განცხადება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად მოხდა გადამხდელის შესახებ ინფორმაციის მოძიება. შპს „---“ (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2002 წლის 24 ივლისიდან ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2018 წლის 8 ივნისიდან. დღეის მდგომარეობით ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს. 2023 წლის 27 მარტს წარმოდგენილ იქნა განცხადება ID:--- კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით განხორციელდა კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან.
შემოსავლების სამსახურში დაბარებულ იქნა შპს „---ის“ (ს/ნ ---) დამფუძნებელი და დირექტორი --- (პ/ნ ---), თუმცა მის ნაცვლად ადგილზე გამოცხადდა მინდობილი პირი --- (პ/ნ ---) და ბუღალტერი --- (პ/ნ ---). მათივე განმარტებით 2021 წლის ივლისის შემდგომ საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს, თუმცა ესაჭიროება 2018-2021 წლებში მიღებული ანგ/ფაქტურების დადასტურება.
განცხადების განხილვის პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ საჩივარზე N79973/1/2023 მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის საჭიროება არ დადასტურდა, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის №32086 ბრძანების შესაბამისად შპს „---ს“ (ს/ნ ---) უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე (საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის ID: ---გადაწყვეტილება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.
მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქცით(შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის ID:--- გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი 2021 წლის ივლისის შემდგომ საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს, თუმცა ესაჭიროება 2018-2021 წლებში მიღებული ანგ/ფაქტურების დადასტურება.
დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების განცხადების განხილვის პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ საჩივარზე N79973/1/2023 მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის საჭიროება არ დადასტურდა, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 20 დეკემბრის №32086 ბრძანების შესაბამისად მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6);
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანება.