გადაწყვეტილება № 26537/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.02.2026
№ დოკუმენტი 26537/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 26537/2/2026

19 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------29.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26537/2/2026).

 

დავის საგანი:

2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდზე 2022 წლის თებერვლიდან ნაწილობრივ, ხოლო მარტიდან მოგების გადასახადში მიღებული ჩათვლის გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2025 წლის №041-74 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.01.2026 წლის №221 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 65 169.42 ლარი.

თანხა: 65 169.42 ლარი.

მოგების გადასახადი - 30 344.3

ჯარიმა - 15 172.2

საურავი - 19 652.92

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგა 18.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის თებერვლიდან სექტემბრის თვის ჩათვლით მოგების გადასახადის დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს 30 344,30 ლარი, როგორც 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან ჩათვლილი გადასახადი. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის თებერვლის თვის ჩათვლით სრულად აქვს გამოყენებული 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდზე ჩასათვლელი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლება და შესაბამისად 2022 წლის თებერვლის თვეში ნაწილობრივ, ხოლო 2022 წლის მარტის თვიდან მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა დაექვემდებარა სრულად გაუქმებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის თებერვლის თვიდან გაცემული დივიდენდი არ წარმოადგენს 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდს.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 98-ე, 981 და 309-ე მუხლების გათვალისწინებით აღნიშნულ პერიოდში მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა გაუქმდა. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 19.11.2025 წლის №25438 ბრძანება და №041-74 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.01.2026 წლის №221 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის პირველი ნაწილით, 309-ე მუხლის 92-ე ნაწილით, ამავე მუხლის 93-ე ნაწილით, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, ამავე მუხლის 43-ე ნაწილით და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის თებერვლის თვის ჩათვლით სრულად აქვს გამოყენებული 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდზე ჩასათვლელი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლება, 2022 წლის თებერვლის თვეში ნაწილობრივ, ხოლო 2022 წლის მარტის თვიდან მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლის გაუქმების შედეგად მოგების გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებები შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული და დეკლარირებული წმინდა მოგებები წლების მიხედვით არის შემდეგი:

 

კომპანიის 2006 წლისა და 2007 წლის ჯამურმა დეკლარირებულმა მოგებამ შეადგინა 388 940,00 ლარი, რომელიც დივიდენდის სახით განაწილებული არის 2012 წლის 1 იანვრიდან- 2017 წლის 01 იანვრამდე. საწარმოს მიერ დეკლარირებული დივიდენდი წლების მიხედვით არის:

 

აგრეთვე საწარმოს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდი განაწილებული და შესაბამისად დეკლარირებული აქვს 2017 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე, შესაბამისად აქვს ჩათვლილი 89 787.91 მოგების გადასახადი.

ბოლოს შეჯამების მიზნით განმარტავს, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე დეკლარირებული და შესაბამისად ჩათვლილი აქვს 85 087.58 ლარი, მაშინ როდესაც უნდა ჩაეთვალა 89 787.91 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო (გარდა ამ მუხლის 142-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა. ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილიგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. ამავე მუხლის 43-ე ნაწილის მიხედვით, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის თებერვლიდან სექტემბრის თვის ჩათვლით მოგების გადასახადის დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს 30 344,30 ლარი, როგორც 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან ჩათვლილი გადასახადი. შესწავლილ იქნა მოგების გადასახადის ჩათვლის სისწორე და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის თებერვლის თვის ჩათვლით სრულად აქვს გამოყენებული 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდზე ჩასათვლელი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლება და შესაბამისად 2022 წლის თებერვლის თვეში ნაწილობრივ, ხოლო 2022 წლის მარტის თვიდან მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა სრულად ექვემდებარება გაუქმებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის თებერვლის თვიდან გაცემული დივიდენდი არ წარმოადგენს 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდს. აღნიშნულ პერიოდში მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა გაუქმდა.

მომჩივანი განმარტავს, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე დეკლარირებული და შესაბამისად ჩათვლილი აქვს 85 087.58 ლარი, მაშინ როდესაც უნდა ჩაეთვალა 89 787.91 ლარი.

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.01.2026 წლის №221 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (მათ შორის დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები), შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდზე 2022 წლის თებერვლიდან ნაწილობრივ, ხოლო მარტიდან მოგების გადასახადში მიღებული ჩათვლის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის თებერვლიდან სექტემბრის თვის ჩათვლით მოგების გადასახადის დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს 30 344,30 ლარი, როგორც 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან ჩათვლილი გადასახადი. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის თებერვლის თვის ჩათვლით სრულად აქვს გამოყენებული 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდზე ჩასათვლელი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლება და შესაბამისად 2022 წლის თებერვლის თვეში ნაწილობრივ, ხოლო 2022 წლის მარტის თვიდან მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა დაექვემდებარა სრულად გაუქმებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის თებერვლის თვიდან გაცემული დივიდენდი არ წარმოადგენს 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდს. აღნიშნულ პერიოდში მიღებული მოგების გადასახადის ჩათვლა გაუქმდა. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 96;97;309(92,93):981;