გადაწყვეტილება №24313/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24313/2/2024
07 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ -ის 21.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24313/2/2024).
დავის საგანი:
1. 2021 წელს დამფუძნებლებზე გადახდილი განაცემების მოგების განაწილებად განხილვა და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა;
2. გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №006-381 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21535 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 296 625,73 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 154 623
დღგ - (-303)
მოგების გადასახადი - 133 157
საშემოსავლო გადასახადი - 21 769
ჯარიმა - 79 615
საურავი - 62 387,73
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №006-381 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21535 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 28.11.2024 წლის №"--------" წერილიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21535 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე 2.10.2024 წელს და გაცნობა ფიქსირდება 2.10.2024 წელს. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადის მე-20 დღე იყო 22.10.2024 წელს. საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია 21.11.2024 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
სატელეფონო კომუნიკაციის დროს მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გასაჩივრების ვადა დარღვეულია, თუმცა ვერ წარმოადგინა რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21535 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №006-381 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21535 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301(ე).