ბრძანება N 11373
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11373
25 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 7 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა შპს „----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 7 მაისის №102227/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 აპრილის №078-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. მომჩივანი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნის გამოცემამდე სრულად ვერ მოესწრო კომპანიის შეძენების ნოტარიულად დამოწმება, რადგან სანოტარო ბიურო არ არის სოფელთან ახლოს, თუმცა გრძელდება მომწოდებლებთან კონტაქტი და კომპანიას შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი შესყიდვის აქტები. აგრეთვე, მიუთითებს, რომ რამდენიმე მომწოდებელი გარდაცვლილია, რამდენიმე კი საზღვარგარეთაა, შესაბამისად, ითხოვს დამატებით ვადას მათ ოჯახთან დასაკავშირებლად და შესაბამისი მტკიცებულებების შესაგროვებლად. განმარტავს, რომ სიყალბე 130 მომწოდებლიდან მხოლოდ 2 ფიზიკურ პირზეა დადგენილი და ამიტომ შესყიდვის აქტები სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული, მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიულად მხოლოდ 69 მომწოდებელთან მოხდა დადასტურება, რაც მთლიანი მომწოდებლების 53%-ს შეადგენს.
2. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 აგვისტოს №17717 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის №078-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 15 ივლისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესყიდვის აქტების ის ნაწილი, რაზეც საგამოძიებო სამსახურის მიერ არ არის დადგენილი სიყალბე, სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და განახორციელოს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
ამასთან, შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 18 აგვისტოს განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 აგვისტოს №17717 ბრძანებით განსაზღვრული 15 დღიანი ვადის გაგრძელება. აღნიშნულზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 სექტემბრის №20417 ბრძანება, რომლის თანახმადაც შპს „-----“ (ს/ნ -----) აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ვადა განესაზღვრა ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 აგვისტოს №17717 და 17 სექტემბრის №20417 ბრძანებების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 21 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 35 501 ლარი, მ.შ. გადასახადი 23 667 ლარი და ჯარიმა 11 834 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 22 აპრილის №078-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტების ის ნაწილი, რაზეც საგამოძიებო სამსახურის მიერ არ იყო დადგენილი სიყალბე სრულად იქნა გათვალისწინებული ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განხორციელდა დარიცხული გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც გადაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი და ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტების ის ნაწილი, რაზეც საგამოძიებო სამსახურის მიერ არ იყო დადგენილი სიყალბე სრულად იქნა გათვალისწინებული ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად შემცირდა დარიცხული გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების, კერძოდ, ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტების წარსადგენად ვადა პირველად განესაზღვრა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 დეკემბრის №27456 ბრძანებით, შესაბამისად, კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო ზემოაღნიშნული მტკიცებულებების წარმოსადგენად, თუმცა მომჩივანს მიმდინარე საგადასახადო დავის ეტაპზეც არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველად წარდგენილ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს დამატებით ვადას მათ ოჯახთან დასაკავშირებლად და შესაბამისი მტკიცებულებების შესაგროვებლად.
2.მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტების ის ნაწილი, რაზეც საგამოძიებო სამსახურის მიერ არ იყო დადგენილი სიყალბე სრულად იქნა გათვალისწინებული ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განხორციელდა დარიცხული გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21);