N 170/04 - 07/07/2026 - „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №170/04
2026 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/01/2015, 220090000.18.011.016152) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი (IBAN) – „საქართველოში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის (IBAN) გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული ფორმატის შესაბამისი საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი;“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათელა თურნავა
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე