ბრძანება N 33526

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.12.2023
№ დოკუმენტი 33526
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33526

28 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 14 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 14 დეკემბრის №86032/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №081-275 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, თუმცა შემმოწმებლებმა არ გაითვალისწინეს და უცვლელად დატოვეს საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას, დარიცხული თანხის გაუქმებას დარიცხვის არამართებულობის, კანონშეუსაბამობის გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12685 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ----) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ის“ (ს/ნ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს კომპანიის მიერ დამფუძნებელ პირებზე მიწოდებული საცხოვრებელი ბინების სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-7 და მე-8 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12685 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 10 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 86 515 ლარით, მათ შორის, გადასახადი 57 676 ლარით და ჯარიმა 28 839 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 26 ოქტომბრის №081-275 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შემოწმების მიერ კომპანიის დამფუძნებელ პირებზე მიწოდებული საცხოვრებელი ბინების სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისას განხორციელდა, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტიდან ექსპერტიზის დასკვნის გამოთხოვა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა შესაბამისი ქონების საბაზრო ფასები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულება დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა ფიზიკურ პირებთან და გარკვეულ შემთხვევაში შპს-ებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გაწეულ იქნა გარკვეული სახის მომსახურებები და საქონლის მიწოდება, ზოგიერთ შემთხვევაში შპს-ს საერთოდ არ უფიქსირდება მსგავსი საქონლის შეძენა და ეკონომიკური საქმის წარმოება. არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მომსახურების გაწევისათვის საჭირო მასალის დანახარჯები და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია. შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინება არ განხორციელდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სულ 86 515 ლარით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განისაზღვრა ქონების საბაზრო ფასები, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულების შემცირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი მომსახურების გაწევისთვის საჭირო მასალის დანახარჯები და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულების შემცირების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ მომხდარა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12685 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 10 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 86 515 ლარით, მათ შორის, გადასახადი 57 676 ლარით და ჯარიმა 28 839 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 26 ოქტომბრის №081-275 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).