ბრძანება N 9046
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9046
24 აპრილი 2026
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
(მის.: „--------“)
2025 წლის 25 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 17 აპრილის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 25 მარტის №48151/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 5 მარტის №050-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ დასკვნა შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს და კუთვნილი ოდენობით არ არის შემცირებული არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავლის შესაბამისად დაანგარიშებული კომპანიის განკარგვადი თანხები. მომჩივანი ითხოვს, შემოწმების მიერ განსაზღვრული განკარგვადი თანხის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 ნოემბრის №25150 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №050-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 8 სექტემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 19 ივნისის №13133 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
2. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №050-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას სრულად გაითვალისწინოს რეალიზებულ საქონელზე გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 ნოემბრის №25150 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 5 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 219 894 ლარი, მ.შ. გადასახადი 156 399 ლარი და ჯარიმა 63 495 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 5 მარტის №050-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების შედეგად, ფასნამატის გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა ყველა იდენტიფიცირებადი გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი და შესაბამისად შემცირდა შემოწმების მიერ არაპირდაპირად დათვლილი შემოსავალი. გადაანგარიშების შედეგად, საშუალო ფასნამატი დადგინდა 28%, რაც თანხვედრაშია დეკლარირებულ მონაცემთან. ამდენად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დღგ და ჯარიმა დაექვემდებარა მთლიანად შემიცრებას, ასევე, აღნიშნულის გათვალისიწინებით შემცირდა კომპანიის განკარგვადი თანხაც და შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც გადაანგარიშების შედეგად, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა ყველა იდენტიფიცირებადი გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი და შესაბამისად შემცირდა შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი. გადაანგარიშების შედეგად, საშუალო ფასნამატი დადგინდა 28%, რაც თანხვედრაშია დეკლარირებულ მონაცემთან. ამდენად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დღგ და ჯარიმა დაექვემდებარა მთლიანად შემიცრებას, ასევე, აღნიშნულის გათვალისიწინებით შემცირდა კომპანიის განკარგვადი თანხაც და შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, შემოწმების მიერ განსაზღვრული განკარგვადი თანხის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადაანგარიშების შედეგად, ფასნამატის გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა ყველა იდენტიფიცირებადი გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი და შესაბამისად შემცირდა შემოწმების მიერ არაპირდაპირად დათვლილი შემოსავალი. გადაანგარიშების შედეგად, საშუალო ფასნამატი დადგინდა 28%, რაც თანხვედრაშია დეკლარირებულ მონაცემთან. ამდენად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დღგ და ჯარიმა დაექვემდებარა მთლიანად შემიცრებას, ასევე, აღნიშნულის გათვალისიწინებით შემცირდა კომპანიის განკარგვადი თანხაც და შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).