ბრძანება N 7318

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.04.2023
№ დოკუმენტი 7318
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7318

05.04.2023

შპს „--------------“ (ს/ნ --------------)

( მის.: ------------------),2023 წლის 7 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა შპს „-------------“ (ს/ნ --------------) 2023 წლის 7 მარტის №79551/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №006-29 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე ზიანის მიყენებისთვის გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების არასრულად შემცირებას და აცხადებს, რომ ფ/პ ----------- გადახდილია ზიანის ანაზღაურების თანხა, თუმცა შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან პირი გარდაცვლილია და ვერ იქნა მოპოვებული შესაბამისი მტკიცებულებები;

2. ითხოვს 2019 წლის დღგ-ის ჩათვლებში 17 547 ლარის გათვალისწინებას და დღგ-ში განსაზღვრული ვალდებულებების ხელახალ გადაანგარიშებას;

3. ითხოვს საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის დებიტორულ დავალიანებად დაკვალიფიცირებას;

4. ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 26 აპრილის №12459 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----------“ (ს/ნ -------------) 2021 წლის 26 იანვრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------------“ (ს/ნ -------------) 2021 წლის 26 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ, მე-2 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 26 აპრილის №12459 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 2 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სულ 771 778 ლარით, მათ შორის, გადასახადი 529 688 ლარით და ჯარიმა 242 090 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 თებერვლის №006-29 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 კომპანიის მიერ 2017-2020 წლებში ფიზიკური პირებისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებულ იქნა ინფორმაცია საწარმოდან ზიანის ანაზღაურებისთვის გაცემული და ფიზიკური პირების მიერ მიღებული თანხების შესახებ. მოწოდებული მონაცემების გათვალისწინებით, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული თანხები;

 აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი 2017-2019 წლებში გადასახადის გადამხდელის მიერ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის მიწოდებული საქონლის დღგ-ით დაბეგვრის მართლზომიერება. ვინაიდან შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი, პირს დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადგინდა, რომ აღნიშნული ოპერაციები განხორციელებულია „საქართველოს მთავრობასა და ევროპის გაერთიანებათა კომისიას შორის ჩარჩო შეთანხმების“ ფარგლებში და შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, გათავისუფლებულია დღგ-ისგან. ამდენად, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხა;

 დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილია მხოლოდ ახსნა-განმარტება და სხვა სახის დოკუმენტაცია 2020 წელს განხორციელებულ ოპერაციასთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი. ამასთან, 2020 წლის იანვარში გაცემულ თანხასთან დაკავშირებული ოპერაცია (სპეც.ტექნიკის შეძენა) დღემდე არ არის განხორციელებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და შემოწმების მიერ მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება სულ 771 778 ლარით, მათ შორის, გადასახადი 529 688 ლარით და ჯარიმა 242 090 ლარით. ხოლო დანარჩენ ნაწილში ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც გახდებოდა შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი 2021 წლის 26 იანვრის საჩივრით არ გამხდარა სადავო, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------------“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე ზიანის მიყენებისთვის გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების არასრულად შემცირებას;

2. ითხოვს 2019 წლის დღგ-ის ჩათვლებში 17 547 ლარის გათვალისწინებას და დღგ-ში განსაზღვრული ვალდებულებების ხელახალ გადაანგარიშებას;

3. ითხოვს საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის დებიტორულ დავალიანებად დაკვალიფიცირებას;

4. ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

კომპანიის მიერ 2017-2020 წლებში ფიზიკური პირებისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებულ იქნა ინფორმაცია საწარმოდან ზიანის ანაზღაურებისთვის გაცემული და ფიზიკური პირების მიერ მიღებული თანხების შესახებ. მოწოდებული მონაცემების გათვალისწინებით, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული თანხები;

დღგ-ით დაბეგვრის მართლზომიერების შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი, პირს დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები. „საქართველოს მთავრობასა და ევროპის გაერთიანებათა კომისიას შორის ჩარჩო შეთანხმების“ ფარგლებში და შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხა;

დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილია მხოლოდ ახსნა-განმარტება და სხვა სახის დოკუმენტაცია 2020 წელს განხორციელებულ ოპერაციასთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი. ამასთან, 2020 წლის იანვარში გაცემულ თანხასთან დაკავშირებული ოპერაცია (სპეც.ტექნიკის შეძენა) დღემდე არ არის განხორციელებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

 

გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7), 304(21).