ბრძანება N 21062
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21062
25 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 30 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №88) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2026 წლის 30 აგვისტოს №104321/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 ივნისის №042-14 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დაბეგვრას. აცხადებს, რომ ინვენტარიზაციის მომენტში ვერ წარადგინა პოზიცია. განმარტავს, რომ ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი საბაზრო ღირებულებით ჩათვლილია მიწოდებად და აღებულია 42%, როცა გადამხდელი მუშაობდა საბითუმოდ ბაზარში და ფასნამატი შეადგენდა მაქსიმუმ 10%-ს. მიიჩნევს, რომ მოგების გადასახადით დასაბეგრ თანხაში არ უნდა ჩართულიყო მთლიანი თანხა, ვინაიდან კომპანიამ როდესაც დაიწყო მუშაობა დამფუძნებელს შეჰქონდა სალაროს თანხები და ისტუმრებდა მომწოდებლის თანხებს. მიიჩნევს, რომ უნდა დაბეგრილიყო მთლიან შესყვიდვას დამატებული ფასნამატი და გამოკლებული შესყიდვის ღირებულება. ინვენტარიზაციით აღებულია 372 449 ლარის პირვანდელი ღირებულება, თუმცა უნდა იყოს 354 849 ლარი, თუნდაც ყოფილიყო 372 449 ლარი, 10%-იანი ფასნამატით რეალიზაცია გამოდის სულ 409 694 ლარი ხარჯების გარეშე. გადამხდელი აცხადებს, რომ მოგებით დასაბეგრი თანხა შეადგენს 37 245 ლარს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 9 ივნისის №12608 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2024 წლის 3 სექტემბრის №19708 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით (გამოვლენილი დანაკლისის თანხის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადისა ან/და მოგების/საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციებში ასახვა). შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 18 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 ივნისის №13509 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №042-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 276 116 ლარი, მათ შორის, გადასახადი 159 651 ლარი, ჯარიმა 79 825 ლარი და საურავი 36 640 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
2025 წლის 24 თებერვალს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1727554 შპს „-------“-სთან (ს/ნ -------) ჩატარებული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა 528 486,75 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა ამ სმფ-ის 10%-ით. ვინაიდან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი დანაკლისის შესახებ შედგა 2025 წლის 24 თებერვალს, შპს „-------“-ის (ს/ნ -------) მიერ გადასახადის დარიცხვა მოგების გადასახადის და დღგ-ის ნაწილში უნდა განხორციელებულიყო 2025 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში, რაც არ მომხდარა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე, 96-ე, 97-ე, 983 , 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე და 166-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ დარიცხულ იქნა მოგების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 528 486,75 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო დანაკლისი აესახა დანაკლისის გამოვლენის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესაბამის საანგარიშო პერიოდში სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისზე არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა ამ სმფ-ის 10%-ით. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო დანაკლისი აესახა დანაკლისის გამოვლენის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესაბამის საანგარიშო პერიოდში სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისზე არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულება.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 983(2); 159;