გადაწყვეტილება №25080/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 19.05.2025
№ დოკუმენტი 25080/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25080/2/2025

19 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ. ბარათაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), 8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 16.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №---------).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 5.02.2025 წლის №081-71 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 19.03.2025 წლის №4932 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 5.02.2025 წლის №081-71 ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში (ბალანსზე) არსებულ ქონებას.

ვალის მართვის დეპარტამენტის 5.02.2025 წლის №081-71 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანება 12.03.2025 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.03.2025 წლის №4932 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 17.04.2025 წლის №31451-21-04 წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 19.03.2025 წლის №4932 ბრძანება გაიგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე ამავე დღეს და გაცნობა ფიქსირდება 23.03.2025 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 19.03.2025 წლის №4932 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 14.04.2025 წელი (მე-20 დღე - 12.04.2025 წელი - შაბათი), ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 16.04.2025 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

გადასახადის გადამხდელთან შედგა სატელეფონო კომუნიკაცია თუმცა არგუმენტაცია ვადის დარღვევის მიზეზთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

ამგვარად, ვინაიდან, გასულია შემოსავლების სამსახურის 19.03.2025 წლის №4932 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის 5.02.2025 წლის ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში (ბალანსზე) არსებულ ქონებას. „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანება 12.03.2025 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.03.2025 წლის №4932 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან, გასულია შემოსავლების სამსახურის 19.03.2025 წლის №4932 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;