გადაწყვეტილება №21709/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21709/2/2023
22 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----“ (ყოფ. შპს „---ზე“) (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის (ყოფ. შპს „----ზე“-ს) 25.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21709/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12121 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.10.2023 წლის №006-537 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12121 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30447 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 258 198.62 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 145 915
დღგ - 100 284
საშემოსავლო გადასახადი - 45 631
ჯარიმა - 75 430
საურავი - 36 853.62
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2022 წლის №11840 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
2013 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, აღნაგობისა და უძრავი ქონების გაცვლის შესახებ, რომლის საფუძველზეც აღნაგობის უფლებით დაიტვირთა მიწის ნაკვეთი. თავის მხრივ კომპანიამ, მიწის სანაცვლოდ ფიზიკური პირებისთვის, გარკვეული ფართების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება იკისრა. მშენებლობა დაიწყო 2016 წელს, ხოლო აღნაგობის ხელშეკრულება გაუქმდა 2019 წლის სექტემბრის თვეში. მხარეებს შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილით, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე და 163-ე მუხლებით, ასევე, 309- ე მუხლის 107-ე ნაწილით. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდამდე განხორციელებული რეალიზაციების მიმართ გამოყენებულ იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის მარეგულირებელი ნორმები და ამ ნორმებზე დაყრდნობით გაანგარიშებული თანხები დაიბეგრა 2019-2021 წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში. იგივე მიდგომით მოხდა გაანგარიშება აღნაგობის ნაწილშიც. ექსპლუატაციაში ფაქტობრივად მიღების თარიღად, შემოწმებით განისაზღვრა 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდი, ვინაიდან ამ პერიოდიდან მშენებლობისთვის დაკავშირებული არსებითი ხარჯის გაწევა არ ხდება. 2019 წლიდან რეალიზებული ბინების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა მოხდა ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, ხოლო, თუ თანხის ანაზღაურება უსწრებს საქონლის მიწოდებას (ავანსი) თანხის ანაზღაურების საანგარიშო პერიოდში. კომპანიას აღნიშნულის შედეგად დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე და გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერებზე დაყრდნობით, ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი (მათ შორის 2019 წლამდე არსებული შემოსავალი-ხარჯის შეპირისპირებით ხარჯების გადამეტება შემოსავალზე) და გაანგარიშებულ იქნა განკარგვადი თანხა, ამასთან, კომპანიას სალაროში არ უფიქსირდება ფულადი სახსრების ნაშთი. შემოწმების შედეგად, აღნიშნული ფულადი თანხა ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. აღნიშნულის შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 20.12.2022 წლის №32027 ბრძანება და ამავე თარიღის №006-576 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 30.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12121 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12121 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 25.09.2023 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. დასკვნის საფუძველზე გამოიცა 23.10.2023 წლის №26103 ბრძანება და №006-537 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 7.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.12.2023 წლის №30447 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების წარდგენა არ მომხდარა, შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სამწუხაროდ დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა დოკუმენტების წარდგენა, ვინაიდან ფიზიკურად ვერ მოხერხდა მყიდველ მხარესთან დაკავშირება (ის იმყოფებოდა საზღვარგარეთ). უმოკლეს ვადაში წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებულ დოკუმენტაციას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12121 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12121 ბრძანებით:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები);
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2023 წლის დასკვნით გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12121 ბრძანებას გაეცნო 7.06.2023 წელს, თუმცა ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ 15 კალენდარული დღის ვადაში არ წარუდგენია დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივანი განმარტავს, რომ სამწუხაროდ დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა დოკუმენტების წარდგენა, ვინაიდან ფიზიკურად ვერ მოხერხდა მყიდველ მხარესთან დაკავშირება. უმოკლეს ვადაში წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებულ დოკუმენტაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება, საჩივარში გასაჩივრებული დოკუმენტის გრაფაში მითითებულ შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12121 ბრძანებას, საბჭო მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 7.06.2023 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 27.06.2023 წელი, ხოლო საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია 25.12.2023 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი ამ ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12121 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩავარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12121 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12121 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 25.09.2023 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. დასკვნის საფუძველზე გამოიცა 23.10.2023 წლის №26103 ბრძანება და №006-537 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 7.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.12.2023 წლის №30447 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა/დარჩა განუხილველი
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1 ( გ, დ); 301 (ე).