ბრძანება N 24792
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24792
26 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2024 წლის პირველი ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №121) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №92665/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 სექტემბრის №136-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. განმარტავს, რომ დღგით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება განხორციელდა არასწორი ინტერპრეტაციით. კერძოდ, ადგილი აქვს სს --------- მიღებული ავანსის თანხების გაორმაგებულად დაბეგვრას. 2021 წლის სექტემბრის თვეში შპს --------- 2021 წლის ივლისისა და აგვისტოს საოპერაციო პერიოდზე სს ---------- 148 383 და 80 000 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ოდენობით თანხაზე გამოუწერა ორი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: ----------- და -----------. 2021 წლის ნოემბრის თვეში კი სს --------- მოთხოვნით მოხდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში შესრულებული მომსახურების დასახელების გასწორება, რის საფუძველზეც ამავე თვეში (ნოემბრის თვე) ივლისისა და აგვისტოს საოპერაციო პერიოდებზე გამოიწერა ორი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: ----------- და -----------. სექტემბრის თვეში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მსგავსად, ნოემბრის თვეში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანხაც შეადგენს დღგ-ის ჩათვლით 148 383 და 80 000 ლარს. გადამხდელმა ტექნიკურად ვერ მოახერხა დადასტურებული და დეკლარაციაზე მიბმული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაუქმება, ამიტომ მიმღებმა აღარ მოახდინა მეორედ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება. აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტურები დღემდე წარმოადგენენ გადაგზავნილი სტატუსის მქონე დოკუმენტებს, შესაბამისად, მიმღებს არ მოუხდენია დღგ-ის ჩათვლა.
2.გადამხდელი ასევე მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №17336 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივნისის №136-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. საგადასახადო ანგარიშფაქტურის გაუქმების/წაშლის შესახებ ინფორმაცია);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №17336 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 20 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 52 256 ლარით, მათ შორის, გადასახადი 34 837 ლარით, ჯარიმა 17 419 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 25 სექტემბრის №136-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიწოდებული ინფორმაციის და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ხელახლა დამუშავება, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის წაშლილი, შესაბამისად, არ არსებობს რისკი იმისა, რომ მოხდება აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნას და მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ხელახლა დამუშავება, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის წაშლილი, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა დარიცხული თანხა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მე-2 სადავო საკითხად, გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას;
2.გადამხდელი ასევე მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნას და მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ხელახლა დამუშავება, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის წაშლილი, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა დარიცხული თანხა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მე-2 სადავო საკითხად, გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21)