ალკოჰოლური სასმელის წარმოებისას აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგი
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება № 2139
03 მაისი 2011
ალკოჰოლური სასმელის წარმოებისას/იმპორტისას აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ
,,ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 აპრილის N 845 განკარგულების მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N 248 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ;;ს" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ალკოჰოლური სასმელის წარმოებისას/იმპორტისას აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგი განისაზღვროს წარმოებაში ჩაშვებული 2%-ს ოდენობით.
2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯამბულ ებანოიძე
სამსახურის უფროსი