გადაწყვეტილება №21977/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21977/2/2024
30 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.03.2024, 30.05.2024, 25.12.2025 და 29.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის საქართველოს ფილიალის 15.01.2024 და 5.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №21977/2/2024; №22483/2/2024).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად;
2. დაკისრებული (შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების აღსრულების შემდგომ წარმოშობილი) საურავისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №024-83 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33861 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 3 414 994.43 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 2 022 200
ჯარიმა - 774 095
საურავი - 618 699.43
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების განხორციელება საქართველოში.
კომპანიის სათაო ოფისსა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2019 წელს გაფორმებული №"-------" ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ოპერაციებით წარმოშობილი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2023 წლის №27591 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 20.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №29462 ბრძანება და ამავე თარიღის №024-83 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.12.2023 წლის №33861 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №024-83 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33861 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №2302 განკარგულების საფუძველზე, მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის, 2026 წლის 20 იანვარს გაფორმებული №26/15 საგადასახადო შეთანხმების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს, 2025 წლის 13 ივლისის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების თანხა განესაზღვრა 100 000 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა.
2. დაკისრებული საურავისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების განხორციელება საქართველოში.
კომპანიის სათაო ოფისსა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ოპერაციებით წარმოშობილი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.12.2023 წლის №33861 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კომპანია სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33861 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301(ო).