გადაწყვეტილება №20323/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.10.2023
№ დოკუმენტი 20323/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20323/2/2023

12 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 20.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20323/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 5.08.2021 წლის №25689 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 17 აპრილის №070-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №070-2 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №15291 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 208 847 ლარი და 25 770 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 85 408

დღგ - 64 574

საშემოსავლო გადასახადი - 20 834

ჯარიმა - 42 642

საურავი - 80 797

ჯარიმა (სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით) – 25 770

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.09.2016 წლის №161394 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენისთვის, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა 43 670 ლარით. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.09.2016 წლის №161393 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხავი საქონლის გამოვლენისთვის, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 12 864 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმები 2016 წლის 17 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 11.11.2016 წლის №31348 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი: - გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს ი/მ ---ს საქონლის შპს „---“- თან და შპს „---“-თან არსებობას, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ერთმანეთს შეუდაროს ი/მ ---ის, შპს „---“-ისა და შპს „---“-ს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი და შესაბამისი ბუღალტრული ნაშთი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, გამოვლენილ სალდირებულ სხვაობაზე გავრცელდეს შესაბამისი ჯარიმა. - გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, წარადგინოს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ფასნამატის განსაზღვრისთვის საჭირო არგუმენტაცია/მტკიცებულება, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს მის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულება, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, გადაიანგარიშოს ფასნამატი და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფასნამატის კორექტირება და სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.11.2016 წლის №31348 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.02.2017 წლის №2689 ბრძანება და 7.02.2017 წლის №070-4 და №070-3 საგადასახადო მოთხოვნები, რომელთა შესაბამისად მომჩივანს სრულად შეუმცირდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა, ხოლო საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე შეფარდებულმა ჯარიმამ შეადგინა 37 348 ლარი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.02.2017 წლის №070-3 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 5.05.2017 წლის №12096 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი.

აღნიშნული ბრძანება 30.05.2017 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 13.07.2017 წლის №4073/2/2017 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გამოყენებული ფასნამატის მართლზომიერება, კერძოდ, განახორციელოს ი/მ ---ს, შპს „---“-ისა და შპს „---“-ის კუთვნილი იდენტური სასაქონლო პოზიციების საბაზრო ფასების შედარება და იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ ი/მ ---ს მიმართ გამოყენებული საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად აღემატება იდენტურ საქონელზე ზემოაღნიშნულ ორ ობიექტში გამოცხადებულ საბაზრო ფასებს, გამოყენებულ იქნეს ეს უკანასკნელი.

შესაბამისად, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დაკისრებული ჯარიმის კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.12.2017 წლის №34183 ბრძანება და 19.12.2017 წლის №070-29 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად უცვლელად დარჩა დაკისრებული ჯარიმა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2018 წლის 21 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 20.02.2018 წლის №3633 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს სახეობების მიხედვით საქონლის ფასნამატის (ცხრილების სახით) გაანგარიშება შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დაკისრებული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.02.2018 წლის №3633 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.04.2018 წლის №8698 ბრძანება და 17.04.2018 წლის №070- 6 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დაკისრებული ჯარიმა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 18 ოქტომბრის №36050 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2019 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №47249 ბრძანება და №070-27 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 330 556 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2020 წლის 26 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 14.07.2020 წლის №19369 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი: - ფასნამატის კოეფიციენტის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საქონლის განვადებით რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; - გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; - წინა პუნქტებით გათვალისწინებული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.07.2020 წლის №19369 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2021 წლის დასკვნა, 16.06.2021 წლის №19311 ბრძანება და №070-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 64 039 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 279 516 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.04.2018 წლის №070-6 საგადასახადო მოთხოვნა (ახლად აღმოჩენილი გარემოებით) და აუდიტის დეპარტამენტის 16.06.2021 წლის №070-4 საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 15 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 5.08.2021 წლის №25689 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:

- დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივნისის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის გათვალისწინებით, შეისწავლოს ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის ოდენობა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებად განხილვის საფუძვლით 2016 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, ასევე 2016 წლის სმფ-ების საბოლოო ნაშთის ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 5.08.2021 წლის №25689 ბრძანების საფუძველზე გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.12.2021 წლის №39541 ბრძანება, რომლის მიხედვით მომჩივანს შეუმცირდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა და შეადგინა 25 770 ლარი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 5.08.2021 წლის №25689 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2023 წლის დასკვნა, 8.02.2023 წლის №2247 ბრძანება და 9.02.2023 წლის №070-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 55 928 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 208 847 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.04.2018 წლის №070-6 საგადასახადო მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №070-2 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 11 მარტს 4 გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 29.06.2023 წლის №15291 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივნისის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის გათვალისწინებით, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის ოდენობის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, რაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა. კერძოდ, გამოიცა 2021 წლის 21 დეკემბრის №39541 ბრძანება, ი/მ ---ს (ს/ნ ---) მიმართ 2016 წლის 14 სექტემბერს შედგენილი №161394 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული სანქციის გადაანგარიშების შესახებ, რომლის საფუძველზე №161394 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმა 37 349 ლარის ნაცვლად, განისაზღვრა 25 771 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 მარტის №070-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ასევე, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის ოდენობის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებად განხილვის საფუძვლით 2016 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლა, ასევე 2016 წლის სმფ-ების საბოლოო ნაშთის ოდენობის შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელს შეუმცირდა 2016 წლის საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა სულ 55 928 ლარი. ამასთან, გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სამართალდარღვევის ოქმის კორექტირებას 2016 წლის სმფ-ების საბოლოო ნაშთზე გავლენა არ მოუხდენია.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებისა და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 5.08.2021 წლის №25689 ბრძანებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივნისის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის გათვალისწინებით, შეისწავლოს ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის ოდენობა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, თუმცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დამატებით არ შეუსწავლია ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის ოდენობა და მიუხედავად სათანადო საფუძვლების არსებობისა, არ განუხორციელებია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

შემოსავლების სამსახურის 5.08.2021 წლის №25689 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველი სადავო საკითხის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებად განხილვის საფუძვლით 2016 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, ასევე 2016 წლის სმფ-ების საბოლოო ნაშთის ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება), თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არასაკმარისად განხორციელდა 2016 წლის სექტემბრის თვის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საკითხის შესწავლის შემთხვევაში დადგინდებოდა, რომ ინვენტარიზაციის შედეგად საქონლის დანაკლისის თანხა (საბაზრო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით), ახლად აღმოჩენილი გარემოებების შესაბამისად, ინვენტარიზაციით დადგენილი 38%- იანი ფასნამატის გათვალისწინებით, ნაცვლად 373 487 ლარისა იქნებოდა 257 706 ლარი. შესაბამისად, ჯარიმის თანხა უნდა შემცირებულიყო 11 578 ლარით და ნაცვლად 37 349 ლარისა უნდა ყოფილიყო 25 771 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხის ჯეროვნად შესწავლის შემთხვევაში და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო 38%-იანი ფასნამატის გათვალისწინების შემთხვევაში, დღგ-ის კუთხით შესამცირებელი თანხა ნაცვლად 17 661 ლარისა უნდა ყოფილიყო 39 311 ლარი, ხოლო საშემოსავლოს გადასახადის კუთხით შესამცირებელი თანხა ნაცვლად 19 624 ლარისა უნდა ყოფილიყო 43 679 ლარი. მომჩივანი ითხოვს ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო 17.04.2018 წელს შედგენილი №070-6 საგადასახადო მოთხოვნის და 19.02.2023 წლის №070-2 საგადასახადო მოთხოვნის კორექტირებას და შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15291 ბრძანების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 5.08.2021 წლის №25689 ბრძანებით: - დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივნისის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის გათვალისწინებით, შეისწავლოს ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის ოდენობა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებად განხილვის საფუძვლით 2016 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, ასევე 2016 წლის სმფ-ების საბოლოო ნაშთის ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 5 აგვისტოს №25689 ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2021 წლის 21 დეკემბრის №39541 ბრძანება, გადასახადის გადამხდელის მიმართ 2016 წლის 14 სექტემბერს შედგენილი №161394 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული სანქციის გადაანგარიშების შესახებ, რომლის საფუძველზე გაუქმდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 16 აპრილის №8698 ბრძანების საფუძველზე გამოცემული 2018 წლის 17 აპრილის №070-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და №161394 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა 37 348 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 25 770 ლარით. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 5.08.2021 წლის №25689 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 21 დეკემბრის №39541 ბრძანების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაკორექტირდა 2016 წლის საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და 6 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი. შედეგად, შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები 55 928 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 37 285 ლარი და ჯარიმა - 18 643 ლარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის მიერ სამართალდარღვევის ოქმის კორექტირება 2016 წლის საბოლოო ნაშთზე გავლენას არ ახდენს. მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დამატებით არ შეუსწავლია ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის ოდენობა და მიუხედავად სათანადო საფუძვლების არსებობისა, არ განუხორციელებია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ახლად აღმოჩენილი გარემოებების შესაბამისად, ინვენტარიზაციით დადგენილი 38%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით, ჯარიმის თანხა უნდა შემცირებულიყო 11 578 ლარით და ნაცვლად 37 349 ლარისა უნდა ყოფილიყო 25 771 ლარი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა და საქმეში არსებული მასალებითაც დასტურდება, რომ გადაანგარიშების ეტაპზე მომჩივანს შეუმცირდა დაკისრებული ჯარიმა და შეადგინა 25 770 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხის ჯეროვნად შესწავლის შემთხვევაში დარიცხული თანხა შემცირდებოდა მეტი ოდენობით.

მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ გადაანგარიშება სწორად და სრულად არის განხორციელებული.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“

ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 5.08.2021 წლის №25689 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 5.08.2021 წლის №25689 ბრძანების საფუძველზე გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.12.2021 წლის №39541 ბრძანება, რომლის მიხედვით მომჩივანს შეუმცირდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა და შეადგინა 25 770 ლარი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 5.08.2021 წლის №25689 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2023 წლის დასკვნა, 8.02.2023 წლის №2247 ბრძანება და 9.02.2023 წლის №070-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 55 928 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 208 847 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.04.2018 წლის №070-6 საგადასახადო მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №070-2 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 11 მარტს 4 გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 29.06.2023 წლის №15291 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, გ).