გადაწყვეტილება №21587/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.05.2024
№ დოკუმენტი 21587/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21587/2/2023

02 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -------ს (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ს 14.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21587/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №8025 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №006-522 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.11.2023 წლის №29680 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 52 083 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 27 193

დღგ - 6 516

საშემოსავლო გადასახადი - 20 677

ჯარიმა - 13 597

საურავი - 11 293

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ------ის შესყიდვა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე იმპორტი და შემდგომ მისი რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ძირითადად ახორციელებს -----ის იმპორტს სხვადასხვა არარეზიდენტი კომპანიებისგან (კომპანია -----ი, -----ი, ------ი).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 11.12.2018 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს არ აქვს აღრიცხული სამეურნეო ოპერაციები, არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაციის (ახსნა/განმარტება, საბანკო ამონაწერი, ინფორმაცია დებიტორ/კრედიტორების შესახებ) და შემოწმების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე, გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და შესამოწმებელი პერიოდების წლების ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 19.07.2022 წლის №19120 ბრძანება და №006-311 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №29951 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროში არსებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №29951 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 20.02.2023 წლის №006-62 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №8025 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №29951 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №8025 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 13.10.2023 წლის №006-522 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.11.2023 წლის №29680 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან დებიტორ-კრედიტორები, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, არ ჰყავს, არ იყენებს ბუღალტრულ პროგრამას, მაგრამ ბუღალტრული აღრიცხვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით ელექტრონული ცხრილების მეშვეობით, რომლითაც დგინდება და კონტროლდება სამეურნეო ოპერაციის ყველა ეტაპი, როგორც ქრონოლოგიურად, ისე თანხობრივად.

რაც შეეხება ნაღდი ფულის მოძრაობას, საქმიანობის სპეციფიკიდან და ბოლო დროს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მის მიერ საქონლის შეძენა -----ის ------ში ძირითადად ხორციელდება ნაღდი ფულით, რომელიც იგზავნება სხვადასხვა გზით და ძირითადად გადახდა ხდება წინასწარ. მის მიერ დავის განხილვისას წარდგენილია 2022 წლის აპრილის თვეში განხორციელებული 3 გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (თითო გადახდა 650 000 რუბლი) და თხოვნით მიმართა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებაზე და გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის შესაბამისი კურსის მიხედვით. აღნიშნული თანხა შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად ჩაეთვალა, როგორც გონივრული ნაშთი.

2023 წლის 7 თებერვლის დასკვნაში ასახული აუდიტის დეპარტამენტის შეფასებით, რომ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ თანხის გადახდამდე პერიოდის რეალიზაციის შესწავლით (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან 5-7 დღე) საწარმოს გააჩნდა მობილიზებული თანხები არარეზიდენტი კომპანიისთვის გადასახდელად, არაა საკმარისი და მართებული შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის სათქმელად. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მის მიერ 1, 4 და 8 აპრილს მართლაც რეალიზებული აქვს მარაგები, მაგრამ თანხის სრულად ანაზღაურება არ მომხდარა, რისი დადასტურებაც შეუძლია შედარების აქტებით. მითუმეტეს აღსანიშნავია რომ მის მიერ -----ის -----ში საქონლის შეძენისთვის თანხა გადარიცხული არ ყოფილა, არამედ გადახდილია ნაღდი ფულით, რასაც ადასტურებს მის მიერ წარდგენილი გადახდის ქვითრები და შესაბამისი დასტურის წერილი მისი არარეზიდენტი პარტნიორი კომპანიიდან, ამგვარად, სრულადაც, რომც ყოფილიყო ანაზღაურებული რეალიზაციის თანხა, ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა თანხის კონვერტაცია, მგზავრობა და შესაბამისად გადახდა. რაც შეეხება 2023 წლის 3 ოქტომბრის დასკვნა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებაში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე, შემოწმებით განსაზღვრული არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გათვალისწინდეს მის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია და შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ მომწოდებელზე გადახდილი თანხა არ იქნას განხილული, როგორც არაგონივრული ნაშთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მისი არგუმენტაცია და წარდგენილი მტკიცებულება სრულად შეესაბამება შემოსავლების სამსახურის იმ პერიოდში მოქმედი მეთოდური მითითებით დადგენილ გარემოებებს სალაროში არსებული ნაღდი ფულის გონივრულ ნაშთთან მიმართებაში.

ითხოვს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი მეთოდური მითითების შესაბამისად დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მის მიერ წარდგენილი არგუმენტების და მტკიცებულების გათვალისწინება, სალაროში არსებული ნაღდი ფულის გონივრულ ნაშთად ჩათვლის და დამატებით დარიცხული გადასახადის კორექტირება (შემცირება). ასევე, მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად გათავისუფლდეს დამატებით დარიცხული ჯარიმა/საურავისგან.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №29951 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროში არსებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №29951 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 20.02.2023 წლის №006-62 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №8025 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №29951 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №8025 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით სადავო საკითხი დამატებით შესწავლილ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის მიხედვით. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, საკასო შემოსავალი/ხარჯის მიხედვით, განისაზღვრა არაგონივრული ფულის ნაშთი შესაბამის კალენდარულ თვეებში. საწარმოს არაგონივრულმა ნაშთმა პერიოდის ბოლოს (2022 წლის მარტის ბოლოს) შეადგინა 82 702 ლარი, ხოლო აღნიშნული თანხის ნაწილი 14 627 ლარი ფიქსირდება პერიოდის დასაწყისიდან (2019 ოქტომბერი). შესაბამისად, 14 627 ლარი ჩაითვალა 2019 წლის ოქტომბერში გაცემულ ხელფასად, ხოლო დარჩენილი ნაწილი 68 074 ლარი პერიოდის ბოლოს გაცემულ ხელფასად. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი (82 702 ლარი), დაბეგრილი არის ხელფასად, აღნიშნული ფულის ნაშთი საწარმოს დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად გადანაწილებულია თვეებში. გადაანგარიშების შედეგად, განხორციელდა დასაბეგრი პერიოდის ცვლილება, შესაბამისად დარიცხული გადასახადი არ დაექვემდებარა კორექტირებას.

მომჩივანი არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მომჩივანი მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლებას, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №8025 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №8025 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №8025 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 11.12.2018 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს არ აქვს აღრიცხული სამეურნეო ოპერაციები, არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაციის (ახსნა/განმარტება, საბანკო ამონაწერი, ინფორმაცია დებიტორ/კრედიტორების შესახებ) და შემოწმების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე, გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და შესამოწმებელი პერიოდების წლების ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №19120 ბრძანება და №006-311 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №29951 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის №29951 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №006-62 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №8025 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №8025 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №006-522 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.11.2023 წლის №29680 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №8025 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);