ბრძანება N 18509
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18509
18 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2025 წლის პირველი აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2025 წლის პირველი აგვისტოს №97297/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №006-225 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით შემმოწმებელმა ვერ მოიძია ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემების შესახებ და ასევე, არც გადასახადის გადამხდელის მიერ მოძიებული იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული მონაცემები გაითვალისწინა. მიაჩნია, რომ გადამხდელის მიერ მოძიებული შესადარისი ობიექტი სრულად შესაბამისობაშია გადასახადის გადამხდელთან და შემოწმებას აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით უნდა განეხორციელებინა დარიცხული თანხების შემცირება. ითხოვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულებას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
2. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №26507 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემებით, ხოლო 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე გაავრცელოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №26507 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 30 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 4 ივლისის №006-225 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №26507 ბრძანების შესაბამისად, 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით განხორციელდა ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემების მოძიება. ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად, ამავე დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებული გადამხდელების შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.
ამასთან, შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ივნისის №13802 გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე გადამხდელის მიერ იდენტური საქმიანობის განმახორციელებელ პირად მიჩნეული საწარმოს მონაცემები. ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ზემოაღნიშნულ პირთან ჩატარებული არ არის საგადასახადო შემოწმება;
აღნიშნული საწარმოს სარეალიზაციო პროდუქცია (ფეხსაცმელი) წარმოადგენს იტალიურ ნაწარმს, ხოლო გადასახადის გადამხდელის პროდუქცია წარმოადგენს ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელს (გადამხდელის მიერ ადგილობრივად შეძენილი საქონელიც წარმოადგენს ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელს);
საჯარო ვებგვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის სარეალიზაციო საქონელი წარმოადგენს ბრენდირებულ საქონელს (ე.წ რეპლიკა „----------”, „----------” და სხვა), ხოლო შესადარისი კომპანიის საქონელი წარმოადგენს არაბრენდულ ნაწარმს;
საჯარო ვებგვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ფეხსაცმელებზე ფასთა დიაპაზონი წარმოადგენდა 189-225 ლარს, ხოლო ზემოაღნიშნული საწარმოს ვებგვერდზე განთავსებულ ფეხსაცმელებზე ფასთა დიაპაზონია 15-99 ლარი;
ჩატარებული ანალიზიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ობიექტი არ იქნა მიჩნეული შესადარისი საქმიანობის განმახორციელებელ პირად, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგების კორექტირების საფუძველი არ გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №26507 ბრძანების შესაბამისად, 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით ამავე დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული გადამხდელების შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა. ამასთან, გადამხდელის მიერ იდენტური საქმიანობის განმახორციელებელ პირად მიჩნეული საწარმოს მონაცემების შესწავლის და ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მოძიებული ობიექტი არ იქნა მიჩნეული შესადარისი საქმიანობის განმახორციელებელ პირად, კერძოდ, აღნიშნულ ობიექტში არ არის ჩატარებული საგადასახადო შემოწმება, ასევე, განსხვავდება გასაყიდი საქონლის წარმომავლობა და ფასთა დიაპაზონი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.
2. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №26507 ბრძანების შესაბამისად, 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით ამავე დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული გადამხდელების შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა. ამასთან, გადამხდელის მიერ იდენტური საქმიანობის განმახორციელებელ პირად მიჩნეული საწარმოს მონაცემების შესწავლის და ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მოძიებული ობიექტი არ იქნა მიჩნეული შესადარისი საქმიანობის განმახორციელებელ პირად, კერძოდ, აღნიშნულ ობიექტში არ არის ჩატარებული საგადასახადო შემოწმება, ასევე, განსხვავდება გასაყიდი საქონლის წარმომავლობა და ფასთა დიაპაზონი. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).