გადაწყვეტილება №26230/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.01.2026
№ დოკუმენტი 26230/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26230/2/2025

05 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------"-ს 28.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26230/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6281 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.08.2025 წლის №056-54 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23349 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 238 371,37 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 134 677,00

ჯარიმა - 63 216,00

საურავი - 40 478,37

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. კომპანია ქალაქ ------- აშენებს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს და ახორციელებს მათ რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 16 დეკემბერს. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორია ------- (პ/ნ -------).

აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.08.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზები, საჯარო რეესტრის ელექტრონული ბაზები და კომპანიის საბანკო ამონაწერები. საცხოვრებელი სახლების რეალიზაციას გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა ძირითადად ნაღდი ანგარიშსწორებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარატამენტის ------- სამმართველოდან მოწოდებული მასალებით, დგინდება, რომ ბინების რეალიზაციისას გადასახადის გადამხდელი ნასყიდობის ხელშეკრულებებში უთითებდა იმაზე ნაკლებ თანხას ვიდრე რეალურად ხორციელდებოდა მათი რეალიზაცია. შემოწმების პროცესში გაანგარიშდა თანხის ოდენობა, რომელიც რეალურად აქვს მიღებული კომპანიას საცხოვრებელი სახლების რეალიზაციით. იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ადეკლარირებდა ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებულ თანხას, შემოწმებით დადგენილი მიღებული თანხა აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. შესაბამისად, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2024 წლის №056-74 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6281 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საგამოძიებო სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის გზით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6281 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 15.08.2025 წლის №056- 54 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 15.09.2025 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 22.10.2025 წლის №23349 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრულ დროში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შემოწმებისთვის მიწოდებულია მხოლოდ რამდენიმე პირის გამოკითხვის ოქმი, რომლებიც ვერ ახდენს გავლენას საგადასახადო შემოწმების შედეგებზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ არის კანონმორჩილი კომპანია, შესაბამისად მოქმედებს საქართვლოში არსებული კანონმდებლობის ფარგლებში და გადასახადებსაც იხდის შესაბამისად. არ ეთანხმება აუდიტის დეპარატამენტის მიერ დაკისრებულ გადასახადებს, რომლის დარიცხვაც მოხდა უსაფუძვლოდ. დამატებით წარმოადგენს დოკუმენტაციას. მომჩივანი ითხოვს მოიხსნას დაკისრებული გადასახადები და გაუქმდეს ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6281 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საგამოძიებო სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის გზით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6281 ბრძანების აღსრულების შედეგად, შედგა აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2025 წლის დასკვნა, სადაც, სადავო საკითხთან დაკავშირებით მითითებულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებოს დეპარატამენტის ------- სამმართველომ შემოწმებას მიაწოდა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, 6 პირის გამოკითხვასთან დაკავშირებით, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გავლენას არ ახდენს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ, გადაანგარიშების ფარგლებში დამატებით რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შემოწმებამ დამატებით ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებოს დეპარატამენტის ------- სამმართველოდან, თუმცა საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მოცემული მომენტისთვის მათ საქმის ახალი მასალები/ინფორმაცია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საგადასახადო შემოწმების შედეგებზე, არ გააჩნიათ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 15.08.2025 წლის №056-54 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს საპირწონე, არგუმენტების ან/და დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6281 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6281 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6281 ბრძანების აღსრულების შედეგად, შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, სადაც, სადავო საკითხთან დაკავშირებით მითითებულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებოს დეპარატამენტმა შემოწმებას მიაწოდა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, 6 პირის გამოკითხვასთან დაკავშირებით, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გავლენას არ ახდენს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ, გადაანგარიშების ფარგლებში დამატებით რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შემოწმებამ დამატებით ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებოს დეპარატამენტის ქვემო ქართლის სამმართველოდან, თუმცა საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მოცემული მომენტისთვის მათ საქმის ახალი მასალები/ინფორმაცია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საგადასახადო შემოწმების შედეგებზე, არ გააჩნიათ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს საპირწონე, არგუმენტების ან/და დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6281 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)