გადაწყვეტილება №23966/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 31.10.2024
№ დოკუმენტი 23966/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№23966/2/2024

31 ოქტომბერი 2024

გადაწყვეტილება

მომჩივანი: "--------" (ს/ნ "--------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "--------"-ს 19.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23966/2/2024).

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33426 ბრძანების აღსრულების შედეგები.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №006-334 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.07.2024 წლის №16844 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 11 163,16 ლარი.

მათ შორის:

ბუნებ. რესურ. სარგებ. მოსაკრებელი - 5 034

ჯარიმა - 3 266,55

საურავი - 2 862,61

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების სისწორის განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.10.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 17.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №40167 ბრძანება და ამავე თარიღის №006-961 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 14.02.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №11988 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №11988 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 30.03.2023 წლის დასკვნა.

დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 7.04.2023 წლის №7688 ბრძანება და ამავე თარიღის №006-128 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17643 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2.11.2023 წლის №20517/2/2023 (რეგ. 5.12.2023წ. 03/95590) გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17643 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33426 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 11.04.2024 წლის №22048/2/2024 (რეგ. 29.04.2024წ. 03/34275) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33426 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 29.05.2024 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზე გამოიცა 25.06.2024 წლის №14848 ბრძანება და ამავე თარიღის №006-334 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 11.07.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.07.2024 წლის №16844 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 4.10.2024 წლის №"-------" წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით შემოსავლების სამსახურის 17.07.2024 წლის №16844 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 13.08.2024 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2.09.2024 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 19.09.2024 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

მომჩივანს სატელეფონო საუბრისას ეცნობა აღნიშნულის თაობაზე, რომელმაც განაცხადა რომ მოიკვლევდა ინფორმაციას და აცნობებდა საბჭოს აპარატს. მომჩივნის მხრიდან დაკავშირება არ მომხდარა.

საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტს, რომელიც დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33426 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33426 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 29.05.2024 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზე გამოიცა 25.06.2024 წლის №14848 ბრძანება და ამავე თარიღის №006-334 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 11.07.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.07.2024 წლის №16844 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტს, რომელიც დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადოკოდექსის შემდეგ ნორმებს :

301(ე).