სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

ბრძანება 01.12.2022
№ დოკუმენტი 395
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №395

2022 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 16 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 20.01.2026წ.

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) 81 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, მათი გაცემის წესი და პირობები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 16 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 20.01.2026წ.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, მათი გაცემის წესი და პირობები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 16 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 20.01.2026წ.

მუხლი 1. რეგულირების სფერო

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, მათი გაცემის წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) უფროსის, ამავე სამსახურის სტრუქტურული ერთეულის – საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომში – საბაჟო დეპარტამენტი) საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურებასთან, ასევე სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში – სპეციალური წოდება) შესაბამის წოდებრივ სარგოსთან, წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობებთან და მათ გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 16 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 20.01.2026წ.

მუხლი 2. შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობა

1. სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას.

2. სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვთ, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) დღემდე მიიღონ შრომის ანაზღაურება.

3. შრომის ანაზღაურება შედგება:

ა) სპეციალური წოდების მქონე, სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის – თანამდებობრივი სარგოსგან, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოსგან, აგრეთვე, სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსგან (გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისა), წელთა ნამსახურობის დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატისგან;

ბ) საბაჟო დეპარტამენტში სამოქალაქო პირად დანიშნული თანამშრომლისთვის – თანამდებობრივი სარგოსგან, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოსგან;

გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის – შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობის თანხის, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოსგან.

4. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება სამსახურის საშტატო ნუსხით.

5. საბაჟო დეპარტამენტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

6. სპეციალური წოდების მქონე, სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის ყოველთვიურად გასაცემი შრომის ანაზღაურების დაანგარიშება ხორციელდება კალენდარული დღეების მიხედვით, ხოლო საბაჟო დეპარტამენტში სამოქალაქო პირად დანიშნული თანამშრომლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ყოველთვიურად გასაცემი შრომის ანაზღაურების დაანგარიშება – სამუშაო დღეების მიხედვით.

7. შრომის ანაზღაურება გაიცემა ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

8. შრომის ანაზღაურების დარიცხვას ახორციელებს სამსახურის ფინანსური დეპარტამენტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №428 - ვებგვერდი, 29.12.2022წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 16 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 20.01.2026წ.

 

მუხლი 3. სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის მინიჭებული სპეციალური წოდებების შესაბამისი წოდებრივი სარგოს ოდენობა

სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის მინიჭებული სპეციალური წოდებების შესაბამისი წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:

 

#assignedTableId-1769145023855 {--tw-scale-x: 1; --tw-scale-y: 1; --tw-pan-x: ; --tw-pan-y: ; --tw-pinch-zoom: ; --tw-scroll-snap-strictness: proximity; --tw-gradient-from-position: ; --tw-gradient-via-position: ; --tw-gradient-to-position: ; --tw-ordinal: ; --tw-slashed-zero: ; --tw-numeric-figure: ; --tw-numeric-spacing: ; --tw-numeric-fraction: ; --tw-ring-inset: ; --tw-ring-offset-width: 0px; --tw-ring-offset-color: #fff; --tw-ring-color: rgb(59 130 246 / .5); --tw-ring-offset-shadow: 0 0 #0000; --tw-ring-shadow: 0 0 #0000; --tw-shadow: 0 0 #0000; --tw-shadow-colored: 0 0 #0000; --tw-blur: ; --tw-brightness: ; --tw-contrast: ; --tw-grayscale: ; --tw-hue-rotate: ; --tw-invert: ; --tw-saturate: ; --tw-sepia: ; --tw-drop-shadow: ; --tw-backdrop-blur: ; --tw-backdrop-brightness: ; --tw-backdrop-contrast: ; --tw-backdrop-grayscale: ; --tw-backdrop-hue-rotate: ; --tw-backdrop-invert: ; --tw-backdrop-opacity: ; --tw-backdrop-saturate: ; --tw-backdrop-sepia: ; --tw-contain-size: ; --tw-contain-layout: ; --tw-contain-paint: ; --tw-contain-style: ; border-width: 1px; border-color: black; border-image: initial; cursor: text; margin-top: 20px; width: 525pt; max-width: 100%; margin: 0 auto !important; }სპეციალური წოდება

წოდებრივი სარგო (ლარი)

 

გენერალ-მაიორი

100.00

 

პოლკოვნიკი

70.00

 

ვიცე-პოლკოვნიკი

60.00

 

მაიორი

50.00

 

კაპიტანი

40.00

 

უფროსი ლეიტენანტი

30.00

 

ლეიტენანტი

25.00

 

უმცროსი ლეიტენანტი

20.00

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 16 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 20.01.2026წ.

 

მუხლი 4. წელთა ნამსახურობის დანამატი

1. სპეციალური წოდების მქონე, სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიურად ეძლევათ ნამსახურობის დანამატები სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით, შემდეგი პროცენტული ოდენობით:

ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5%;

ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10%;

გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15%;

დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისთვის − 20%.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის დანამატი საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე – სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს დაუანგარიშდებათ თანამდებობრივი სარგოსა და სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს ჯამიდან, ხოლო უმცროსი სპეციალური წოდების მქონე – სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს წელთა ნამსახურობის დანამატი დაუანგარიშდებათ თანამდებობრივი სარგოს თანხიდან.

3. სპეციალური წოდების მქონე, სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების დათვლისას ნამსახურობაში ითვლება სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდი, სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელთაც უკავიათ სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობები და დადგენილი წესით მიენიჭებათ სპეციალური წოდებები, წელთა ნამსახურობის დანამატის დაანგარიშებისას ნამსახურობაში ჩაეთვლებათ სპეციალური წოდების გარეშე მუშაობის პერიოდიც, რაზედაც გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

5. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სპეციალური წოდების მქონე, სამსახურის უფროსზე, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელზე ნამსახურები (მათ შორის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური წოდების გარეშე ნამსახურები) კალენდარული წლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სამსახურის ფინანსური დეპარტამენტისათვის.

6. სამსახურის ფინანსური დეპარტამენტი წელთა ნამსახურობის დანამატის დარიცხვას განახორციელებს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ინფორმაციის მიღების მომენტიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 16 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 20.01.2026წ.

 

მუხლი 5. შრომის ანაზღაურება დროებითი ფუნქციების შესრულების დროს

1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელსაც ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოვალეობის ან დროებით არმყოფი თანამშრომლის მოვალეობის შესრულება ეკისრება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლებით (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა ვაკანტური თანამდებობისათვის ან დროებით არმყოფი თანამშრომლის თანამდებობისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში – უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო.

2. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელსაც ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოვალეობის ან დროებით არმყოფი თანამშრომლის მოვალეობის შესრულება ეკისრება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა ეძლევა სახელფასო დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

3. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელსაც დროებით ცალკეული ფუნქციის შესრულება ეკისრება სხვა სტრუქტურულ ერთეულში/ქვედანაყოფში ან კონკრეტული პროექტის ფარგლებში და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან, უნარჩუნდება სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობა და თანამდებობრივი სარგო.

 

მუხლი 6. შრომის ანაზღაურება სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში

სპეციალური წოდების მქონე, სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში თანამდებობრივი სარგო, სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილი წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი უნარჩუნდება სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის, დროებითი შრომისუუნარობისა (თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს) და ანაზღაურებადი შვებულების შემთხვევებში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 16 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 20.01.2026წ.

 

მუხლი 7. სახელფასო დანამატი

1. სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს ან/და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, შეიძლება მიეცეთ სახელფასო დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დამატებითი ანაზღაურების მიზნით, შეიძლება მიეცეთ სახელფასო დანამატი:

ა) სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს, საბაჟო დეპარტამენტის უფროსს/უფროსის პირველ მოადგილეს/უფროსის მოადგილეს – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის/ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მართლსაწინააღმდეგო (მათ შორის, დანაშაულებრივი) ქმედებების პრევენციისათვის/გამოვლენისა და აღკვეთისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ორგანიზების; სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესებისა და მობილიზების; გადასახადის გადამხდელთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისა და გამარტივებისათვის საბაჟო კანონმდებლობის დახვეწის (სრულყოფის) მიზნით განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის სამუშაოების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე შესრულების უზრუნველყოფის შემთხვევებში – ერთჯერადად არაუმეტეს 7000 ლარი;

ბ) საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს/უფროსის მოადგილეს, სამმართველოს განყოფილების უფროსს, საბაჟო ლაბორატორიის უფროსს, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსს/უფროსის მოადგილეს/სამმართველოს უფროსს ან მის მოადგილეს, გაფორმების განყოფილების უფროსს, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსს/უფროსის მოადგილეს/სამმართველოს ან განყოფილების უფროსს/ცვლის უფროსს – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკონტროლო/არალეგალური ტვირთბრუნვის (განსაკუთრებით, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების) აღკვეთის მიზნით, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების/დამუშავების და სათანადო რეაგირების; სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესების (განვითარების) ან საბაჟო ფორმალობების დახვეწის/გამარტივების მიზნით, საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საპროექტო წინადადებების შემუშავების (წარდგენის)/სამსახურში ან საბაჟო დეპარტამენტში მიმდინარე მნიშვნელოვანი (აქტუალური) პროექტ(ებ)ის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაო ჯგუფ(ებ)ის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის ან ხელმძღვანელობის; ასევე მისადმი დაქვემდებარებული, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მათზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამუშაოების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე შესრულების უზრუნველყოფის შემთხვევებში – ერთჯერადად არაუმეტეს 6000 ლარი;

გ) საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს (მთავარი მებაჟე-ოფიცერი, უფროსი მებაჟე-ოფიცერი, მებაჟე-ოფიცერი, მთავარი ანალიტიკოსი, წამყვანი ანალიტიკოსი, ანალიტიკოსი, მთავარი აუდიტორი, უფროსი აუდიტორი, აუდიტორი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი, მთავარი ინჟინერი, წამყვანი ინჟინერი, კინოლოგ-ოფიცერი, მთავარი კინოლოგ-ინსტრუქტორი, უფროსი კინოლოგ-ინსტრუქტორი, კინოლოგ ინსტრუქტორი, მთავარი ვეტერინარი, უფროსი ვეტერინარი, ვეტერინარი, მთავარი სანიტარი, უფროსი სანიტარი, სანიტარი, მთავარი ფიტოსანიტარი, უფროსი ფიტოსანიტარი, ფიტოსანიტარი) – მასზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე/საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების ან/და ფიზიკური პირების აღრიცხვასთან და მათ საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული სამუშაოების მოსალოდნელზე მეტი რაოდენობით განხორციელების; განსაკუთრებული მნიშვნელობის მართლსაწინააღმდეგო (მათ შორის, დანაშაულებრივი) ქმედებების გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირების; მოსალოდნელზე მეტი რაოდენობის – საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების /გამოცხადების (სატრანსპორტო საშუალება) ვადებისა და პირობების კონტროლისა და სათანადო რეაგირების; მოსალოდნელზე მეტი რაოდენობის – საბაჟო დეკლარაციების/რეექსპორტის დეკლარაციების შევსების, რეგისტრაციის ნომრების მინიჭების, დამუშავების, შესაბამისი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების და საქონლის (მათ შორის, საფოსტო გზავნილების) გაფორმების, საბაჟო დეკლარაციებში/რეექსპორტის დეკლარაციებში ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების; მოსალოდნელზე მეტი რაოდენობის – გამოყენებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობებისა და ვალდებულების შესრულების მიზნით, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლისა და სათანადო რეაგირების; საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვანი რაოდენობის შეუსრულებელი საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულებების გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირების; იარაღის, ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური მასალების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის)/ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან (ან რისგანაც შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება) ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ/ორმაგი დანიშნულების საქონლის, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების, სამკურნალო საშუალებების, საშიში ქიმიური ნივთიერებების, ოზონდამშლელი ნივთიერებების, ნარჩენების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, არაიოდიზებული მარილის და საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანაზე კონტროლის განხორციელების მიზნით განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის სამუშაოების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე შესრულების; საინფორმაციო ბაზების, საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით ან სხვა საშუალებებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობის რისკის ფაქტორების გამოვლენის, რისკის პროფილების შემუშავებისა და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე განხორციელების; სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის სასაზღვრო, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების კონტროლის მიზნით, განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის ღონისძიებების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე განხორციელების; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების/სავალუტო კონტროლის განხორციელების მიზნით განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის სამუშაოების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე შესრულების; ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული ნივთიერებების, ფეთქებად და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ სხვა საგანთა აღმოსაჩენად განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის კინოლოგიური მომსახურების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე განხორციელების; საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და სასაქონლო კოდის განსაზღვრის/საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანი რაოდენობის სამუშაოების შესრულების; თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის/საბაჟო საწყობის ნებართვის მფლობელთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების კომპლექსური კონტროლის განხორციელების შედეგად განსაკუთრებული მნიშვნელობის დარღვევების გამოვლენის; განსაკუთრებით საშიში დაავადების გამოვლენის/გენმოდიფიცირებული პროდუქციის იდენტიფიცირების/საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელში სახიფათო ნივთიერებების გამოკვლევის მიზნით, საქონლის ქიმიური შემადგენლობის კვლევითი ან/და ფიზიკური თვისებების დადგენითი სამუშაოების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე შესრულების; მომსახურების ხარისხისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით კომპლექსური ღონისძიებების განხორციელების; საბაჟო კონტროლთან და საბაჟო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინიცირებული პროგრამული მოდულების/რეკომენდაციების დანერგვა-გაუმჯობესებისთვის სათანადო ღონისძიებების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე განხორციელების; გადასახადის გადამხდელთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისა და გამარტივებისათვის საბაჟო კანონმდებლობის დახვეწის (სრულყოფის) უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის ან/და მოსალოდნელზე მეტი საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (მათ შორის, მეთოდური მითითებების/პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების) პროექტების მომზადების; სამსახურში/საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში/სასამართლოში მიმდინარე – განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის ან/და მოსალოდნელზე მეტი რაოდენობის დავებთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტის ერთიანი პოზიციის შემუშავებისა და სამართლებრივი დასკვნების მომზადების შემთხვევებში – ერთჯერადად არაუმეტეს 5000 ლარი;

დ) საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს (მთავარი მებაჟე-ოფიცერი, უფროსი მებაჟე-ოფიცერი, მებაჟე-ოფიცერი, მთავარი ანალიტიკოსი, წამყვანი ანალიტიკოსი, ანალიტიკოსი, მთავარი აუდიტორი, უფროსი აუდიტორი, აუდიტორი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი, მთავარი ინჟინერი, წამყვანი ინჟინერი, კინოლოგ-ოფიცერი, მთავარი კინოლოგ-ინსტრუქტორი, უფროსი კინოლოგ-ინსტრუქტორი, კინოლოგ ინსტრუქტორი, მთავარი ვეტერინარი, უფროსი ვეტერინარი, ვეტერინარი, მთავარი სანიტარი, უფროსი სანიტარი, სანიტარი, მთავარი ფიტოსანიტარი, უფროსი ფიტოსანიტარი, ფიტოსანიტარი), გარდა ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, – მასზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, მოსალოდნელზე მეტი რაოდენობის/განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის სამუშაოების საუკეთესოდ და მაღალ დონეზე შესრულების სხვა შემთხვევებში – ერთჯერადად არაუმეტეს 2000 ლარი.

3. სახელფასო დანამატი გაიცემა სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №411 - ვებგვერდი, 06.01.2023წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 23 ივლისის ბრძანება №199 - ვებგვერდი, 24.07.2025წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 16 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 20.01.2026წ.

 

მუხლი 8. ფულადი ჯილდო

1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საბაჟო დეპარტამენტში დასაქმებულ თანამშრომელზე ფულადი ჯილდოს გაცემა ხორციელდება მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, აგრეთვე შეფასების შედეგების გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ფულადი ჯილდოს გაცემა ხორციელდება მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეზე ფულადი ჯილდო გაიცემა მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. სამსახურის უფროსზე ფულადი ჯილდო გაიცემა მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 16 იანვრის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 20.01.2026წ.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე